ვინ მოიგებს 6 წელზე მეტი ხნის ავტომანქანების იმპორტის აკრძალვით – ინტერვიუ

„საქართველო გახდება ძველი მანქანების სასაფლაო. დაიწყება იმპორტი დამტვრეული მანქანებისა, რომელიც იქნება მოძველებული – 15 და 20-წლიანი მანქანების ნაწილების მომმარაგებელი. და უცბად დავინახავთ, მანქანების პარკის გამოცოცხლების ნაცვლად საქართველოში, სინამდვილეში, ივლის 6 წლის მანქანები მცირე რაოდენობით და ჩარჩება ბაზარზე, ტრასაზე ივლის 15-20 წლის ევროპული მანქანები. ეს კიდევ უფრო გააუარესებს ეკოლოგიას,“ – ეს მოლოდინი აქვს პოლიტიკოსსა და ეკონომისტს, …

რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე ავტომანქანებისთვის მოძრაობა ცალმხრივი გახდება – დადგენილების პროექტზე საკრებულომ 26 სექტემბერს უნდა იმსჯელოს. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით უნდა დაიგეგმოს ცალმხრივი მოძრაობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის რეჯებ ნიჟარაძის ქუჩის მონაკვეთზე ადლიის ქუჩიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის წრიულამდე, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა. …

„გონიოსკენ მიმავალ გზაზე 4 საათია საცობში ვართ“ – მოქალაქე

ბათუმიდან სარფის მიმართულებით, ასევე ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, საცობია. მოქალაქეები ამბობენ, რომ რამდენიმე საათი საცობში არიან გაჩერებული. „გონიოსკენ მიმავალ გზაზე, აეროპორტის გადასახვევიდან დაახლოებით 4 საათია საცობში ვართ. თქვეს, რომ ტრაილერებმა დაიწყეს გამოსვლა სარფის მიმართულებით და ამან შექმნა საცობი“, – ამბობს ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი „ბათუმელებთან“. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა არ დაფიქსირებულა. …

ბენზეს ხიდს გააფართოებენ – სამუშაო წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს

ბათუმის შემოსასვლელში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებულ ბენზეს ხიდს გააფართოებენ. სამუშაოების შესყიდვაზე ქალაქის მერიის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 210 ათასი ლარია. ბენზეს ხიდის რეკონსტრუქციაში 2 წლის წინ ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა თუმცა საცობის პრობლემა ვერ მოაგვარა. მეტიც, ხიდის სავალი ნაწილი რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო დაავიწროვეს, რის გამოც ხიდს „ძაბრიხიდიც“ კი დაარქვეს. ბათუმის მერიის …

საცობში გაჭედილი ბათუმი – ქარავანი აღარ მიდის

„ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე ათასზე მეტი ავტომანქანისთვის იქნება დათმობილი და სექტემბრის ბოლომდე უფასოდ ისარგებლებენ, როგორც ბათუმელები, ასევე ბათუმის სტუმრები“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 31 ივლისს სხდომაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქში პარკინგის არარსებობის საკითხი იქცა თემად, რომელსაც მთავრობის სხდომაზე განიხილავენ და მთავრობის თავმჯდომარეს განცხადების გაკეთება უწევს – ქალაქში პარკინგის ადგილების ნაკლებობა …

210 ათასი ლარი ბენზეს ხიდის გაფართოებისთვის – საცობში გაჭედილი ბათუმის შემოსასვლელი

ბათუმის შემოსასვლელში მდინარე ყოროლისწყალზე მდებარე ხიდის რეკონსტრუქციაში, რაშიც 2 წლის წინ ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ამჯერად დამატებით 210 ათასი ლარი დაიხარჯება, ოღონდ ქალაქის ბიუჯეტიდან. ხიდს სავარაუდოდ გააფართოებენ. თამარის დასახლებაში აღნიშნული ხიდის რეკონსტრუქციამ საცობის პრობლემა ვერ მოაგვარა. მეტიც, არაერთი პირი ამბობს, რომ ხიდის სავალი ნაწილი რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო დაავიწროვეს, რის გამოც ხიდს „ძაბრიხიდიც“ …

გააფართოებენ თუ არა ხიდს ბათუმის შემოსასვლელში – რეაბილიტირებული „ძაბრიხიდი“

ხიდი ბათუმის შემოსასვლელში, რომლის რეაბილიტაციაში ორი წლის წინ 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ტრანსპორტის თავისუფლად გატარებას ისევ ვერ უზრუნველყოფს, რაც საცობს წარმოქმნის. 6 თვის წინ ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ „ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები“ ხიდის გაფართოების მიზნით, თუმცა ამ დრომდე არაფერია შეცვლილი. მოქალაქეების ნაწილი თვლის, რომ თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდი რეაბილიტაციის დროს დაავიწროვეს კიდეც, რის გამოც …

რომელი ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა ბათუმში და როდის გაიხსნება ხალვაშის გამზირი

როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის გამზირის დასაწყისი, რომელიც დღეს, 5 მარტს, ისევ ცალმხრივად ჩაიკეტა? – გზების დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ კომპანია, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, „დაჯარიმდა და სამუშაოები 2 თვეში უნდა დასრულდეს“. გზების დეპარტამენტის პრესცენტრში სამუშაო დღის ბოლომდე ვერ დაგვიზუსტეს, როდის დაჯარიმდა კომპანია და როდიდან აითვლება ეს 2 თვე? უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე …

„ბენზეს ხიდს“ გააფართოებენ – მის რეაბილიტაციაში ახლახან 1,8 მილიონი დაიხარჯა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყალზე მდებარე ხიდის გაფართოებაა დაგეგმილი. ამ ხიდის სარეაბილიტაციოდ 2020-22 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი დაიხარჯა. რეაბილიტაციის შედეგად „ბენზეს ხიდის“ სავალი ნაწილი დაავიწროვეს და ხიდს მძღოლებმა „ძაბრი“  შეარქვეს – აქ ავტომანქანების მუდმივი საცობის გამო. ხიდის გაფართოებისთვის ამჯერად ფული ბათუმის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, თუმცა რამდენი, ჯერ მერიაში არ ამბობენ – უნდა მომზადდეს ხელახალი პროექტი …

პარკინგი – პრობლემა ბათუმში, რომლის მოგვარების პირობა მესამე მერმა დადო

„პარკირების თანხა გადაიხადე. პლუს ხურდა იქონიე, ყველგან „სტაიანშჩიკები“ დგანან. ღმერთი თუ დაგეხმარება გააჩერებ. აქ ისეთი ამბავია, არ ვიცი რა…“ – უპასუხეს მოქალაქეს, რომელმაც ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა, რომ ბათუმში დასასვენებლად ჩასვლას გეგმავს და აინტერესებს პარკირების საკითხი, როგორ მოაგვაროს. ყველა კომენტარი, ხუმრობანარევი და სერიოზულიც კი, რომელიც ამ პოსტს მოჰყვა, ეჭვქვეშ აყენებდა ბათუმში მანქანის წესებით გაჩერების შესაძლებლობას: …

ხელვაჩაურის გზაზე საცობის გამო სასწრაფო სამსახურის მანქანა 1 საათით შეფერხდა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ერთ საათზე მეტია, რაც საცობის გამო მოქალაქეების ავტომანქანით გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. საცობშიგაჭედილების თქმით, საცობის გამო შეფერხდა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც. ბოლო ორი თვის განმავლობაში მოქალაქეები ფრიდონ ხალვაშის გამზირის ერთ მონაკვეთში, განსაკუთრებით დილის და საღამოს საათებში, საცობების გამო ხშირად ჩივიან. როგორც საცობშიმოყოლილები თავად გვიყვებიან, მოძრაობის დასარეგულირებლად რამდენჯერმე საპატრულო პოლიციასაც კი მიმართეს. გზაზე გადაადგილების …

საცობი ბათუმის დატბორილ მთავარ გზაზე – რას ამბობს მერია

ბათუმის მერიაში დღეს, 25 ოქტომბერს, სამუშაო დღის განმავლობაში ვერ გვიპასუხეს კითხვაზე – რატომ არ ან ვერ აგვარებს მერია პრობლემას, როცა მდინარე ყოროლისწყალი ქალაქის ნაწილს ყოველ ძლიერ გაწვიმებაზე ტბორავს? ეს პრობლემა კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გუშინ, 24 ოქტომბერს გახდა, როცა თამარის დასახლებისა და მახინჯაურის მონაკვეთში დაახლოებით 4-საათიანი საცობი შეიქმნა. ეს არ არის ქალაქის შემოსასვლელი ცენტრალური გზის საათობით …

ქობულეთის შემოვლით გზაზე საცობია

ქობულეთის შემოვლით გზაზე ამ დროისთვისაც [16:20] საცობია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მაგისტრალზე ტრაილერი მოცურდა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ტრანსპორტის გადაადგილება. შემოვლით გზაზე ინტენსიური მოძრაობაა, რასაც ნალექიც დაერთო თოვლის სახით. გზაზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. აჭარაში დღეს დილიდან თოვს. ამინდის პროგნოზის მიხედვით, ღამით 3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. იწმინდება თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა თოვლისგან და ხომ არ დგას …

ავტოავარიის შედეგად ბათუმში 2 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 22 ნოემბერს მოხდა. „ორი დაშავებული გადაყვანილია კლინიკა ბაუ-ში, ქალი თავის ტრავმით და კაცი ზედაპირული დაზიანებებით“, – გვითხრეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში. გადაკეტილია [17:00 სთ] თამარ მეფის გამზირი და ავტომანქანებს შემოვლითი გზით უწევთ მოძრაობა. შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-გან მიღებულ ინფორმაციას აქვე შემოგთავაზებთ.

ავტომზიდი ხიდის ქვეშ გაიჭედა – საცობი მახინჯაურში

ბათუმთან ახლოს, მახინჯაურში, რკინიგზის გადასვლელი ხიდის ქვეშ სატვირთო მანქანამ საცობი გამოიწვია. ერთ-ერთი მგზავრი გვწერს, რომ სატვირთოს ავტომანქანები გადაჰქონდა, მაგრამ ის ხიდს ქვეშ ვერ გაეტია და ვეღარც უკან ბრუნდება. მგზავრების თქმით, ისინი დაახლოებით ერთი საათი საცობში არიან, რადგან მაგისტრალის ამ მონაკვეთში გზასაც არემონტებენ.

მახინჯაურში, გვირაბთან მოძრაობა შეფერხებულია

მახინჯაური-ჩაქვის მონაკვეთზე, ავტომომობილების მოძრაობა შეფერხებულია. შეფერხება, ძირითადად, როგორც „ბათუმელებს“ ადგილიდან აცნობეს, დაბა მახინჯაურში, გვირაბთან მისვლამდე მონაკვეთშია. გზაზე არის საცობი. ბათუმსა და ზოგადად, ზღვის სანაპირო ზოლში დღეს დილიდან წვიმს. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობის შეფერხება, მხოლოდ ინტენსიურ მოძრაობას და ავტომანქანების სიჭარბეს უკავშირდება.

Exit mobile version