100 წლის წინანდელი ევროპა ქართველი გენერლის ფოტოობიექტივში

ეს გენერალ გიორგი [გიგლო] ყარალაშვილის მიერ თბილისსა და ევროპულ ქალაქებში გადაღებული ფოტოებია, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. გიგლო ყარალაშვილი ართანელი თავადი იყო, თელავთან ახლოს მდებარე სოფლიდან. გარდა სამხედრო საქმისა და ფოტოგრაფიით გატაცებისა, იგი ცნობილი იყო, როგორც სახელგანთქმული მომღერალი. გიგლო ყარალაშვილი 1918 წელს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში. მისი ფოტოკოლექცია, რომელიც 770 ნეგატივსა და 60 პოზიტივს …

„საქართველოში არ მტოვებდა შეგრძნება, რომ პერსპექტივა არ გვქონდა“ – 18 წელი გერმანიაში

სოფო თოლორდავა 18 წელია გერმანიაში ცხოვრობს, საქართველო 23 წლისამ დატოვა. თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე სწავლობდა და დიპლომის დაცვის დრო ახლოვდებოდა, როცა გერმანიის პატარა ქალაქიდან სამშვილიანმა ოჯახმა შესთავაზა ძიძობა Au-Pair-ის პროგრამით. სოფოც წავიდა. „საქართველოში არასდროს მტოვებდა შეგრძნება, რომ დავამთავრებდით სწავლას და არანაირი პერსპექტივა არ გვექნებოდა, არ მტოვებდა შეგრძნება, რომ თავს ვიტყუებდით და ამის საშინელი შიში მქონდა. …

“ცხოვრება და ლოცვა მთაში” – ტბელ აბუსერიძის ფოტოგამოფენა ბათუმში

დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში ფოტოგრაფ ტბელ აბუსერიძის ფოტოგამოფენა გაიმართა. „ცხოვრება და ლოცვა მთაში“ – ასე ჰქვია ფოტოპროექტს, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში, ზორტიყელის საზაფხულო იალაღებზეა გადაღებული. ტბელ აბუსერიძის  თქმით, ფოტოპროექტზე მუშაობის დროს თითქმის ორი თვე ცხოვრობდა მთაში იმ ოჯახებთან ერთად, ვინც მისი პროექტის გმირები გახდნენ. ფოტოების თემატიკა მრავალფეროვანია, გმირები კი სხვადასხვა ასაკის არიან. „დაახლოებით 2 500 ფოტო …

ჯიხვისა და მგლის შერკინება – როგორ გადაიღო კადრები ფოტოგრაფმა

5 ოქტომბერს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფეისბუქგვერდზე ნაკრძალში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესხმის თავს მგელი ჯიხვს. იშვიათი კადრები ველური ბუნების ექსპერტმა, ნიკა ქერდიყოშვილმა გადაიღო. ნიკა ქერდიყოშვილი ზოოლოგია და ველურ ბუნებას იკვლევს. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, როგორ შეძლო ამ იშვიათი კადრების გადაღება. ნიკა ქერდიყოშვილმა გვითხრა, რომ ირმის მყვირალობის მილევის შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე წავიდა დასაკვირვებლად, აინტერესებდა, რა …

რაც არ განგიცდია, ვერც გადაიღებ, ყალბი გამოვა – გურამ წიბახაშვილი

ამჯერად Fuji-ის მსუბუქი კამერით იღებს და ამბობს, რომ ქუჩის გადაღებებისთვის ეს სრულიად საკმარისია. უამრავი ფოტოაპარატი გამოუცვლია, აქვს უზარმაზარი ფოტოარქივი, რომლისგანაც ცოტა ხნის წინ 90-იანი წლების არტისტების ცხოვრების ამსახველი კადრები ამოარჩია და ბათუმში მოაწყო ფოტოგამოფენა „ზამთარი გადატანილია“. ამავე სახელწოდებით გურამ წიბახაშვილის ფოტოალბომიც გამოიცა, რომელსაც ანა კორძაია-სამადაშვილის ესეები ავსებს ისტორიებით. „80-90-იანი წლების დასაწყისშიც იგივე ხდებოდა საქართველოში, რაც …

