განათლების სამინისტრო სკოლის ფორმების შესაკერად 44 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს

განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ 44 900 000 ლარზე გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. აღნიშნული თანხის დახარჯვას საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლის ფორმების შეკერვაზე აპირებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების უნდა შეიკეროს 1 801 000 ერთეული ფორმა. შესყიდვის ღირებულება 44 900 000 ლარით განისაზღვრა. შესყიდვის მასალების მიხედვით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო …

კომპანიამ, რომელმაც „ოცნების“ მინისტრს 260 ათასი ლარი გადაუხადა, 628 ათასის დაკვეთა უტენდეროდ მიიღო

საქართველოს განათლების სამინისტრომ 628 ათას ლარზე ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან, რომელმაც „ოცნების“ კულტურის მინისტრს, თინათინ რუხაძეს მრჩევლობაში ხელფასის სახით 260 ათასი ლარი გადაუხადა ერთი წლის განმავლობაში. კომპანია, რომელსაც განათლების სამინისტრომ ტენდერის გარეშე მისცა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, შპს „თიხარტია“, რომლის დამფუძნებელი და ერთპიროვნული მმართველიც ნინო [ზუზუ] ნოდიაა. ნინო ნოდია ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი დღის“ წამყვანია. ის, …

რით კვებავენ ბათუმში აქციაზე გამოყვანილ ფორმიანებს – 5 დღეში ბიუჯეტიდან 45 ათასი დაიხარჯა

„1 ცალი ბურგერი ყველით და ლორით [დიდი] – 4,00 ლარი, 1 ცალი იმერული ხაჭაპური – 3,00 ლარი, 1 ცალი ღვეზელი კარტოფილით ნახევრად ფენოვანი ცომით – 1,20 ლარი, 1 ცალი ჰოთ დოგი – 2,80 ლარი, 1 ცალი ლობიანი – 1,80 ლარი, 1 ცალი შოკოლადი „სნიკერსი“ 0.80 გრ – 2,36 ლარი, 2 ბოთლი წყალი „მთის” 0.5 ლ …

აჭარის გზების დეპარტამენტს 3 ექსკავატორის ყიდვის უფლება არ მისცეს

„ვერ გეტყვით, რა იყო უარის მიზეზი, მე დეპარტამენტის თანამშრომელი ვარ,“ – ასე გვიპასუხა აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით ბექაიამ კითხვაზე: რატომ ვერ მიიღო თანხმობა ამ უწყებამ საქართველოს მთავრობიდან ექსკავატორების შეძენაზე. აჭარის გზების დეპარტამენტს ექსკავატორების შეძენაზე თბილისიდან რომ უარი უთხრეს, ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი რომანაძემ გუშინ, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. გიორგი რომანაძის თქმით, …

კომპანია: „ბათუმის წყლის“ ტენდერი ქართველი მწარმოებლებისთვის დისკრიმინაციულია

კომპანია „ჯეოტურანი“ მიიჩნევს, რომ „ბათუმის წყლის“ მიერ ცივი წყლის პოლიეთილენის მილებისა და ფიტინგების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის მოთხოვნები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველ პირობას, რითაც საქართველოში ოპერირებად მწარმოებელ თუ მიმწოდებელ კომპანიებს არ ეძლევათ აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება. ცივი წყლის პოლიეთილენის მილებისა და ფიტინგების შესყიდვაზე შპს „ბათუმის წყალმა“, რომელიც ბათუმის მერიის მიერ არის დაფუძნებული, ტენდერი 2019 …

უმაღლესი საბჭო 8 ათას ლარს საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად დახარჯავს

„სპეციალური კავშირგაბმულობა“ – უმაღლესი საბჭო წელს ამ მომსახურებაში 8 ათას ლარს დახარჯავს. ამას ემატება 4 ცალი რაციის აპარატი – 480 ლარად. სპეციალური კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვის უფლება უმაღლესმა საბჭომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან მიიღო. სააგენტოსთვის მიწერილ წერილში უმაღლესი საბჭო წერს, რომ ეს მომსახურება „სახელმწიფო ორგანოებთან უწყვეტი და დაცული კავშირის უზრუნველსაყოფად“ არის საჭირო. „ჩვენ ამაზე მივიღეთ თანხმობა …

კომპანიამ ტენდერი მოიგო და კონსულტანტად სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი დაიქირავა

აჭარაში ქარსაფარი ზოლების შესწავლას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს. ტენდერი 29 ათას ლარად კომპანია „იბერჯეს კონსალტინგმა“ მოიგო, რომელმაც ელექტრონულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა სამინისტროს. გამარჯვებული კომპანია კვლევის მოსამზადებლად გიზო გოგიჩაიშვილის დასაქმებას აპირებს. გიზო გოგიჩაიშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განყოფილების უფროსად მუშაობს. ტენდერი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 42 372 ლარზე 2018 წლის …

