ავარია ქედაში: დაიღუპა 2 ადამიანი, 3 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა სატვირთო ავტომანქანა და მიკროავტობუსი, რომელიც ტურისტების გადაყვანაზე მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ორივე დაღუპული სრულწლოვანია და უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ორი ბრიგადა მუშაობდა – სამი დაშავებული ზედაპირული ტრამვით კლინიკებში BMC-ში და „მედალაფაში“ გადაიყვანეს, ხოლო კიდევ ორ დაშავებულ ექიმებმა …

ბათუმში ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა

დღეს, 27 დეკემბერს, ბათუმში ქვეითს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა, „ოცნების ქალაქთან“ ახლოს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებული 60 წლამდე კაცია. ის კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

ბათუმში 44 წლის კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია

დღეს, 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით ბათუმში 44 წლის კაცი დაჭრეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. „კრიტიკულად მძიმეა, მას უტარდება სათანადო პროცედურები,“ – გვითხრეს კლინიკა BMC-ში, სადაც დაჭრილი სასწრაფრო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ გადაიყვანა. კლინიკის ინფორმაციით, დაჭრილს რამდენიმე ნატყვიარი აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.    

ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, ის კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.  

ერთი გარდაცვლილი და 2 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევები ქობულეთში

ქობულეთში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი, კლინიკაშია გადაყვანილი. ქვეითს ავტომანქანა, 24 მარტს, ქალაქ ქობულეთში დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმებს ქვეითი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ის 60 წლის კაცი იყო. მეორე ავარიაც 24 მარტს საღამოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვთან მოხდა. ავარიის შედეგად თავის ტრავმის დაზიანებებით ორი დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში. შინაგან საქმეთა …

იაპონიის საელჩომ 4 რეგიონს, მათ შორის რაჭას, რეანომობილები აჩუქა

იაპონიის საელჩომ საქართველოს სასწრაფო დახმარების 4  რეანომობილი აჩუქა. რეანომობილები კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებს მოემსახურება. გრანტის მოცულობა 290 500 აშშ დოლარია. იაპონიის საელჩო მადლობას უხდის ექიმებს , „რომლებიც ყოველდღიურად დიდ სირთულეებს და საფრთხეებს უმკლავდებიან. თქვენი ძალისხმევა იმსახურებს უდიდეს პატივისცემას და აღფრთოვანებას,“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში. 2019 წლის ივლისში „რეანომობილის“ გაუმართაობის გამო რაჭაში, ამბროლაურში, 16 …

დაშავდა 3 ადამიანი, მათგან 1 მძიმედაა – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. უწყებისგან ველოდებით განახლებულ ინფორმაციას. დაშავებულები ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ცენტრის პრესცენტრის ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობაა მძიმე და ამ დროისთვის სამივე დაშავებულს შესაბამისი კვლევა უტარდება. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.

81 წლის ქალის ამბავი, რომელიც სასწრაფოს 9 დღე ელოდა და კოვიდი მაინც დაამარცხა

„დავამარცხე კოვიდი, ღმერთმა გაახაროს ყველა ექიმი, წამალი გინდა, საჭმელი გინდა, ყურადღება არ დამკლებია, თუ გადავრჩებოდი არ მეგონა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 81 წლის ნათელა ფაღავა. მან კორონავირუსი დაამარცხა და ახლა უკვე სახლშია. ნათელა ფაღავა კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. მას პნევმონია ჰქონდა. „ახლა რამე აღარ მაწუხებს, ისე სუნთქვა მიჭირდა ძალიან… ჩემს ერთად კიდევ 85 წლის ქალი იყო თბილისიდან, …

ავარიის შედეგად ბათუმში დედა-შვილი დაშავდა

ბათუმში, მეჯინისწყლის ხიდთან, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად “ბათუმელების” ინფორმაციით, დედა-შვილი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. ამ ეტაპზე უცნობია, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

უსიმპტომო კოვიდპაციენტები სასწრაფოთი გადაჰყავთ, როცა ეს სხვას სასიცოცხლოდ სჭირდება – მოქალაქე