ფოტოსერია, რომელიც ადამიანებს ახალგაზრდობასა და ხანდაზმულობაში გვაჩვენებს

ამერიკელი ფოტოგრაფის, ტომ ჰასის ფოტოსერიას „ანარეკლები“ ეწოდება. ფოტოგრაფი სარკეში არეკლილ ადამიანებს გვაჩვენებს ახალგაზრდობაში და ხანდაზმულ ასაკში. როგორც ამერიკული მედია წერს, პროექტის ინსპირაციის წყარო ტომ ჰასისთვის ომის ვეტერანთან შეხვედრა გახდა, „არ მჯერა, რომ 80 წლის ვხდები, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ომიდან ახლა დავბრუნდი. მერე სარკეში ვიხედები და ვხედავ ამ ბებერ ბიჭს“ – უთხრა მან ფოტოგრაფს. ფოტოსერია …

გემები ბათუმის პორტიდან დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში

ცნობილი ფოტოგრაფის, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში ბათუმის არაერთი კადრია შემონახული. პორტში გადაღებულ ამ ფოტოებზე ძირითადად  გემები ჩანს. პორტის ხომალდების, ნავებისა და კატარღების კადრები XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა გადაღებული. ფოტოები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული კოლექციის გვერდზეა განთავსებული. გემები ბათუმის პორტში ურიკებით ზღვის ქვიშა გადააქვთ ორთქლმავალი გემი და ღრუბლიანი ცა ნავმისადგომი და ნავები ნავი დარის მოლოდინში ფრანგული გემი …

„დედამიწის ფოტო” – საუკეთესო კადრები 2018 წლის ბრიტანული კონკურსიდან

„დედამიწის ფოტო“  დიდი ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მიერ დაარსებული ახალი საკონკურსო გამოფენაა, რომლის მიზანიც სხვადასხვა ქვეყნის უჩვეულო გეოგრაფიული გარემოსა და პირობების ჩვენებაა. გთავაზობთ 2018 წლის კონკურსის შედეგად შერჩეულ კადრებს მთელი მსოფლიოდან. კრისტობალ და ფრანჩესკო მანკანარესები ქოქოსის კაკალს აგროვებენ კომპანიაში ჩასაბარებლად, სადაც კარაქსა და ზეთს ამზადებენ პროდუქტისგან. მეხიკო / ფოტო: RUBEN SALGADO ESCUDERO   კო ვინ …

XIX საუკუნის საქართველო ნიუ იორკის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოკოლექციაში

ნიუ იორკის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კავკასიის ციფრული ფოტოკოლექცია გამოაქვეყნა, რომელიც ბიბლიოთეკაში 1930 წლიდან ინახებოდა. ჯორჯ კენანის კავკასიის ფოტოკოლექცია 274 ფოტოს აერთიანებს. კენანი (1845-1924) ამერიკელი ჟურნალისტი მკვლევარი და მოგზაური იყო. ამერიკელი ჟურნალისტი კავკასიაში 1870 წელს ჩამოვიდა. სწორედ ამ პერიოდში შეაგროვა მან საქართველოს ფოტოებიც. ნიუ იორკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ კენანის ფოტოკოლექციაში ნახავთ 1870-1878 წლებით დათარიღებულ კადრებს, რომლებზეც თბილისი, …

შახ აივაზოვი – ფოტოგრაფი ბრძოლის ველიდან

„ოცნებობდით ომის ფოტოგრაფობაზე?“ „ოცნებობდით ომის ფოტოგრაფობაზე?“, „რას გრძნობდით ბრძოლის ველზე ყოფნისას?“, „არ გეშინიათ, ომში რომ მიდიხართ ხოლმე?“ – ხშირად ეკითხებიან შახ აივაზოვს, ერთი არც თუ ისე მარტივი მიზეზის გამო: 62 წლის განმავლობაში 7 ომს მოესწრო. აფხაზეთის, ჩეჩნეთის, ცხინვალის, დნესტრისპირეთის, ყარაბაღის, ავღანეთის, ტაჯიკეთის ომებს… შვიდივეგან ფოტოკორესპონდენტი იყო და ომის ამსახველ კადრებს იღებდა. „სიტუაციამ მოიტანა, რომ ომის …

