„ეს არაა უბედური შემთხვევები, ეს არის სისტემური ჩავარდნა“ – „ოცნების“ გულგრილობას შეწირული ბავშვები

13 წლის მოზარდს ბათუმში, ბარცხანაში, მატარებელი დაეჯახა. მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა 2025 წლის 8 აპრილს მოხდა. მას შემდეგ მოსახლეობა წერს წერილებს, მიმართავს მერიას, „საქართველოს რკინიგზას“, რომ მოაწესრიგონ ლიანდაგზე უსაფრთხოების საკითხი, თუმცა ორივე უწყება დუმს. მოსახლეობამ 14 აპრილს რადიკალურ ზომასაც მიმართა – გადაკეტა რკინიგზა და არ გაატარა მატარებელი, თუმცა ადგილზე პოლიცია მოვიდა და გაათავისუფლა გზა, რომელმაც ბოლო …

დაღუპვა, კიდურის ამპუტაცია და მძიმე ტრავმები – როგორაა დაცული უსაფრთხოება ბათუმის სანაპიროზე

დაღუპვის ერთი შემთხვევა, კიდურის ამპუტაცია, თავის ქალის მძიმე ტრავმები, სხვადასხვა სახის მძიმე თუ მსუბუქი დაზიანებები – ეს ის ჩამონათვალია, რომელიც სულ ცოტა, ბოლო ორი განმავლობაში მიიღეს ბათუმის ზღვაში დამსვენებლებმა. ტურისტების თქმით, ზღვაში შესვლის დროს ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, რადგან საზღვაო ტრანსპორტი საცურაო ზოლთან ახლოს მოდის, რაც იწვევს ზღვაში მყოფი ადამიანების დაზიანებას. ბოლო პერიოდში მინიმუმ …

„რეტროს“ 3 ობიექტი დახურეს, გამოვლინდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევა – ინსპექცია

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რეტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა. უწყებამ დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორც ზეგანაკვეთური, ასევე, კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით. ინსპექციის ინფორმაციით, შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში: „უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რეტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, …

როგორ გავწმინდოთ ფანჯარა მაღალ სართულზე უსაფრთხოდ – „ბევრჯერ დამხვევია თავბრუ“

„ბევრჯერ დამხვევია თავბრუ, მიგრძნია, რომ წონასწორობას ვეღარ ვიცავ, ამ დროს ჩემ ქვემოთ 6 სართულია… წნევა მაღლა მიწევს და საქმეს თავს ვანებებ, თუმცა ჩამოსვლაც რთულია, რას უნდა მოკიდო ხელი? იცი, რომ ხელი სველი გაქვს, ფანჯრის მინებიც სველია,“ – ფატი ბერიძე საფრთხის განცდაზე გვიყვება, ფანჯრების გაწმენდის დროს რომ აქვს. ის 63 წლისაა, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობს ერთ-ერთ …

სტუდენტი, რომელსაც მშენებლობიდან ძელი დაეცა, სამუშაოდ მიდიოდა – ვინ არის დამნაშავე 

„მარკეტში მისი მორიგეობა იწყებოდა 5 საათზე და იქ მიდიოდა ფეხით, როცა ეს ამბავი მოხდა,“ – ამბობს ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დაშავებული 20 წლის გიორგის და [რადგან ოჯახის სხვა წევრებმა გიორგის შემთხვევის შესახებ არ იციან, დაშავებულის ოჯახის წევრის ვინაობას არ ვასახელებთ – რედ]. გიორგის კეფაში მოხვდა მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი ხის ძელი და გონება ადგილზე დაკარგა. გიორგი ამ …

ირაკლი კვერღელიძე სამშენებლო მასალების ვარდნაზე: უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო

„ეს იყო სტიქია, უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო,“ – აცხადებს ირაკლი კვერღელიძე, კომპანია „ორბი ჯგუფის“ დირექტორი. მან დღეს, 27 მაისს უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარს. შემთხვევა 25 მაისს მოხდა – ხიმშიაშვილის ქუჩაზე „ორბის“ მშენებარე კორპუსიდან სამშენებელო მასალები გადმოვარდა და ოთხი ავტომანქანა დაზიანდა. გამოძიება ამ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ნივთის დაზიანებას, ან …

პოლიცია ეძებს მძღოლს, რომელიც კარიერის აფეთქებაზე მუშაობდა – ტრაგედია ქედაში

ბავშვი, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ერთი საათის წინ კარიერის აფეთქების შედეგად დაიღუპა, თავისი ბიძის ეზოში თამაშობდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქედის მერის მოადგილემ როლანდ ბერიძემ უთხრა. მისივე ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც კარიერზე მუშაობდა, ადგილიდან მიიმალა. მერის მოადგილე ამბობს, რომ ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც მიმალულ მძღოლს ეძებს. “ბიჭი ბიძის ეზოში თამაშობდა, როცა კარიერზე აფეთქება მოხდა და იქიდან …

Real Palace-ს დირექტორი: არ ვიცი გადმოვარდნილი მუშა გადარჩება თუ არა

„არ ვიცი გადარჩება თუ არა – სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები ვერაფერს მეუბნებიან, არ მეუბნებიან რომ გადარჩება, არც იმას მეუბნებიან, რომ ვერ გადარჩება. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“, – უთხრა „ბათუმელებს“ ედნარ ხიმშიაშვილმა, კომპანია Real Palace დირექტორმა. სწორედ ამ კომპანიის სამშენებლო ობიექტის მე-10 სართულიდან გადავრადა გუშინ, 24 ივნისს, მუშა. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული, უფრო …

Exit mobile version