„რატომ უნდა გადაჰყავდეს სასწრაფოს კოვიდდადებითი ადამიანი, რომელიც უსიმპტომოა და ამ დროს სასწრაფო იგვიანებს პაციენტთან, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება?“ – კითხულობს მოქალაქე ნატალია დევაძე. ნატალიამ თავისი ოჯახის შემთხვევაზე ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა. ნატალიას მამას გუშინწინ, 28 ოქტომბერს დასჭირდა სასწრაფოს დახმარება. თუმცა 67 წლის კაცთან, რომელსაც დიაბეტი აქვს და კომაში ვარდებოდა, ნატალიას თქმით, სასწრაფოს ბრიგადა გამოძახებიდან დაახლოებით …

შეჯახების შედეგად ბათუმში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა 

ბათუმში, აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების გადაკვეთაზე, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, შეჯახების შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა და ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ. „ახლა მივედით ადგილზე“, – გვითხრეს უწყებაში. განახლება შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …

ავარია ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე [ფოტო]

ბათუმში, კომახიძის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველის ინფორმაციით, ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, დაეჯახა სხვა ავტომანქანებს და ტროტუარზე ავარდა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური, თუმცა ავარიის შედეგად ექიმების დახმარება არავის დასჭირდა.    

დაიღუპა 23 წლის მუშა, ის მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა

მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან 23 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ბათუმში, ბესიკის და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაზე დღეს, 7 ნოემბერს მოხდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა ბათუმის „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში გვითხრეს, რომ იგი საავადმყოფოში შეყვანამდე უკვე გარდაცვლილი იყო. დაღუპული კომპანია „გიგეროში“ მუშაობდა. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ არ იცის რა მოხდა და ახლა მიდის ობიექტზე შემთხვევის …

ავარიის შედეგად ბათუმში 33 წლის კაცი დაიღუპა

ავარიის შედეგად ბათუმში 33 წლის კაცი დაიღუპა. შემთხვევა 26 აგვისტოს, დილის 4 საათზე მოხდა – მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ექიმებს დაშავებული მძიმე მდგომარეობაში, მრავალობითი დაზიანებებით დახვდათ. დაშავებული ექიმება ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა, დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. …

აღმაშენებლის ქუჩაზე მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. მძღოლი, რომელსაც დარღვევა დაუდგინდება, დაჯარიმდება.  

ავარია ჩოლოყაშვილის ქუჩაზე – დაშავებული კისრის მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, ჩოლოყაშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად ერთი კაცი და ერთი ქალი დაშავდა. ორივე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ერთ-ერთ დაშავებულს ექიმებმა კისრის მოტეხილობა დაუფიქსირეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამიდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, ან უსაფრთხოებოის წესების დარღვევას გულისხმობს, …

ბათუმში ნაცემი კაცი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმში, მელაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით საღამოს რვა საათზე კაცს სცემეს. იგი ექიმებმა უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს რეფერალურ ჰოსპიტალში. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, 30 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო და მას სხეულზე ნაკაწრები აღენიშნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. დადგენილია ორი სავარაუდო დამნაშავე, რომლებიც ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში …

მოქალაქემ ჯერ ბიზნესპარტნიორი დაჭრა, შემდეგ კი პოლიციის შენობაში მუცლის არეში ჭრილობა მიიყენა

მოქალაქემ ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილებაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ჭრილობა მუცლის არეში მიიყენა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე მოქალაქემ თავისი ბიზნესპარტნიორი დაჭრა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 50 წლამდე კაცი კუჭის არეში იყო დაჭრილი და იგი რეფერალურ ჰისპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო სამსახურის ბრიგადამ კლინიკაში ის კაცი გადაიყვანა, ვინც ცეცხლსასროლი იარაღით თავი დაიჭრა. …

ავარია ჩოლოყაშვილის ქუჩაზე – მძღოლები კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 14 თებერვალს, ბათუმში, 26 მაისის და ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველების თქმით, ავტომანქანებში მხოლოდ მძღოლები ისხდნენ. დაშავებული მძღოლები სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა “მედცენტრსა” და რეფერალურ საავადმყოფოში. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაიწყო.  

