ჯანმო: 2022 წელს პანდემია უნდა დასრულდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა 22 დეკემბერს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მისი რწმენით, პანდემია მომავალ წელს დასრულდება, რადგან მისი დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ ვირუსს და გვაქვს საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტები მასთან საბრძოლველად. „საქმე ის არის, რომ  სრულყოფილად უნდა განვახორციელოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რაც გვაქვს – ვაქცინა, პლუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის …

არა 25 მილიონი, 25 ათასი… მხოლოდ 25 დოზა ერგო ერთ-ერთ დაბალი შემოსავლის ქვეყანას – ჯანმო

”მსოფლიო Covid 19-ის ვაქცინების განაწილების პროცესში” კატასტროფული მორალური მარცხის ზღვარზეა ”, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ღებრეისუსმა და დასძინა, რომ ”სამართლიანი ხელმისაწვდომობის დაპირება სერიოზული რისკის ქვეშ არის”. “ამ დროისთვის ვაქცინის 39 მილიონი დოზა შევიდა სულ ცოტა 49 მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანაში. მხოლოდ 25 დოზა ერგო ერთ ყველაზე დაბალი შემოსავლის ქვეყანას. არა 25 მილიონი, არა …

ჯანმო: სინათლე გვირაბის ბოლოს უფრო კაშკაშა ხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 23 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა შეხვედრა პოზიტიური მესიჯით დაიწყო და განაცხადა, რომ „ვაქცინების კვლევებთან დაკავშირებული ბოლო პოზიტიური სიახლეებით ამ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება”. მსოფლიო მასშტაბით უკვე რამდენიმე ვაქცინაა შემუშავებული, რომელთა ეფექტურობა 70-95%-ია. „ახლა უკვე არსებობს რეალური იმედი, რომ ვაქცინები – ჯანდაცვის სხვა, უკვე ნაცად და …

ჯანმო არაეთიკურს უწოდებს ჯოგური იმუნიტეტის მეთოდს პანდემიის დასაძლევად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე იმ ადამიანების მიდგომას, რომლებიც ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების იმედით მიიჩნევენ, რომ COVID19 თავისუფლად უნდა გავრცელდეს, არაეთიკური უწოდა. „ჯოგური იმუნიტეტი არის ვაქცინაციისთვის გამოყენებული კონცეფცია, რომელშიც მოსახლეობა შეიძლება დაცული იყოს გარკვეული ვირუსისგან, თუ ვაქცინაციის ბარიერი მიიღწევა,“ – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. მან აღნიშნა, რომ მაგალითად, წითელასთვის დადგენილია, რომ თუ მოსახლეობის …

დაგვიანდა თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება – ჯანმოს განმარტება

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იგი ბევრჯერ დაადანაშაულეს გადაწყვეტილების დაგვიანებით მიღებაში. რა პასუხი აქვს ჯანმოს ამ ბრალდებაზე, ამის შესახებ ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა და ჯანმოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრეს. ჯანმოს განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში …

ჯანმო: წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ეს ვირუსი დიდხანს დარჩება ჩვენთან ერთად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა, ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე თქვა, რომ სახლში დარჩენის მოთხოვნამ და სხვა ფორმის ფიზიკურმა დისტანცირებამ წარმატებით შეამცირა ვირუსის გადადების შემთხვევები ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ვირუსი კვლავ უკიდურესად საშიშია. „ადრეული მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა მოწყვლადია. ეს ნიშნავს, რომ ეპიდემიებს შეუძლიათ ადვილად აალდნენ ხელახლა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშიშროება, რის წინაშეც ვართ, უკავშირდება …

ჯანმო არაფერს მალავს – ტედროს გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა აშშ-ს ბრალდების საპასუხოდ თქვა, რომ ჯანმოს არანაირი საიდუმლო არ აქვს: „ინფორმაციის მიღების პირველი დღიდან ორგანიზაციას არაფერი დაუმალავს არც ერთი ქვეყნისთვის, მათ შორის, არც აშშ-სთვის. არ არსებობს საიდუმლო ჯანმოში. რაიმეს საიდუმლოდ შენახვა საფრთხის შემცველია, რადგან ეს ჯანმრთელობის თემაა, ინფორმაცია უნდა გავრცელდეს დაუყოვნებლივ“. რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა …

ჯანმოს დირექტორი ტრამპს დაფინანსების შეწყვეტაზე მუქარას პასუხობს

9 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა აშშ-ის მიერ ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტის მუქარასა და ჯანმოს საქმიანობის კრიტიკას უპასუხა. ტრამპმა ჯანმო დაადანაშაულა ჩინეთზე ორიენტირებულობაში. მან თქვა, რომ ჯანმომ ბევრი შეცდომა დაუშვა COVID-19-თან ბრძოლაში, რომ ტყუილად აკრიტიკებდნენ მის მიერ საზღვრების ჩაკეტვას ვირუსის პრევენციის მიზნით და დაიმუქრა, რომ შესაძლოა ჯანმოს დაფინანსება შეუწყვიტოს. 2020-2021 წლებში …

Exit mobile version