საქართველოში პატიმრობაში მყოფი რუსი აქტივისტების წყვილს, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს დაქორწინების შესაძლებლობას არ აძლევენ. მათივე თქმით, სერვისების განვითარების სააგენტო ქორწინების რეგისტრაციაზე უარის მიზეზად საქართველოში მათ უკანონო ყოფნას ასახელებს. ანასტასია ზონოვკინა და არტემ გრიბული ამბობენ, რომ ისინი ქვეყანაში უკანონოდ კი არა იძულებით იმყოფებიან. წყვილი 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. დაკავების მომენტში მათ უკვე ნაყიდი ჰქონდათ …
Tag Archives: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
რატომ ეუბნებიან საქართველოში დაოჯახებულ უცხოელებს ბინადრობაზე უარს – ინტერვიუ
„ბინადრობაზე სრულიად დაუსაბუთებლად უარს გვეუბნებიან“, – ამბობენ უცხოელები, რომელსაც საქართველოში ბინადრობაზე უარს ეუბნებიან. იმიგრანტების თქმით, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობენ, სწავლობენ, ან მუშაობენ, ბინადრობის მიღება გართულდა. „ოცნების“ მთავრობა ბინადრობაზე უარს ეუბნება, მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავს, შვილიც საქართველოში შეეძინათ და უკვე რამდენიმე წელია ოჯახი ბათუმში ბიზნესითაა დაკავებული. ბინადრობაზე უარი უთხრეს სუდანელ …
Continue reading “რატომ ეუბნებიან საქართველოში დაოჯახებულ უცხოელებს ბინადრობაზე უარს – ინტერვიუ”
„რისკები პასპორტების ხარისხთან დაკავშირებით არ არსებობს“ – სერვისების განვითარების სააგენტო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს ახალ პასპორტებთან დაკავშირებით. კერძოდ, ბოლო დღეებია მოქალაქეები აცხადებენ, რომ ახალი პასპორტის აღების შემდეგ მათ იუსტიციის სახლიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ დოკუმენტი ხარვეზიანია და უნდა გამოცვალონ. „გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახალ პასპორტებში არსებული ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რისკები პასპორტების ხარისხთან …
ორმაგი ან სამმაგი ფასი – როგორ გაძვირდა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა
სანამ „ოცნება“ სურსათის მაღალ ფასებზე წუხს და სუს-ი ფასების ზრდის მიზეზებს სწავლობს, საქართველოში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა გაძვირდა. სახელმწიფო სერვისები ბოლო რამდენიმე წელი ძვირდება. მაგალითად, თუ 2022 წელს, პირადობის მოწმობა, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის აუცილებელი დოკუმენტია, 30 ლარი ღირდა, დღეს, 2026 წელს, მისი ფასი 60 ლარია. გაძვირდა ბიომეტრიული პასპორტიც. გაძვირდა ქონების რეგისტრაცია. გაძვირდა ქონების იპოთეკით დატვირთვა. გაძვირდა …
Continue reading “ორმაგი ან სამმაგი ფასი – როგორ გაძვირდა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა”
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა-შენარჩუნების მოთხოვნის ვადები კიდევ გახანგრძლივდა
საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. შესაბამისი ცვლილება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა. ამ ცვლილებამდე ეს ბოლო ვადა 2022 წლის 31 დეკემბერი იყო. ამასთან, ახალი ცვლილებით, „საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც …
საქართველოში 99 143 ადამიანს ჰქვია დავითი – ყველაზე გავრცელებული სახელები
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, საქართველოში 99 143 ადამიანს ჰქვია დავითი. გასულ, 2021 წელს, ეს სახელი 693 ახალშობილს დაარქვეს. სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყველაზე გავრცელებული კაცის სახელია გიორგი – ქვეყანაში 192 960 ადამიანს ჰქვია ეს სახელი. რაც შეეხება ქალის სახელებს, საქართველოში ყველაზე პოპულარული სახელებია ნინო და მარიამი. ნინო ქვეყანაში 115 692 ქალს ჰქვია, ხოლო მარიამი …
Continue reading “საქართველოში 99 143 ადამიანს ჰქვია დავითი – ყველაზე გავრცელებული სახელები”
გერმანიის მოქალაქეს საქართველოში ბინადრობაზე უარი უთხრეს -„ტერორისტი გამომიყვანეს“
„ეს პასუხი შეურაცხყოფაა. გამოდის, ტერორისტი ვარ?“ – კითხვა სახელმწიფოსთან გერმანიის მოქალაქეს აქვს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება შრომით ბინადრობას არ აძლევს. ჯავჰარ აჰმედ შარიფი უკვე ორი წელია ბათუმში ცხოვრობს და სამშენებლო კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯიას“ მთავარ ინჟინრად მუშაობს. „იგი ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას,“ – ასე ახსნა სახელმწიფო სერვისების სააგენტომ 24 ოქტომბრის წერილში …
