შენობების იერსახის შენარჩუნება სავალდებულო არ არის – რა იგეგმება ძველ ბათუმში 200 მილიონად

ბათუმის ისტორიულ უბანში საქართველოს მთავრობას სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აქვს დაგეგმილი, თუმცა, რომელ ობიექტებზე – ამ დრომდე არ აკონკრეტებენ. პროექტით კი, სავალდებულო არ არის ობიექტების არსებული იერსახის შენარჩუნება და „საჭიროების შემთხვევაში“ ის შესაძლოა განაახლონ. სამუშაოებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ძველ ბათუმში „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში“ სამუშაოების ჩატარებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება შპს …

რკინის თაღის ქვეშ ხიდის მშენებლობა დაიწყო – მეორე ხიდი ბათუმში იუსტიციასთან აშენდება

ბათუმში, შარტავასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში საფეხმავლო ხიფის მშენებლობა დაწყებულია. ეს ხიდი, აქვე მდებარე რკინის თაღში გაივლის. ხიდის მშენებლობა და მიმდებარე ხეივნების რეაბილიტაცია, როგორც „ბათუმელებს“ ადრე მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს, 2022 წლის სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. აშკარაა, რომ სამუშაოები დარჩენილ 10 დღეში ვერ დასრულდება. სამუშაოებს აქ „საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს. როდის დასრულდება სამუშაოები, ამ კითხვაზე პასუხს …

ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომის აშენებაზე 12-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა – ახალი ტენდერი

ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომის მოსაწყობად ბათუმის მერიის სამმართველოსა და შპს „საბა კონსტრაქშენს“ შორის გაფორმებული 12-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა. კომპანიას დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება, ასევე, მშენებლობა ევალებოდა. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „საბა კონსტრაქშენმა“ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულება შეუწყვიტეს, კომპანიამ კი,  სასამართლოს მიმართა. ხელშეკრულების შეწყვეტიდან სამი თვის შემდეგ მერიის სამმართველომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა, …

რატომ აწყობენ სახანძრო სისტემას სპორტსკოლაში მეორედ, რაშიც დამატებით 3.6 მლნ ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე სპორტკომპლექსში „კვამლგამწოვის, სახანძრო სიგნალიზაციის, გახმოვანებისა და მეხამრიდის მოწყობისთვის, ასევე სხვა დამატებითი სამუშაოებისთვის“ აჭარის ბიუჯეტიდან დამატებით 3 683 146 ლარია გამოყოფილი. ცალკე კომპლექსის მშენებლობისთვის კი, ბიუჯეტიდან 62,8 მილიონი ლარი იხარჯება. სამშენებლო პროექტი თავიდანვე ითვალისწინებდა სახანძრო სიგნალიზაციის მოწყობას და როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ის უკვე მოწყობილია. იმ პროექტით, რომლითაც სპორტკომპლექსი შენდება, ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია, რომ …

როგორ გამოიყურება ახალი რესპუბლიკური და როდის გაიხსნება 2,2 მილიონით გაძვირებული შენობა (ფოტო)

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მშენებელ კომპანიასა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ შორის დადებული ბოლო შეთანხმებით 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გარდა ამისა, ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი 2 211 987 ლარით გაძვირდა. შესაბამისად, მშენებლობა აჭარის ბიუჯეტს, საბოლოოდ, 24 384 751 ლარი დაუჯდება. ამ თანხის 93% [22 741 …

ახალი კლინიკისთვის აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში თანხა არ იქნება – რაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი

შპს „სტადიონი“, რომლის 100% წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს, აჭარის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს 65 მილიონი ლარით დაფინანსდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა შემდეგი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება: [checklist] ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა – 33 მილიონი ლარი მშენებარე სპორტული კომპლექსი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე – 21 მილიონი ლარი ბათუმის ახალი ყინულის არენისა და …

რატომ ჭიანურდება ახალი „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დასრულება

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს ვადა 31 აგვისტომდე გადაწიეს. ამასთან, გამორიცხული არაა კორპუსის მშენებლობა ვერც აგვისტოში დასრულდეს. შპს „სტადიონის“ დირექტორი, ზურაბ ჭურკვეიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ მშენებლობის ვადის გადაწევა სხვადასხვა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის იმან, რომ პროექტში თავის დროზე არაერთი უზუსტობა იყო დაშვებული. …

დავა 66 მილიონზე – ვის ააშენებინებენ ბათუმში ახალ სპორტსკოლას

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებულ ტენდერზე შესყიდვების საააგენტოს დავების საბჭო მსჯელობს.  შპს „სტადიონმა“ „საბა კონსტრაქშენს“, რომელმაც ელექტრონულ ვაჭრობაზე ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა, დისკვალიფიკაცია მისცა. კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში უპირატესობას ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას ანიჭებს, რომელმაც ასევე სხვა პრეტენდენტებთან შედარებით დაბალი ფასი დააფიქსირა [ამ შემთხვევაში ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა]. შესაბამისად, შანსი გაუჩნდა შპს „დაგს“, …

Exit mobile version