რა ელის რუსულ „ლუკოილს“ საქართველოში – კომპანია საერთაშორისო აქტივებს ყიდის

ფინანსური სანქციები, რომელიც აშშ-მ რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილს“ დაუწესა, საქართველოში რეგისტრირებულ მის შვილობილ კომპანია „ლუკოილ-ჯორჯიასაც“ შეეხება. აშშ-ს სანქციები „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივებზე 21 ნოემბრიდან შევა ძალაში. 21 ნოემბრის შემდეგ რუსეთს გარეთ „ლუკოილის“ ვერცერთი შვილობილი კომპანია, მათ შორის „ლუკოილ-ჯორჯია“ – სადაც წილის 50 პროცენტზე მეტს პირდაპირ ან ირიბად თავად რუსული „ლუკოილი“ ფლობს – საბანკო გადარიცხვებს ვეღარ განახორციელებს. იმ …

ბათუმის მერიამ ხელფასებში 37 მილიონი დახარჯა სამუშაო დროის კონტროლის გარეშე – აუდიტი

ბათუმის მერიასა და საქალაქო ორგანიზაციებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს 2022 წელს ჯამში 37 მილიონი ლარის ხელფასი დაერიცხათ, ტრანსპორტისთვის კი, რომელიც მათ ემსახურება, 1 მილიონი ლარი დაიხარჯა. „ბათუმის მუნიციპალურ დაწესებულებებში დასაქმებულთა მიერ მიღებული ხელფასის და ფაქტობრივად ნამუშევარი დროის შესაბამისობა არ კონტროლდებოდა, არ ხდებოდა თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და მიმოსვლის აღრიცხვა“ – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი. ამასთან, „მერიის ორგანიზაციებმა ვერ …

დიზელის სინჯებში დარღვეულია გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ცნობით, საქართველოში 29 ავტოგასამართ სადგურზე დიზელის საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა. ნიმუშებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აიღეს საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯი, მათში ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. უწყების …

ხულოს, შუახევისა და ქედის მერიაში 297 725 ლარის საწვავის მიზნობრივი ხარჯვა არ დასტურდება – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების მიხედვით, აჭარის სამ მუნიციპალიტეტში, ჯამში, 297 725 ლარის საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება. ანგარიშები ეხება ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საქმიანობას და მოიცავს 2021-2022 წლებს. „საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით [ხულოს, შუახევისა და ქედის] მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას“, – აცხადებს აუდიტი. შესაბამისად, 2020-2021 წლებში …

რომელი მინისტრი ხარჯავს ყველაზე მეტ საწვავს აჭარაში

აჭარაში, მინისტრებს შორის ყველაზე მეტს საწვავს ჯაბა ფუტკარაძე ხარჯავს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ყველაზე ნაკლებს კი, მაია ხაჯიშვილი – აჭარის განათლების მინისტრი. ეს სამინისტროებიდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის ანალიზით ჩანს. ჩვენ 2021 წლის, ასევე 2022 წლის ივნისამდე პერიოდის მონაცემებს გავეცანით. მინისტრების ხარჯები საწვავის მიხედვით ასე გამოიყურება: წელს, იანვრიდან ივნისამდე აჭარის ფინანსთა მინისტრმა დახარჯა 1826 …

სამინისტრო დიდი ოდენობით საწვავის საბაჟო პროცედურების დარღვევით გადატანას იძიებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებას საფუძვლად დაედო შემოსავლების სამსახურიდან მიღებული შეტყობინება. „არსებული ინფორმაციით საბაჟო პროცედურების დარღვევით მოხდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საწვავის გადაადგილება, რომლის რეალიზაციაც სავარაუდოდ განხორციელდა საქართველოს მასშტაბით განლაგებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი …

დარღვევები საწვავის სტანდარტში – გარემოს ზედამხედველობა კანონის გამკაცრებას აპირებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოს მასშტაბით, 29 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის სინჯები ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტს. „დიზელის საწვავის 43 ერთეულ სინჯზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 14 სინჯში გოგირდის შემცველობა ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ ნორმას, ხოლო ერთ ნიმუშში გადაჭარბებული იყო სიმკვრივის მაჩვენებელიც. საავტომობილო ბენზინის …

რომელ თვეებში დასჭირდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს 800 ლიტრამდე საწვავი

უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, წელს ხუთი თვე იყო ისეთი, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს თვეში 800 ლიტრამდე საწვავი დაუხარჯავს. ყველაზე მეტი საწვავი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მაისში დასჭირდა – 799,88 ლიტრი [ლიმიტი 800 ლიტრია]. 800 ლიტრამდე საწვავი დაიხარჯა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ტრანსპორტირებისთვის სხვა თვეებშიც, მაგალითად, აგვისტოში – 793,53 ლიტრი, სექტემბერში – …

ზედამხედველობა: საწვავი თუკი ტყვიას შეიცავს, ან განადგურდება, ან უკან გავაბრუნებთ

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიაზე საწვავის იმპორტისას, წარმოებისას და მიწოდებისას, თუკი დარღვეული იქნება ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები და საწვავში აღმოჩნდება ტყვია (არაუმეტეს 0.005 გ/ლ), ამოქმედდება შესაბამისი ჯარიმები. საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო საწვავის (ბენზინი ან დიზელი) იმპორტირებისას, კანონით დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, იმპორტიორი 10 000 ლარით დაჯარიმდება. ისეთი საწვავის წარმოება, რომელიც არ შეესაბამება ხარისხის დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს …

აუდიტი: ბათუმის მერიას არ აქვს დოკუმენტი, რომ 32 ტონა საწვავი მოვალეობის შესრულებისთვის გახარჯა