ბათუმში მშენებლობაზე 3 მუშა დაშავდა

ბათუმში, ივანე მესხის ქუჩაზე, სამი მუშა დაშავდა. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ, ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულებს კიდურების მოტეხილობა ჰქონდათ, მათ გონება არ დაუკარგავთ. მათივე ინფორმაციით, მუშები დაახლოებით სამი მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდნენ, კონკრეტული სამონტაჟო სამუშაოების დროს. მომხდარზე განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების მონაცემებით, მშენებარე ობიექტზე მუშები წყლის …

ბათუმში ჯარისკაცი დაჭრეს

ბათუმში, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში, ჯარისკაცი დაჭრეს. დაჭრილი ჯარისკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის „მედცენტრში“ გადაიყვანა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ჯარისკაცს ტყვია მარცხენა ხელზე მოხვდა. ექიმების თქმით, ჯარისკაცს ხელი, სავარაუდოდ, მოტეხილიც ჰქონდა, თუმცა იგი კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს კლინიკაში. თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ „უნებლიე გასროლა განახორციელა ერთმა სამხედრო მოსამსახურემ და იდაყვის არეში დაიჭრა მეორე“. პრესცენტრის ინფორმაციით, …

რუსთაველის ქუჩაზე ორ მოქალაქეს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰოლტონთან“ ორ მოქალაქეს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ადგილზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მანქანა ცოლ-ქმარს დაეჯახა ქუჩის გადაკვეთის დროს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულ ქალს მოტეხილობები ჰქონდა სხეულის სხვადასხვა ადგილზე და ის ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა. იგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე …

ავარია ესტაკადასთან – ქობულეთის მიმართულებით გზა ჩაკეტილია

ბათუმში, ბარცხანის ხიდთან, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. თვითმხილველის თქმითვე, მაგისტრალზე ქობულეთის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა ბათუმის მიმართულებით ავტომანქანები თავისუფლად მოძრაობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო მანქანები. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ონკოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანეს 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც გულმკერდის დახურული ტრავმა ჰქონდა, ხოლო 30 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში …

ავტომანქანა ტურისტს დაეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

გრიბოედოვის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ტურისტს დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, ის  რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს მოტეხილი აქვს ხელი და იდაყვი. ტურისტი სომხეთიდანაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ხელვაჩაურში, ავტოსამრეცხაოზე, ორი ბიჭი დენის დარტყმით დაიღუპა

ხელვაჩაურის გზატკეცილზე მდებარე ავტოსამრეცხაოში ორი ბიჭი სავარაუდოდ დენის დარტყმისგან გარდაიცვალა. ისინი ავტოსამრეცხაოში მუშაობდნენ. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ბრიგადას ბიჭები უკვე გარდაცვლილი დახვდა. „30 წლამდე იყვნენ… როგორც ჩანს, ერთს დაარტყა დენმა, მეორე მისაშველებლად მივიდა და ისიც დაიღუპა. დაღუპულები პროზექტურაში გადავიყვანეთ,“ – გვითხრეს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება …

15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 

გუშინ, 15 აპრილის ღამეს, ბათუმში, ერთ-ერთი კარაოკებარიდან არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოხვდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე არასრულწლოვანი გრძნობდა თავს შეუძლოდ. ერთ-ერთი მოზარდის ოჯახის წევრის თქმით, მოზარდები სხვადასხვა კოქტეილს სვამდნენ და, სავარაუდოდ, დასალევის მიღების შემდეგ გახდნენ შეუძლოდ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ 15 წლის არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო …

მელიქიშვილის ქუჩაზე ქალს თავში ქვის ნატეხი დაეცა

ბათუმში, მელიქიშვილის 36-თან, ქუჩაში მიმავალ სტუდენტ გოგოს თავში ქვის ნატეხი დაეცა. შემთხვევა გუშინ, 28 მარტს, საღამოს მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, გოგო მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა ნარჩენმა დააზიანა, დაშავებულს თავზე ჰქონდა დაზიანებები და იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდა გოგოს თავზე მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა, რომელიც დაამუშავეს. „გაკერვა არ დასჭირდა, დამუშავდა ჭრილობა და გავწერეთ უკვე. …

5 წლის ბავშვს ქუჩაში მანქანა დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაგნოლიას“ საცხოვრებელ სახლთან 5 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში გადაიყვანა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბავშვს სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, ბავშვი იმყოფება „ემერჯენსის“ განყოფილებაში, უტარდება კვლევები და იმყოფება ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოხდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა მშენებლობიდან გადმოვარდნილ მუშას მრავლობითი დაჟეჟილობა  და კიდურების დაზიანება დაუფიქსირა. დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულ შუახნის მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი. დაწყებულია გამოძიება 240-ე მუხლის შესაბამისად, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას …

Exit mobile version