ენმ-ის განცხადებას, რომ ავთანდილ ბერიძისთვის პიკაპს ყიდულობენ მთავრობა უარყოფს

„ავთანდილ ბერიძე ახალი ავტომანქანით ივლის ახალი წლიდან,“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი. მისი თქმით, აჭარის მთავრობის აპარატი ახალ პიკაპს უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისთვის ყიდულობს. ამ თანამდებობაზე მუშაობს ავთანდილ ბერიძე მას შემდეგ, რაც ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღარ არის. „მაქვს ინფორმაცია მთავრობის აპარატიდან, რომ ბატონმა ავთანდილმა მანქანით მომსახურებაზე წერილობით მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს. …

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 2 549 330 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების 80 პროცენტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. შესაბამის შესყიდვაზე ტენდერი კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ობსერვატორიის რეაბილიტაცია სხვადასხვა სამუშაოებს გულისხმობს, მათ შორის, დიდი ტელესკოპის AZT-11-ის სამსართულიანი ტერასული შენობის გადაგეგმარებას. რეაბილიტაციის შემდეგ, ობსერვატორიის პირველ სართულზე განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო სივრცითა და ვირტუალური ლაბორატორიით. აქვე მოეწყობა მცირე კაფე …

კურორტი „გოდერძი“ 60 ათას ლარად თოვლმავლის დაქირავებას აპირებს

კურორტი „გოდერძი“ 60 ათას ლარად თოვლმავალის დაქირავებას აპირებს. სახელმწიფო შესყიდვა თოვლმავალზე კურორტის ადმინისტრაციამ პირველ დეკემბერს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სპეციალური დანიშნულების თოვლმავალი დამკვეთის მიერ მითითებულ დღეებში მოსახლეობას მოემსახურება. თოვლმავალში 12 მგზავრის ადგილი უნდა იყოს. თოვლმავალის გამოყენებას კურორტი „გოდერძი“ აპირებს ზანკა-გოდერძის უღელტეხილზე უტყუსუბნის მიმართულებით დამსვენებლების გადასაყვანად. თოვლმავალის რეისების სავარაუდო რაოდენობა 240-ია.

„აჭარის ტელევიზია“ ახალი სერიალისა და ფილმების შესაძენად 360 ათას ლარს დახარჯავს

360 ათას ლარად ახალი სერიალისა და ფილმების შეძენას საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზია“ აპირებს. შესყიდვა ტელევიზიამ დღეს, 24 ნოემბერს გამოაცხადა. სერიალის გარდა „აჭარის ტელევიზია“ რამდენიმე მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმს შეიძენს. სერიალის მიმართ მოთხოვნების კატეგორიაში „აჭარის ტელევიზია“ აღნიშნავს, რომ სერიალი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში ან უკრაინაში უნდა იყოს დამზადებული.  ტელევიზია ჯამში 120 სერიის შესყიდვას აპირებს …

სოფელ გორგაძეებში ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმი მოეწყობა

ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმი ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში მოეწყობა. სახლ-მუზეუმის მოსაწყობად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ქობულეთის გამგეობამ ტენდერი გუშინ, 24 ოქტომბერს გამოაცხადა. პროექტის შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 10 ათასი ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს „სრული არქიტექტურული ნაწილის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული ნაწილის, საინჟინრო-კომუნალური შიგა და გარე ქსელების პროექტისაგან, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვა.“ სატენდერო კომისიაში ჯერ …

არაყი, ხაშლამა და ფხალლობიო – ვახშმები ქედასა და ხულოში ბიუჯეტის ხარჯზე

ქედის მუნიციპალიტეტს კომერციული მომსახურება 9 984 ლარზე  სახალხო დღესასწაულის – „შემოდგომა ქედაში“ ჩასატარებლად აქვს გამოცხადებული. შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე განთავსებული სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ  სადღესასწაულოდ ქედაში ცხრა სუფრა მოეწყობა, სადაც მთლიანობაში ცხრა კეცის მჭადი, 90 ცალი იმერული ხაჭაპური, 180 ნაჭერი აჩმა, ამავე ოდენობის ბაქლავა, 27 თეფში მწნილის ასორტი, 18 თეფში ნიგვზით შეკაზმულ ფხლის მწნილი, 9 კილოგრამი ყველი, …

100 000 ლარი სამინისტროებში თანამდებობის პირების ცნობიერების ასამაღლებლად

სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო სამინისტროებში დასაქმებულ თანამდებობის პირებს ტრენინგებს ჩაუტარებს, რისთვისაც 100 ათასი ლარის ფარგლებში სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურებაში შედის – ტრენინგის მონაწილეთა სასტუმროში დაბინავება, საკონფერენციო/სატრენინგო/სამუშაო დარბაზით მომსახურება, კვებითი მომსახურება, ტრენინგის მონაწილეთა ტრანპორტირება. სასტუმრო უნდა მდებარეობდეს თბილისიდან არანაკლებ 50 და არაუმეტეს 150 კმ-მდე რადიუსში. საუბარია ტრენინგზე, რომლის სახელწოდებაა – „ცნობიერების ამაღლება საჯარო სამსახურში დასაქმებული …