ვის შეუძლია პირადობის მოწმობის უფასოდ აღება პირველი ივლისიდან
პირველი ივლისიდან გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო. 2020 წლის პირველ ნოემბრამდე პირადობის მოწმობის უსასყიდლოდ მიღება შეუძლიათ პირებს, თუ: მათ სახელზე 2019 წლის პირველ ივლისამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ ყოფილა გაცემული; მათზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი 2019 წლის პირველ ივლისამდეა გაუქმებული ან უქმდება 2020 წლის პირველ …
Continue reading “ვის შეუძლია პირადობის მოწმობის უფასოდ აღება პირველი ივლისიდან”
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სახლი მიანიჭებს
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის დადგენილებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სამინისტრო, კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიანიჭებს. დადგენილებით განისაზღვრა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები, რომლის საფუძველზეც პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. „ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს …
Continue reading “მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სახლი მიანიჭებს”
140 მილიონი ლარი ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობების ბლანკების შესაძენად
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს – ელექტრონული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის ბლანკებს თანმდევი მომსახურებით, ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 140 მილიონ 632 ათას 631 ლარია. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირია. ის გასცემს ელექტრონულ პასპორტებს 2010 წლიდან, ხოლო პირადობის ელექტრონულ მოწმობებს – 2011 წლიდან. …
Continue reading “140 მილიონი ლარი ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობების ბლანკების შესაძენად”
ქაღალდის პირადობის მოწმობას 2 მარტამდე უფასოდ შეცვლით
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არ გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, 1-ელი თებერვლიდან 1-ელი მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა. აქციით სარგებლობის მსურველ …
Continue reading “ქაღალდის პირადობის მოწმობას 2 მარტამდე უფასოდ შეცვლით”
ახალი წესი ხელმოწერისთვის – თქვენ სერტიფიკატი გჭირდებათ
თუკი საჯარო უწყებისათვის წერილის გაგზავნას ელექტრონული ხელმოწერით აპირებთ, ამისთვის შესაბამისი სერტიფიკატი დაგჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუ წერილზე ხელმოწერაა აუცილებელი და კანონით გამონაკლისი დადგენილი არ არის, „კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის“ გარეშე თქვენს ელექტრონულ წერილს აღარ ჩაიბარებენ. ძალაშია ძველი წესიც, თუ ქაღალდზე კალმით ხელის მოწერა გაწყობთ და წერილის სადმე ფიზიკურად დატოვება, ან ფოსტით გაგზავნა. პირველი ივლისიდან ახალი კანონი „ელექტრონული …
Continue reading “ახალი წესი ხელმოწერისთვის – თქვენ სერტიფიკატი გჭირდებათ”
რას არქმევენ ბავშვებს ყველაზე ხშირად საქართველოში
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2018 წელს ახალშობილ გოგოებს ყველაზე ხშირად მარიამს, ბიჭებს კი გაბრიელს არქმევენ. ყველაზე პოპულარული სახელების ათეული ასე გამოიყურება: გოგოები: მარიამი – 524 ნინო – 383 ელენე – 345 ბარბარე – 338 ლილე – 290 ანასტასია – 272 ნია – 224 ნუცა – 177 სესილი – 151 ანა – 150 ბიჭები: გაბრიელი – …
Continue reading “რას არქმევენ ბავშვებს ყველაზე ხშირად საქართველოში”
ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება 3 მაისიდან იუსტიციის სახლის ფილიალებშიც იქნება შესაძლებელი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან, 3 მაისიდან, მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება იუსტიციის სახლის ფილიალებშიც შეეძლებათ. „ნასამართლობის ცნობის მისაღებად მომხმარებელმა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. ცნობა განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა. ნასამართლობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით, 1 სამუშაო დღეში, აღების საფასური 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში – 15 ლარი“, – …