ქუჩა-ილუზორული ფოტოგრაფიის გასართობი მოედანი

ფოტოგრაფი პაუ ბუსკატო ფოტოებზე  სასურველი ეფექტის მიღებას საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნით ახერხებს. ბუსკატო ბოლო ოთხი წელია ქუჩის ფოტოგრაფიითაა გატაცებული და ძირითადად ილუზორულ კადრებს იღებს, რაც ტექნიკურად ორი სხვადასხვა სიტუაციის დამთხვევითაა შესაძლებელი. ფოტოგრაფს ხანდახან საათობით უწევს ცდა, სანამ საჭირო მომენტს დააფიქსირებს. ბუსკატო ამბობს, რომ შემთხვევითობების ძებნით დიდ სიამოვნებას იღებს. გადაღება მისთვის გართობაა, ქუჩა კი დიდი, …

„ჩაგრული“ ქათმების აღდგენილი ღირსება

რთული დასაჯერებელია, რომ ქათამი ვინმეს პლანეტის ყველაზე ლამაზ ფრინველად მიაჩნია, თუმცა იტალიელი ფოტოგრაფები -მორენო მონტი და მატეო ტრანჩელინი სწორედ ასე ფიქრობენ. მათ 100 სხვადასხვა ჯიშის ქათამი გადაიღეს და უზარმაზარ ფოტოალბოში 200 ფრინველის პორტრეტი შეიტანეს. ფოტოგრაფების უცნაურ პროექტს „Chic! Ken“ ჰქვია. მორენო მონტისა და მატეო ტრანჩელინის ფერმერი მეგობარი ჰყავთ, რომელიც ბევრი სხვადასხვა ჯიშის ქათამს უვლის და ამრავლებს. …

ბრაზიანი ჩიტები ფინელი ფოტოგრაფის ობიექტივში

„ბრაზიანი ჩიტები“ მხოლოდ ცნობილი კომპიუტერული თამაშისა და მულტფილმის გმირები არ არიან, როგორც ფოტოების საშუალებით გაირკვა, ჩიტებს გარკვეულ მომენტებში მართლა აქვთ ბრაზიანი გამომეტყველება. ამ დეტალებს ფინელი ფოტოგრაფი, ოსი სარინენი დააკვირდა. ფოტოგრაფი ფინეთში ველურ ბუნებას იღებს. სარინენი  ზამთარშიც, -20 გრადუს ყინვაშიც დადის ტყეში ცხოველების გადასაღებად და დიდხანს ელოდება კამერით შესაფერის მომენტებს. იგი მიიჩნევს, რომ ველური ბუნების ფოტოებზე …

ირმები ზამთარში [ფოტო]

ჯონ ბეტსი ბრიტანელი მხატვარი და ფოტოგრაფია. იგი ბევრს მოგზაურობს და მის ფოტოობიექტივში განსაკუთრებით ხშირად ხვდება ველური ბუნება და ცხოველთა სამყარო. ფოტოგრაფი ამავდროულად გარემოს დამცველია. „ველური ბუნების შენარჩუნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფიას შეუძლია ხელი შეუწყოს პრობლემების გააზრებას“ – წერს ჯონ ბეტსი თავის ვებგვერდზე.   ეს ფოტოები ფოტოგრაფმა 2012 წლის ზამთარში, შოტლანდიაში გადაიღო. წყარო: boredpanda.com  …

