ბათუმის სპორტის სასახლე 1,1 მილიონი ლარის ინვენტარს იყიდის ტანვარჯიშისთვის

ბათუმის სპორტის სასახლემ სპორტული ინვენტარის შესყიდვაზე ტენდერი 1 მილიონ 180 ათასი ლარით გამოაცხადა. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში სასახლე მხოლოდ ტანვარჯიშის სპორტულ ინვენტარს შეიძენს. წინადადებების მიღება 2023 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება. ინვენტარი კი, სპორტის სასახლეს ამავე წლის 10 დეკემბრამდე უნდა მიაწოდონ. დოკუმენტების მიხედვით, შესასყიდი ინვენტარის ჩამონათვალშია სხვადასხვა რაოდენობის: სტანდარტული და სასწავლო დვირი, დვირის  …

რა აქვთ და რა სჭირდებათ ხულოში ახალგაზრდებს

თითქმის ყველა ხულოელი  მოჭიდავის ამბავი, რომლებმაც უკვე მიაღწიეს პატარა თუ დიდ წარმატებას, ხულოს სასპორტო სკოლაში დაიწყო. ამ სკოლის აღზრდილია 23 წლის ლერი აბულაძეც, რომელიც 12 სექტემბერს ვიცე-მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 63 წონით კატეგორიაში. ლერიმ წელს ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა. ახლა კიდევ უფრო მეტი მონდომებით აპირებს მომზადებას ჯერ ევროპის და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატებისთვის. ლერი კიდევ …

„ბასკოს“ შენობის დემონტაჟი დაიწყო, აქ „ორბი“ 170 მეტრი სიმაღლის ორ თაუერს ააშენებს

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობის დემონტაჟი დაიწყო. ეს შენობა და მიმდებარე ტერიტორია აჭარის მთავრობამ 2020 წელს აუქციონზე „ორბი ჯგუფი ბათუმს“იმ პირობით მიყიდა, რომ აქ კომპანია მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს. პარალელურად, კომპანიას „ბასკოს“ შენობის დანგრევის უფლებაც აქვს. „ორბი“ აქ 170 მეტრი სიმაღლის ორი შენობის აშენებას გეგმავს. ახალი შენობები „ორბი სითისა“ და ფიროსმანის ქუჩას …

„ორბი“ სასპორტო სკოლასთან კიდევ 2 თაუერს ააშენებს – სიმაღლე 170 მეტრი იქნება

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორბი 170 მეტრი სიმაღლის კიდევ ორი შენობის აშენებას გეგმავს. ახალი შენობები „ორბი სითისა“ და ფიროსმანის ქუჩას შორის აშენდება და სიმაღლეში „ორბი სითის“ [უკვე აშენებულ ორ და ერთ მშენებარე] შენობებს გაუტოლდება. შესაბამისად, ამ კვარტალში საბოლოოდ 5 თაუერი იქნება. 170 მეტრი სიმაღლის შენობები, თითოეული 55-სართულიანი იქნება და ისინი შარტავასა …

„ბასკოს“ შენობა და მიმდებარე ტერიტორია უკვე „ორბის“ საკუთრებაა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობა და მიმდებარე ტერიტორია დღეიდან, 10 აგვისტოდან, შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ საკუთრებაა. 13 540 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი და ჯამში 3000 კვ/მ-მდე შენობა-ნაგებობები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობებიან აუქციონზე 2020 წლის 23 ივლისს 19,5 მილიონ ლარად გაყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულება სამინისტროსა და „ორბი ჯგუფი ბათუმს“ შორის კი, …

ბათუმის სასპორტო სკოლა თავისი ტერიტორიით 19,5 მილიონად გაიყიდა – მყიდველია „ორბი“

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის, როგორც მას ბათუმში უწოდებენ „ბასკოს“ შენობა და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთი დღეს, 23 ივლისს, ელექტრონულ აუქციონზე 19 500 000 ლარად გაიყიდა. მყიდველი „ორბი ჯგუფი ბათუმია“, რომელიც ამ თანხას ეტაპობრივად გადაიხდის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი, ბიჯი 500 ათასი ლარი იყო. ქონება …

„ორბი ჯგუფს“ ეცნობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამუშაოები სასპორტო სკოლასთან – სამინისტრო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიას [„ორბი ჯგუფი ბათუმი“] ეცნობა სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე“. ბათუმის სასპორტო სკოლასთან, ფიროსმანის ქუჩაზე, რამდენიმე დღეა, სავარაუდოდ, გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის იჯარით აქვს გადაცემული კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმს“. კომენტარისთვის სამინისტროს გუშინ, …

