საქართველოში ყავის, ყავის პროდუქტებისა და ყავის სუროგატების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა. ბაზარზე განთავსებული პროდუქციისთვის ამ მოთხოვნების დაცვა სავალდებულო ხდება, პროცესს კი სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს. ბოლო 5 წელში საქართველოში შემოტანილია ჯამში 360 მილიონი აშშ დოლარის ყავა, ყავის ექსტრაქტები და ესენციები. ტერმინების სიზუსტე და ხარისხი: ახალი რეგლამენტი მკაცრად განსაზღვრავს ყავასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას, რათა მომხმარებელი შეცდომაში …
Tag Archives: ტექნიკური რეგლამენტი
კერამიკული ნაწარმი ტყვიასა და კადმიუმზე უნდა შემოწმდეს – ახალი რეგლამენტი
საქართველოში სურსათისთვის განკუთვნილი კერამიკული ნაწარმი ბაზარზე ვერ გაიყიდება, თუ ის არ იქნება შემოწმებული მძიმე მეტალებზე – ტყვიასა და კადმიუმზე. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც კერამიკული ნაწარმის გასაყიდად შესაბამისობის დეკლარაცია იქნება საჭირო. დეკლარაციაში აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული, რომ სურსათისთვის განკუთვნილ კერამიკულ ნაწარმში ტყვიისა და კადმიუმის მიგრაციის ზღვარი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერამიკული …
Continue reading “კერამიკული ნაწარმი ტყვიასა და კადმიუმზე უნდა შემოწმდეს – ახალი რეგლამენტი”
ივლისიდან ტყვიის შემცველი საღებავების გაყიდვა იკრძალება, მას მხოლოდ ძეგლებზე გამოიყენებენ
2023 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში იკრძალება იმ ლაქ-საღებავების შემოტანა-რეალიზაცია, რომლებშიც ტყვიის შემცველობა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს აჭარბებს. იკრძალება საღებავის შემოტანა, რომელიც ტყვიას შეიცავს – 2023 წლიდან ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან ერთი თვით ადრე კი, საქართველოს მთავრობამ მიიღო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციისთვის ისეთი საღებავების მიწოდება, რომლებშიც ტყვიის შემცველობა დაშვებულ ნორმაზე მეტია, …
გაზზე მომუშავე მოწყობილობების გაძვირება ამჯერად დეკემბრამდე გადაიდო
აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ გადაწია. რეგლამენტი, რომელიც ასეთი მოწყობილობების უსაფრთხოების მიზნით იქნა შემუშავებული, 2021 წლის პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. ტექნიკური რეგლამენტი 2021 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს ვადა ჯერ ივლისამდე, შემდეგ კი სექტემბრამდე გადაწია. მთავრობის 8 ივლისის დადგენილებით კი ეს ვადა 2021 წლის 1-ელი დეკემბრისთვის …
Continue reading “გაზზე მომუშავე მოწყობილობების გაძვირება ამჯერად დეკემბრამდე გადაიდო”
გაზზე მომუშავე მოწყობილობების გაძვირება სექტემბრამდე გადაიდო
საქართველოს მთავრობამ აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გადაწია. რეგლამენტი, რომელიც ასეთი მოწყობილობების უსაფრთხოების მიზნით იქნა შემუშავებული, 2021 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. ბიზნესი, რომელიც ასეთი მოწყობილობებით ვაჭრობს, აცხადებდა, რომ რეგლამენტის ამოქმედება სამმაგად და მეტად გააძვირებდა ბაზარზე პროდუქციის [უკვე შემოტანილი თუ ქსელში გატანილი შესაბამისი მოწყობილობების] ფასს. რეგლამენტი 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. …
Continue reading “გაზზე მომუშავე მოწყობილობების გაძვირება სექტემბრამდე გადაიდო”
იკრძალება საღებავის შემოტანა, რომელიც ტყვიას შეიცავს – 2023 წლიდან
საქართველოს მთავრობამ ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც „ლაქ-საღებავები არ უნდა შეიცავდეს 90 ppm-ზე [ანუ 0.009%] მეტ ტყვიას [მეტალურ ტყვიაზე გადაანგარიშებით] საღებავის საერთო არააქროლადი ნაწილის წონიდან ან საღებავის გამშრალი აპკის წონიდან“. ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობას არეგულირებს, მთავრობის დადგენილებით, მხოლოდ 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, იმპორტიორი ვალდებული იქნება შემოსავლების …
Continue reading “იკრძალება საღებავის შემოტანა, რომელიც ტყვიას შეიცავს – 2023 წლიდან “