ციდან დანახული ამერიკა

ჯეფრი მილშტეინი აეროფოტოებით ყვება ლოს-ანჯელესის და ნიუ იორკის ამბებს. კადრები ჩიტის ფრენის სიმაღლიდანაა გადაღებული. მაღლიდან კარგად ჩანს ერთი შეხედვით ქაოსური ქალაქების მოწესრიგებული არქიტექტურა. მილშტეინმა საუკეთესო აეროკადრები შეაგროვა და ერთ წიგნ LA NY-ში მოათავსა. ფოტოსერიები შთამბეჭდავ არქიტექტურულ წყობას გვიჩვენებს, რაკურსით, რომლითაც თვითონ ვერასდროს დავინახავდით ქალაქს. მილშტეინის წიგნის პრეზენტაცია და აეროფოტოების გამოფენა ლოს-ანჯელესის კოპეიკინის გალერეაში მოეწყო 28 …

ფოტოგრაფი, რომელსაც მილიონი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე

ჯეისონ პეტერსონი 25 წელია შავ-თეთრ ფოტოებს იღებს. მისი კადრები კომპოზიციური წონასწორობითა და შუქ-ჩრდილებთან თამაშით, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების  გამოყენებით ახდენს დამთვალიერებელზე შთაბეჭდილებას. ფოტოგრაფის ინსტაგრამის გვერდს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. პეტერსონი Havas North America-ს რეკლამის მხატვრული რედაქტორია და ეს გამოცდილება საშუალებას აძლევს, ზუსტად განსაზღვროს პრიორიტეტები: იცის, როგორ ფიგურაზე უნდა დასვას აქცენტი და ვინ გამოიყვანოს ჩრდილიდან.  

ამერიკელი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა ბათუმში

29 სექტემბერს, 16:00 საათზე,  ბათუმში, საჯარო ბიბლიოთეკაში, „ამერიკულ კუთხეში“ ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის  ნამუშევრები გამოიფინება. წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფის თვალით დანახული ამერიკელი ინდიელების ცხოვრება. ფოტოები ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული კურტისის ფოტოების ასლებია. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

ირანელი ფოტოგრაფი აბას კიაროსტამსა და თანამედროვე არტისტის ირანში ცხოვრებაზე

დღეს, 20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, ირანელი ფოტოდოკუმენტალისტის, სეიფოლა სამადიანის ფოტოგამოფენა გაიხსნა, რომელიც აბას კიაროსტამის ბათუმში ვიზიტს ეძღვნება. ამავე სივრცეში აჩვენეს ფოტოდოკუმენტალისტის ხუთწუთიანი ფილმიც, რომელიც კიაროსტამის ბათუმში ვიზიტს ასახავს. სეფოლა სამადიანი, რომელიც მარტინ სკორსეზესა და აბას კიაროსტამთან თანამშრომლობდა, ირანული ფოტოგრაფიის „ახალი ტალღის“ წარმომადგენელია. ამჟამად  იგი თეირანის უნივერსიტეტის ფოტოჟურნალისტიკის პროფესორი და ჟურნალ …

ქალები მაღალმთიანი აჭარიდან – ფოტოგამოფენა ბათუმში [ანონსი]

დღეს, 23 აპრილს, 18 საათზე, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ფოტოპორტრეტების გამოფენა გაიხსნება. „NIMD Democracy School -ის მცირე საგრანტო პროგრამის პროექტის ფარგლებში 7 მოყვარული ფოტოგრაფი შეირჩა, რომლებმაც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები გადაიღეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 35 ფოტოპორტრეტი. პროექტის მონაწილეები დღეს თავიანთ ფოტოებზე ისაუბრებენ, ხოლო გამოფენის თემას შეაჯამებს …

ფოტოკონკურსი კომპანია „ანაგისგან“

სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ფოტოკონკურსს. კონკურსი ცხადდება სამ თემაზე: ქალაქი და ადამიანები ევროპისკენ თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა კონკურსის პირობების თანახმად თითოეული მონაწილე თავისუფალია ცალკეული თემის ფოკუსის გადაწყვეტაში, თუმცა კონკურსის ორგანიზატორები მიესალმებიან ორიგინალურ მიდგომებსა და განსხვავებულ ხედვებს სტუდენტების მხრიდან ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა, მაგალითად: ქალაქების განვითარების პოლიტიკა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა. …