რას თხრის „ორბი ჯგუფი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან

ბათუმის სასპორტო სკოლასთან, ფიროსმანის ქუჩაზე რამდენიმე დღეა, სავარაუდოდ, გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და ის იჯარით აქვს გადაცემული კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმი“-ს. „ორბი“ სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიას სამშენებლო მასალების დასაწყობებისთვის იყენებს, ასევე ამუშავებს ბეტონის ქარხანას. კომპანია სკოლის შენობის უკან ორ ცათამბჯენს აშენებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით …

ქედის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილედ საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დანიშნეს

ქედის სასპორტო სკოლის დირექტორად პროფესიით აგრონომი, გივი ბარამიძე დაინიშნა. გივი ბარამიძის დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ დღეს,  13 დეკემბერს დაწერა. დირექტორად დანიშვნამდე გივი ბარამიძეს 2008 წლიდან დღემდე ქედის სასპორტო სკოლაში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მის მოადგილედ კი ჭიდაობის მწვრთნელი, ქედის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, ზაზა თურმანიძე დაინიშნა. საკრებულოს თავმჯდომარე, შუქრი თურმანიძე ლობირებას გამორიცხავს და …

ახალი სპორტსკოლის მშენებლობისთვის ხარჯთაღრიცხვა ორ თვეში უნდა მომზადდეს

„სპორტული კომპლექსი წარმოადგენს არაოლიმპიურ საწვრთნელ ე.წ. „სასპორტო სკოლის“ კომპლექსს, სამაყურებლო დარბაზით“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც შპს „სტადიონს“ ბათუმში  სპორტსკოლის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სპორტული კომპლექსი ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე აშენდება. აქ 15 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში მიმდინარე წლის 11 იანვარს გადასცა. სავარაუდო საერთო სამშენებლო ფართობი კი 21 …

“ორბი ჯგუფის” დირექტორი სპორტსკოლის თაობაზე ინფორმაციას აზუსტებს

“ორბი ჯგუფის”დირექტორი ირაკლი კვერღელიძე დღეს, 11 იანვარს, “ბათუმელების” მიერ მასთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს გამოეხმაურა. ირაკლი კვერღელიძის თქმით, მას სურს დააზუსტოს ამ ინტერვიუში გამოყენებული შემდეგი ფრაზა: „ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომლის მიხედვითაც შენობები არ ექვემდებარება კაპიტალურ დანახარჯებს, შესაბამისად, სახელმწიფომ უარი თქვა მათ გარემონტებაზე“. ირაკლი კვერღელიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა და ტერმინი – „ექსპერტიზის დასკვნა“ მან სხვა დატვირთვით გამოიყენა. შესაბამისად, მის …

ორბი ჯგუფის დირექტორი სპორტსკოლაზე: არ გვინდა სპორტის დაზარალების ხარჯზე განხორციელდეს პროექტი

ბათუმის სასპორტო სკოლის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების ადგილზე „ორბი ჯგუფი“ სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. აღნიშნულ შენობებში კი, რომელთა დანგრევაზე ხელისუფლებამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, სპორტის რამდენიმე სახეობაში ბავშვები ვარჯიშობენ. სად და რა პირობებში მოუწევთ მათ ვარჯიში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის პერიოდში? – „ბათუმელები“„ორბი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს ირაკლი კვერღელიძეს ესაუბრა. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ის პროექტი, რომელიც მაქ …

17 ათასი ლარი ახალაშენებული სასპორტო სკოლის რემონტისთვის

შუახევის მუნიციპალიტეტში 2013 წელს აშენებულ სასპორტო სკოლას არემონტებენ, რომლის ასაგებად  ბიუჯეტიდან 1 მლნ 5000 ლარი დაიხარჯა. ამ შენობის რემონტისთვის ახლა 17 800 ლარია გათვალისწინებული. რატომ გახდა საჭირო სამი წლის შემდეგ ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების ჩატარება? დაბა შუახევში სასპორტო სკოლის გასარემონტებლად ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 17 800 ლარზე ივლისში გამოაცხადა. სარემონტო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში შპს „კონსულმა“ გაიმარჯვა. …

Exit mobile version