აკრძალული დანამატების გარეშე შოკოლადი მხოლოდ 3 წლის შემდეგ გაიყიდება
ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც „ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების პირობებს“, – უკვე დამტკიცებულია. ტექნიკური რეგლამენტი მთავრობამ 2021 წლის 2 აპრილს დაამტკიცა, თუმცა ის 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტები, …
Continue reading “აკრძალული დანამატების გარეშე შოკოლადი მხოლოდ 3 წლის შემდეგ გაიყიდება “
რა ინფორმაციას ვერ მივიღებთ გენმოდიფიცირებულ სურსათზე – მთავრობამ რეგლამენტი 2 წლით შეაჩერა
გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის მიკვლევადობის ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება საქართველოს მთავრობამ 2 წლით შეაჩერა. ამ რეგლამენტით შესაძლებელი იყო გაგვეგო გენმოდიფიცირებული სურსათის, ასევე მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების შესახებ მონაცემები და ინფორმაცია – ყველა ეტაპზე – წარმოებიდან ქსელში მოხვედრამდე. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები უნდა გავრცელებულიყო ბაზარზე განთავსებულ პროდუქტზე, რომელიც შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმ(ებ)ს, ან შედგება გენეტიკურად …
2019 წლის პირველი აპრილიდან სპირტიანი სასმელების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება
საქართველოს მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც ადგენს მოთხოვნებს სპირტიანი სასმელების დასახელებების, აღწერის, წარდგენის და ეტიკეტირების მიმართ და რომელმაც უნდა მოაწესრიგოს ბიზნესოპერატორის მიერ სპირტიანი სასმელების წარმოების, ბაზარზე განთავსების და წარდგენის პირობები. „ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას“, – აღნიშნულია რეგლამენტში. რეგლამენტი ძალაში 2019 წლის პირველი აპრილიდან შედის. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ის სპირტიანი სასმელები, რომლებიც არ შეესაბამება ამ …
Continue reading “2019 წლის პირველი აპრილიდან სპირტიანი სასმელების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება”
რას ითვალისწინებს ახალი სამშენებლო რეგულაციები
შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმის მერიისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს. ბლიც-ინტერვიუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ნუგზარ ძნელაძესთან. ბატონო ნუგზარ, რას გულისხმობს ახალი რეგლამენტი? არის გარკვეული სიახლეები დაგეგმარებაში და მშენებლობაში, რაც მოეთხოვება ნებართვის გამცემს, მაკონტროლებელსა და მშენებელს. ახლა გაცნობითი …
Continue reading “რას ითვალისწინებს ახალი სამშენებლო რეგულაციები”
მთავრობამ ბილიკების მონიშვნის ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა
მიმდინარე წლის 21 ოქტომბრიდან საქართველოში „საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის შესახებ” ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. აღნიშნული რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებსა და ნორმებს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ და სავალდებულოდ შესასრულებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებისა და საწარმოებისათვის, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. შესაბამისად, ბილიკები [მაგალითად პარკში, ნაკრძალში, ძეგლებთან და სხვ] ამ რეგლამენტის მიხედვით უნდა დაგეგმარდეს და გამოყენებული უნდა იქნას სწორედ ისეთი …
Continue reading “მთავრობამ ბილიკების მონიშვნის ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა”
საქონლის ხორცის ეტიკეტირება სავალდებულო იქნება
საქართველოს მთავრობამ „ტექნიკური რეგლამენტი – საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ დაამტკიცა, რომელიც „განსაზღვრავს ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებსა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.“ ხორცის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ხორცისა და ხორცის პროდუქტის ეტიკეტირება განახორციელოს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. სავალდებულო …
Continue reading “საქონლის ხორცის ეტიკეტირება სავალდებულო იქნება”