„დაკარგული სიყმაწვილე“ – ფოტოგამოფენა ბათუმში

14-15 წლის პატარძლები და მათი მოსწავლე მეგობრები, გარემო, სადაც ადრეულ ასაკში ქორწინება ხშირად ტრადიციად მიიჩნევა, არასრულწლოვანი გოგონების ქორწილის დღის ამსახველი ფოტოები და პეიზაჟები – ამ ყველაფრის ნახვა ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში შეგიძლიათ. „დაკარგული სიყმაწვილე“ – ასე ეწოდება ფოტოგრაფ დარო სულაკაურის ფოტოპროექტს, რომლის გამოფენაც დღეს, 13 თებერვალს გაიხსნა. მიზეზი, რატომაც დარო სულაკაურმა ამ ფოტოპროექტზე მუშაობა დაიწყო, …

„დაკარგული სიყმაწვილე” – დარო სულაკაურის ფოტოპროექტი ბათუმში

13 თებერვალს, 17 საათზე, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში დარო სულაკაურის ფოტოფროექტის – „დაკარგული სიყმაწვილე” – გახსნა გაიმართება. მიზეზი, რატომაც დარო სულაკაურმა ამ ფოტოპროექტზე მუშაობა დაიწყო, საქართველოში ნაადრევი ქორწინების მაღალი მაჩვენებელია. ფოტოგრაფმა რეგიონებში იმოგზაურა, იმისათვის რომ გაეგო – რა განაპირობებს შორეულ სოფლებსა თუ დაბებში არასრულწლოვანი გოგონების ადრეულ გათხოვებას. ის აკვირვებოდა სოციალურ-ეკომომიკურ გარემოსაც. თანამედროვე ხელოვნების სივრცეში წარმოდგენილი …

ბათუმი – “მკვდარი ჩრდილების ქალაქი” [ფოტოპროექტი]

„მკვდარი ჩრდილების ქალაქი“ ფოტოგრაფ ლაშა ფალავანდიშვილის პროექტია. ლაშა ამბობს, რომ ამ პროექტით სურს აჩვენოს ქალაქის ურბანიზაციის ქაოტური პროცესი, უზარმაზარი და გაუგებარი ჩრდილები მთელს პერიმეტრზე, ადამიანთა კოლბებში გამომწყვდევა და მკვდარი ქალაქის რეალობა.

თაობა საკუთარ სივრცეში

 

ფოტოგრაფ დინა ოგანოვას პერსონალური გამოფენა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 21 ნოემბერს გაიხსნა და 7 დეკემბრამდე გაგრძელდება. „ჩემი სივრცე“, – ასე ეწოდება პროექტს, რომლის მთავარი მიზანია დამთვალიერებელს აჩვენოს თაობა, რომელიც ორი საუკუნის და ორი ათასწლეულის მიჯნაზე დაიბადა საქართველოში. ფოტოზე აღბეჭდილი ახალგაზრდები ძირითადად 23-24 წლისანი არიან, ყველა მათგანი საკუთარ სივრცეში, საკუთარ ოთახშია გადაღებული, პირადი ნივთების ფონზე.

უცნობი აჭარა მინის ნეგატივებზე

 

 

ბათუმში, „იალონი სტუდიომ“ საუკუნის წინანდელი მინის ნეგატივების დასკანერება დაასრულა. 2013 წლის შემოდგომაზე, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში ფოტოგამოფენა გაიხსნება – დამთვალიერებლები 80 ფოტოს ნახავენ, რომელზეც გასული საუკუნის ბათუმი და აჭარის სოფლებია აღბეჭდილი. „იალონი სტუდიოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფოტოგრაფი, რეჟისორი და ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერი შოთა გუჯაბიძე დარწმუნებულია, რომ გამოფენის გახსნის მომენტში მსოფლიოში არ იქნება უფრო საინტერესო გამოფენა, თუმცა 80 ფოტო სულ მცირე ნაწილია იმ ძველი არქივის, რომელსაც „იალონი სტუდიო“ რამდენიმე თვეა ამუშავებს.

Exit mobile version