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს, ბათუმის მერიაში გახრჯულ 32 005 ლიტრ საწვავზე, მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთება, რომ ეს საწვავი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის დაიხარჯა. აქედან, 28 435 ლიტრი გაცემულია ავტომანქანებზე, რომლებიც ეკუთვნოდათ მერიის თანამშრომლებს და არ იყო მერიის ბალანსზე, ხოლო 3 570 ლიტრი – მორიგე ავტომანქანაზე. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური …

სამი მერიის მიერ დახარჯული საწვავი ერთ თვეში

აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ყველაზე მეტი ავტომობილი შუახევის მერიას ემსახურება, შესაბამისად, ყველაზე მეტი ოდენობის საწვავსაც შუახევის მერია ხარჯავს. შუახევის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ანზორ ცეცხლაძის ინფორმაციით, მერიის ბალანსზე არსებული 14 ავტომობილიდან გამართულ მდგომარეობაში ათი ავტომობილია, სახელმწიფო ავტომობილები აქ მერს, მერის ორ მოადგილეს და ყველა სამსახურს ემსახურება. რაც შეეხება საწვავის ლიმიტს, თვის განმავლობაში შუახევის მერიის თანამშრომლებისთვის 1950 …

უმაღლესმა საბჭომ ბოლო სამ თვეში 17 ათასი ლიტრი საწვავი დახარჯა

აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში აჭარის უმაღლესმა საბჭომ სულ 17 154 ლიტრი საწვავი დახარჯა. ამ სამი თვიდან ყველაზე მეტი – 6115 ლიტრი საწვავი დეპუტატებმა ზაფხულში, აგვისტოს თვეში მოიხმარეს. უმაღლეს საბჭოში დეპუტატებს ივნისის მესამე კვირიდან სექტემბრის პირველ კვირამდე არასასესიო პერიოდი ჰქონდათ. დეპუტატებს შორის ყველაზე მეტ საწვავს ისევ დავით გაბაიძე იყენებს – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ბოლო სამი თვიდან …

ვინ ხარჯავს ყველაზე მეტ საწვავს უმაღლეს საბჭოში

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემდეგ, დეპუტატებს შორის ყველაზე მეტ საწვავს დავით ბაციკაძე ხარჯავს, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ ხელმძღვანელი. იგი რომელიმე კომისიის თავმჯდომარე არ არის. პირველ ოთხ თვეში მან ზუსტად 1578 ლიტრი საწვავი დახარჯა. „გასდიოდა მანქანას, ამიტომ გამოვიდა ამდენი,“ – გვითხრა დეპუტატმა. დავით ბაციკაძის განმარტებით, ავტომანქანას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, რაც ახლა დაფიქსირდა და შემდეგ თვეებში ამ …

რა უპირატესობა აქვს თხევად გაზს ავტომობილის საწვავად გამოყენების დროს

ამერიკაში, ევროპის განვითარებულ ქვეყნებსა თუ თურქეთში ავტომანქანების მფლობელები დიდი ხანია თხევად გაზს მოიხმარენ, ანუ თითქმის აღარ იყენებენ ბუნებრივ გაზს. მსოფლიო ბაზარზე თხევადი გაზის (LPG) წილი ყოველწლიურად იზრდება. თხევადი გაზის მომწოდებელი ლიდერი კომპანია ISLET GROUP-ი საქართველოში ოპერირებს სავაჭრო ნიშნით – EcoGas-ი. აჭარის რეგიონში ISLET GROUP-ის შვილობილი კომპანია შპს „აჭარინვესტია“, რომელიც ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ბათუმში ფლობს გაზგასამართ …

ბათუმის მერიასა და საკრებულოს წელს 146 ტონა საწვავის შეძენა აქვთ დაგეგმილი

ბათუმის საკრებულოს და მერიას მიმდინარე წელს 146 ტონა საწვავის შეძენა აქვთ დაგეგმილი. აქედან საკრებულოს გეგმა, ანუ წლიური ლიმიტია 43 ტონა, ხოლო მერიის – 103 ტონა. მერიისდან და საკრებულოდან მიღებული მონაცემების შედარებით კი ჩანს, რომ რეალურ ხარჯსა და წლიურ ლიმიტს შორის საკმაო განსხვავებაა. მაგალითად, ბათუმის მერიაში გასულ წელს 87 ტონა საწვავი გაიხარჯა, წლიური ლიმიტი კი შარშან 110 …

ბათუმის საკრებულომ საწვავის ლიმიტი წელს 10 ტონით გაზარდა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის იანვარში საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე სულ 70 678 ლარი ხელფასი, პრემია და დანამატი გაიცა. აქედან, უშუალოდ საკრებულოს წევრ თანამდებობის პირებს ხელფასთან [21 160 ლარი] ერთად პრემიის სახით დაერიცხათ 10 580 ლარი. საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე, იანვარში, მართალია პრემიები არ გაცემულა, თუმცა ხელფასთან [ჯამში 26 378 ლარი] ერთად დაერიცხათ დანამატი, სულ 12 …

400 ლიტრი თვეში ერთ ავტომანქანაზე – საწვავის ხარჯები აჭარის უმაღლეს საბჭოში

აჭარის უმაღლეს საბჭოს, სადაც 21 დეპუტატია, 18 ავტომანქანა ემსახურება. აქედან ორი – უშუალოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს , „ტოიოტა კამრი“ და „ტოიოტა ლენ კრუიზერი“. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, კონსოლიდირებული ტენდერის შესაბამისად, 2017 წელს გასახარჯი საწვავის რაოდენობა 87 000 ლიტრი იყო, რისთვისაც უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან 128 ათას 250 ლარი უნდა დაიხარჯოს. გასულ წელს უმაღლეს საბჭოში 74 050 ლიტრი საწვავი …

Exit mobile version