მზია ამაღლობელის მიმართ ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი დაირღვა – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2025 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აღწერს, კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი (non bis in idem) დაირღვა მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში. „პოლიციელებმა მზია ამაღლობელი დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შესასვლელთან ფასადზე …

„ადგილი აქვს პაციენტების დაშინებას და ინექციებით მუქარას“ – ომბუდსმენი ფსიქიატრიულ ცენტრებზე

საქართველოში 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის განხორციელების/შესრულების პროცესი, გასული წლების ანალოგიურად, მნიშვნელოვანი შეფერხებებით წარიმართა – ამას საქართველოს სახალხო დამცველის უახლესი ანგარიშიც მოწმობს, რომელიც გასული წლის პერიოდში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას მიმოიხილავს. „არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი სამართლებრივი დაცვის გარანტიები. მიუხედავად კანონმდებლობით მკაფიოდ …

„ბინა ქართველებზე არ ქირავდება“ – სახალხო დამცველი უძრავი ქონების აგენტებს მიმართავს

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, სადაც უძრავი ქონების აგენტებსა თუ ორგანიზაციებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართონ, მათ შორის, საბინაო სფეროშიც. სახალხო დამცველის აპარატი იუწყება, რომ მიმდინარე პერიოდში მათ 30-მდე შეტყობინება მიიღეს, რომლებიც სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების წვდომის შეზღუდვის ფაქტებს შეეხება. „განსაკუთრებით პრობლემური იყო შემთხვევა, …

სმენის დარღვევის მქონე 18 წლის ტერეზას საქმეზე ომბუდსმენმა გამოცდების ცენტრს მიმართა

სმენის დარღვევის მქონე 18 წლის ტერეზა გალსტიანის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს. ტერეზა წელს ეროვნული გამოცდების ჩაბარებას აპირებს. როგორც ტერეზამ „ბათუმელებს“ უთხრა, ის ითხოვს ინგლისური ენის გამოცდის ტესტებში შეტანილი მოსასმენი ნაწილის შეცვლას – ტერეზას თქმით, მას სმენის დარღვევა აქვს და მოსასმენ ნაწილს ვერ შეასრულებს. თუ მის მოთხოვნას გამოცდების ცენტრი არ დააკმაყოფილებს, ის 18 ქულას დაკარგავს, რის …

სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე ბათუმში შეხვედრა გაიმართება

25 სექტემბერს, 13:00 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის ოფისში, სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართება. დისკუსიას გაუძღვებიან საქართველოს პარლამენტის, შსს-ს და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. მომხსენებლები იქნებიან საქართველოს პარლამენტის წევრი: ნინო წილოსანი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, თანასწორობის დეპარტამენტის იურისტი – დიანა დავითაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის …

მასწავლებლებს ადამიანის უფლებებს შეასწავლიან

სახალხო დამცველის აპარატი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი პედაგოგებისთვის ადამიანის უფლებების სფეროში  ონლაინკურსს მოამზადებენ. როგორც სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსი მედეა გუგეშაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, კურსის შექმნის საფუძველი  კვლევა გახდა, რომელიც მათ გასულ წელს სკოლებში ჩაატარეს: „კვლევა ჩავატარეთ სკოლებში ადამიანის უფლებების ცოდნისა და კომპეტენციების შესახებ და მოიცავდა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და ადმინისტრაციას. კვლევის …

შეიქმნა ორი რეგიონული სამმართველო, ხელმძღვანელებს კონკურსის გზით შეარჩევენ

სახალხო დამცველის აპარატი 18 დეკემბრიდან ახალი საშტატო განრიგითა და ფუნქციებით განაახლებს მუშაობას. სახალხო დამცველის პირველი მაოდგილის, თამარ გვარამაძის განმარტებით, სტრუქტურული ცვლილება განიცადა რეგიონულმა ოფისებმაც. „აქამდე იყო ერთი რეგიონალური დეპარტამენტი და მასში შედიოდა ყველა სამმართველო. ამის გამო მთელი რიგი პრობლემები იქმნებოდა მართვის თვალსაზრისით. რეორგანიზციის შემდეგ კი ჩამოყალიბდა ორი – აღმოსავლეთ და დასავლეთ სამმართველო. ბათუმი, ქუთაისის, ოზურგეთის …

სახალხო დამცველის აპარატი სტაჟირებაზე კონკურსს აცხადებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს სტაჟირებას. სტაჟირების ვადა 6 თვეა, ადგილი: ბათუმი და ქუთაისი. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 10 მარტია. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად -განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება. შერჩევის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს და კანდიდატის პროფესიულ უნარ-ჩვევებს; მოთხოვნები: მინიმალური განათლება: ბაკალავრი/ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; სამუშაო გამოცდილება: გამოცდილება არ არის სავალდებულო; …

ბსუ-ს პროფესორის ფეისბუქსტატუსს ომბუდსმენი სწავლობს

„მათ შვილებს და შვილიშვილებს შეექმნათ ერთნაირსქესიანთა ოჯახები, რათა უმოკლეს დროში ამოწყდეს მათი ბინძური გენი. ერთნაირსქესიანთა ოჯახი ხომ ვერ მრავლდება…“ – ეს ამონარიდია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ზებურ ავალიანის ფეისბუქპოსტიდან. პროფესორმა დისკრიმინაციული მოსაზრებით პარლამენტის ერთ-ერთ წევრს მიმართა. სახალხო დამცველი ზებურ ავალიანის სავარაუდო დისკრიმინაციული თავდასხმის საკითხს განიხილავს. რა მექანიზმი აქვს სახელმწიფოს, როცა ადამიანები ინტერნეტსივრცეში დისკრიმინაციულ …

არჩევნებს აჭარაში სახალხო დამცველის აპარატის მობილური ჯგუფები დააკვირდებიან

დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა, ციალა ქათამიძემ აჭარაში, წინასაარჩევნოდ შექმნილი,  სახალხო დამცველის აპარატს  ორი მობილური ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა. სახალხო დამცველის აპარატის მობილური ჯგუფები შეისწავლიან წინასაარჩევნოდ და არჩევნების მიმდინარეობსას ამომრჩეველთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს სახალხო დამცველს.  სახალხო დამცველის აპარატში, არჩევნების პროცესთან დაკავშირებული დარღვევების დასაფიქსირებლად ამოქმედებულია ცხელი ხაზიც – 1481. ასევე სახალხო დამცველის …

Exit mobile version