მაღაროს შეწირული სოფელი – 106 ოჯახი საფრთხის წინაშე და სრულიად მარტო

ისევ უშედეგოდ დასრულდა ჭიათურაში სოფელ ითხვისის მცხოვრებლებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკებები. ითხვისში მცხოვრები 106 ოჯახი კომპანიისა და სახელმწიფოსგან ღირსეულ და ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვს. ითხვისელები ამბობენ, რომ 2022 წლის მარტში, მათი საცხოვრებელი სახლები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამთო-მოპოვებითი სამუშაოების გამო დაინგრა. კომპანია მომხდარში საკუთარ ბრალეულობას არ აღიარებს, სახელმწიფო კი ადგილობრივებს ისეთ კომპენსაციას სთავაზობს, რითაც …

მოქალაქე: სახელმწიფომ გონიოში მიწა მოგვცა, მაგრამ ახლა უკან გვართმევს

„სახელმწიფოსგან მოცემულ მიწას ისევ სახელმწიფო არ გვისაკუთრებს…“ – ამბობს გონიოში მცხოვრები ლადო მჟავანაძე. საუბარია მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც 30-მდე ოჯახს და, მათ შორის, ლადო მჟავანაძეს, გონიოს ციტრუსის მეურნეობამ 90-იან წლებში სარგებლობაში გადასცა. ამ მიწებზე გონიოელებს ძირითადად ბოსტნები ჰქონდათ მოწყობილი, ასევე ბოსლები, რომლებიც 2012 წელს ბათუმის მერიამ იძულებით დაანგრია. ლადო მჟავანაძე სასამართლოში ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწის კომისიის წინააღმდეგ …

საპატრიარქოს იურისტი გლეხებზე, ვისაც მიწა წაართვეს: ასე მეც ვიტყვი, რომ მთელი ქვეყანა ჩემია

ადგიგენში, სოფელ ქვაბიჯვარში, 13 ოჯახის სათიბი ფართობი საპატრიარქოს საკუთრება გახდა – დაახლოებით 7 ჰექტარ მიწაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა უკვე დაიწყო. გლეხები ამბობენ, რომ ისინი სახელმწიფომ ლუკმა-პურის გარეშე დატოვა, საპატრიარქოში კი ირწმუნებიან, რომ ამ მიწებს რეალურად არავინ იყენებდა და „ახლა მიმდინარეობს სამონასტრო ცხოვრების აღორძინება“. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გლეხების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. სასამართლო დავა ამჯერად თბილისის …

„ხის სახლიაო და არ დამირეგისტრირეს“ – მოქალაქე ბათუმის საკუთრების კომისიას სასამართლოში უჩივის

ჩაქვში მცხოვრები სულხან დუმბაძე ბათუმის მიწის საკუთრების კომისიას სასამართლოში უჩივის. დავის საგანი მიწის საკუთრებად აღიარებაა, რაზეც კომისიამ უარი იმ მოტივით თქვა, რომ მიწაზე ხის სახლი დგას. მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს. „ხის სახლიაო და არ დამირეგისტრირეს… ჩვენი ოჯახი 90-იანი წლებიდან ჩაქვში ვართ. სახლი, რომელიც ჩვენი საკუთრებაა და სადაც ახლა ვცხოვრობთ, ძალიან პატარაა, ძმაც …

75 წლის მოქალაქემ ხელვაჩაურში მიწის კომისიას სასამართლო მოუგო

75 წლის იუსუფ წულუკიძემ ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სასამართლო დავა მოუგო. იგი მამაპაპისეული მიწის აღიარებას წლების განმავლობაში ითხოვდა და უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ მიწა, სადაც იუსუფ წულუკიძე ახლა მარტო ცხოვრობს, სახელმწიფო საკუთრებაა. იმის გამო, რომ იუსუფ წულუკიძეს საკუთრება ამ დრომდე არ ჰქონდა, მის საცხოვრებელ სახლში არც გაზია და არც წყალი. ხელვაჩაურის საკუთრების კომისიამ …

სახელმწიფო მესაკუთრის წინააღმდეგ – დაზარალებული მოქალაქეები კომპენსაციას ითხოვენ

ბათუმში, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე მათ საკუთრებაში არსებულ მიწებთან ახლოს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას აპროტესტებს. მოქალაქეების განცხადებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის სანაცვლოდ მათ სახელმწიფო ელექტროსისტემისგან უნდა მიეღოთ კომპენსაცია, რაც დღემდე არ მიუღიათ. მოქალაქეებმა დღეს, 20 დეკემბერს, საპროტესტო აქცია ისევ გამართეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის სულიკო გვიანიძის თქმით, გარდა იმისა, რომ დაირღვა მისი, როგორც …

გზების დეპარტამენტი ექსპროპრიაციაზე: ყველა სახლი ინდივიდუალურად ფასდება

აჭარის მთავრობა მოქალაქე მირანდა ნაკაშიძეს გამოეხმაურა, რომელიც ამ დრომდე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვს. ავტობანის მშენებლობის გამო მისი საცხოვრებელი სახლი მახინჯაურში აღებაშია. მოქალაქე მიიჩნევს, რომ მას შეუსაბამოდ დაბალ ფასს უხდიან. აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მირანდა ნაკაშიძე ზურაბ პატარაძეს არაერთხელ შეხვდა და კომპენსაციის გაცემა აჭარის მთავრობის უფლებამოსილება არ არის. პრესსამსახურის თქმით, უშუალოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ …

მიწის კომისიის თავმჯდომარე გონიოში მიწების დაბრუნებაზე: პოლიტიკა ჩვენ არ გვეხება

„პოლიტიკა ჩვენ არ გვეხება, რა შუაშია არჩევნები,“ – ასე უპასუხა ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ, დავით კოპინაძემ „ბათუმელების“ კითხვას – ხომ არ დაუბრუნეს 13 გონიოელს მიწა სპეციალურად არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე? „მიწის კომისიამ“ მოულოდნელად დღეს, 13 ოქტომბერს გამართა სხდომა და გონიოელებს უთხრა, რომ მათ 2010 წელს ჩამორთმეულ მიწებზე საკუთრებას აღუდგენდნენ. ბათუმის მერიის წინააღმდეგ …

რას აპირებს ბათუმის მერია გონიოს მიწებზე

„ბათუმის მერიას არ გაუგზავნია სარჩელი სააპელაციო სასამართლოში“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში მას შემდეგ, როცა გონიოელებს ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი შეხვდა და მათ სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილი სარჩელის გამოხმობას დაჰპირდა. საპროტესტო აქცია გონიოს მცხოვრებლებმა ბათუმის მერიასთან დღეს, 14 ივნისს გამართეს. მათი მოთხოვნა იმის გარკვევა იყო, ასაჩივრებდა თუ არა მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მერიის მიწის …

მიწის კომისიის ახალი თავმჯდომარე, რომელმაც გონიოელებს 2010 წელს მიწები ჩამოართვა

ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე დავით ოქრაძე იქნება. ინფორმაცია „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. დავით ოქრაძე მიწის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო აქამდე. იგი ასევე არის მერიის ქალაქგეგმარების და ურბანული განყოფილების უფროსი. დავით ოქრაძე 2010 წელს ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიის წევრი იყო და ხელი მოაწერა ასობით გონიოელისთვის მიწის საკუთრების ჩამორთმევას. 2017 წლის 11 აპრილს მან „ბათუმელებს“ …

გონიოელებმა სასამართლო დავა მოიგეს

გონიოში მცხოვრები 50 ოჯახის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 6 ივნისს, დააკმაყოფილა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილების შემდეგ ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გონიოელების საკითხი ხელახლა უნდა შეისწავლოს და ინდივიდუალური პასუხი გასცეს თითოეულ მოსარჩელეს. ბათუმის მერიამ უკვე მეორედ წააგო სასამართლო დავა გონიოს მიწების საქმეზე. 31 მარტს 4 გონიოელის სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა.  ბათუმის მერიის საკუთრების …

60 გონიოელის საკითხს სასამართლო ხვალ გადაწყვეტს

გონიოში მცხოვრები 60 ოჯახის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო ხვალ, 4 საათზე განიხილავს. სასამართლო ამ შემთხვევაში ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებას შეაფასებს, რომლის მიხედვითაც გონიოელებს მიწის დაკანონებაზე უარი ეთქვათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ უნდა მიიღოს. გონიოს მიწების საქმეზე 31 მარტს 4 გონიოელის სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი იმედს …

არ მინდა ისევ გაუგებრობაში მოვხვდე – მიწის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გონიოს მიწებზე

თუკი სასამართლო გადაწყვეტილებას გონიოში მიწების დაკანონების შესახებ, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისია არ გაასაჩივრებს, კომისიამ ხელახლა უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით ოქრაძეა. ის 2010 წელს ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიის წევრი იყო და ხელი მოაწერა ასობით გონიოელისთვის მიწის საკუთრების ჩამორთმევას. მას შემდეგ, რაც გონიო ბათუმის საზღვრებში შემოვიდა, გონიოშიც თვითნებურად დაკავებული …

ბათუმის საკრებულო: 271 ოჯახიდან უმრავლესობას მიწა დაუბრუნდება

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბათილად იქნას ცნობილი ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები, რითაც გონიოელებს მიწის საკუთრება ჩამოართვეს” – აცხადებს ლევან კინწურაშვილი, ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე. მან დღეს საკრებულოს შენობასთან მჯდომარე აქციაზე მყოფ გონიოელებს უთხრა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულო მომავალი კვირის სამშაბათს გააფორმებს. მისი განმარტებით, დეტალურად უნდა გაიწეროს ის …

საპროტესტო აქცია ხულოში საკუთრების დასაცავად

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხში მცხოვრები ექვსი ოჯახი 5 მაისს საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი საკუთრების შენარჩუნებას ითხოვენ. „რამდენიმე დღის წინ მოვიდნენ აღსრულების ბიუროდან და გვითხრეს, რომ სახლ-კარი უნდა დავცალოთ, მიწაც თქვენი არ არისო. ღია ცის ქვეშ გვტოვებენ. არადა, ჩემი ბაბუაც და იმის ბაბუაც ამ მიწაზე ცხოვრობდა,” – ამბობს „ბათუმელებთან” თემურ პაქსაძე. მიწის ნაკვეთები რომ ამ ოჯახებს ეკუთვნით, ადასტურებს სოფელ …

Exit mobile version