ბათუმში 13 მუნიციპალურ საბავშვო ბაღს ციფრულ ფორტეპიანოებს გადასცემენ

13 ციფრულ ფორტეპიანოს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება შეისყიდის, რისთვისაც 34 190 ლარია გათვალიწინებული. გაერთიანების ინფორმაციით, ახალ პიანინოს ბათუმში მოქმედი 32-ივე ბაღი ითხოვდა, თუმცა მათგან, ამ ეტაპზე, შეაჩიეს მხოლოდ 13. „საბავშვო ბაღებში არსებული პიანინოები მოძველებულია, თუმცა ამ 13 ბაღში იმდენად, რომ რეაბილიტაცია-შეკეთებას აღარ ექვემდებარება, ამიტომ მათთვის ახალ პიანინოებს შევიძენთ. რაც შეეხება დანარჩენ ბაღებს, იქ არსებული ინსტრუმენტები ექვემდებარება …

„ბათუმის ბულვარი“ 25 ათასი ლარის იხვებს და ბატებს იყიდის

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას რამდენიმე სხვადასხვა სახეობის იხვისა და ბატის შესაძენად 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. „წყალმცურავი და დეკორატიული ფრინველების შესყიდვაზე“ ბათუმის ბულვარმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. ბულვარი 14 წყვილ ფრინველს შეიძენს, საიდანაც ერთი წყვილი ბატი, დანარჩენი იხვები იქნება: ტენდერი ათ დღეში დასრულდება, გამარჯვებულმა კი ფრინველები ბულვარს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა მიაწოდოს. შემოდგომაზე  ფრინველების ახალი სახეობების …

„ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ – საზმაუ ნახევარ მილიონად დეტექტიურ სერიალს გადაიღებს

დეტექტიური ჟანრის სერიალის გადაღებაზე სახელმწიფო შესყიდვა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გამოაცხადა. სერიალის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 531 848 ლარია. აქედან, სავარაუდოდ, 200 ათას ლარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წელს გადაიხდის, 331 848 ლარს – მომავალ წელს. „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ ამ სახელწოდების დეტექტიური სერიალის სცენარი უკვე მზადაა. სერიალი სულ 12 ეპიზოდისგან შედგება. რამდენი დაიხარჯა დეტექტიური სერიალის სცენარის მომზადებისთვის? – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ …

სოფლის მეურნეობის ახალი უწყება 50 ათას ლარად ახალ ავტომობილს შეიძენს

აგროპროექტების მართვის ცენტრი ახალი ავტომანქანის შეძენას აპირებს, რაშიც ეს უწყება მაქსიმუმ 50 ათას 300 ლარს გადაიხდის. ტენდერი 4 მაისს გამოცხადდა და წინადადების მიღება 24 მაისს დასრულდება. ააიპ „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გასული წლის დეკემბერში დააფუძნა. სატრენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომანქანა 2016 წელს უნდა იყოს გამოშვებული, მე-3 კლასის, ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, მსუბუქი და მაღალი გამავლობის …

130 ათასი ლარის შესყიდვები ტენდერის გარეშე – საკონსტიტუციო სასამართლო თანხმობას ითხოვს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 130 ათასი ლარის სახელმწიფო შესყიდვებს, დიდი ალბათობით, გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე განახორციელებს. შესაბამისი თანხმობის მისაღებად სასამართლომ უკვე მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. სასამართლო მიუთითებს, რომ ეს თანხა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესის ორგანიზება-ჩატარებისთვისაა საჭირო. სასამართლოს ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აირჩიეს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარედ სამი წლის ვადით და შემაჯამებელი ღონისძიების [XVII კონგრესის] …

ქობულეთის გამგეობა ორ მეორად ავტომობილს შეიძენს

ორ ავტომობილს ქობულეთის გამგეობა გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეიძენს. გამგეობა მაღალი გამავლობის მეორად ავტომობილებში სავარაუდოდ 25 ათასს ლარს გადაიხდის. ავტომანქანებს გამგეობა ზედამხედველობის და სამხედრო აღრიცხვის განყოფილებებისთვის ყიდულობს. გამგეობის პრესსამსახურის განმარტებით, ამ განყოფილებებს წლებია ემსახურებათ თითო ავტომანქანა, თუმცა ისინი ამორტიზებულია და შეკეთებას აღარ ექვემდებარება. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, ავტომანქანა მინიმუმ 2003 წელს უნდა იყოს გამოშვებული. შეთავაზებების  ბოლო ვადა 6 ივლისია.

Exit mobile version