ხულო-თაგოს საბაგირო ისევ გაჩერებულია – 2026 წელს წინასაპროექტო კვლევაა დაგეგმილი

ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევას აჭარის მთავრობა მომავალ წელს შეისყიდის. პროექტის დასაფინანსებლად 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 200 000 ლარი გაითვალისწინეს. ხულო-თაგოს საბაგირო ერთი წელია გაჩერებულია. როგორც მმართველი კომპანიის დირექტორმა, ემზარ აბულაძემ გვითხრა, საბაგირო აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა, არ იყო უსაფრთხო, ამიტომაც ახლის შესყიდვა გადაწყვიტეს. არსებული საბაგირო 1985 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. …

რატომ გაჩერდა და როდის დაიწყებს მუშაობას ხულო-თაგოს საბაგირო

ხულო-თაგოს საბაგირო თითქმის ერთი წელია გაჩერებულია. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, როდის დაიწყებს მუშაობას საბაგირო, თუმცა, როგორც გაირკვა, ხულო-თაგოს საბაგირო იმ ფორმით, როგორითაც ის 1985 წლიდან ფუნქციონირებს, აღარ ამუშავდება. აქ ახალი საბაგირო უნდა ააშენონ. არსებული საბაგირო გზის გაჩერების მიზეზი, როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მერიის ა[ა]იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზაში“ უთხრეს, მზიდი ბაგირის/ტროსის დაზიანებაა – ბაგირი, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, ვეღარ აკმაყოფილებს …

ბათუმის საბაგიროზე საევაკუაციო წვრთნები მიმდინარეობს

ბათუმის საბაგიროზე საევაკუაციო წვრთნები მიმდინარეობს, რის გამოც საბაგირო გზით სარგებლობა 11:00 საათამდე შეზღუდული იქნება. როგორც საბაგირო გზა „არგოს“ ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, საევაკუაციო წვრთნებს შს სამინისტრო ატარებს. „წვრთნების შესახებ გამოცხადებული გვქონდა ფეისბუქზე. თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობამ ვერ ნახა ეს ინფორმაცია. წვრთნებს ვატარებთ შს სამინისტროსთან შეთანხმებით, ჩანიშნეს ეს სწავლება და მათი და სამაშველო სამსახურის დახმარებით იმიტირებული ევაკუაციის …

ხულო-თაგოს საბაგირო შეიძლება 1 კვირით გაჩერდეს – იგეგმება რეაბილიტაცია

ხულო-თაგოს საბაგიროს კაბინის [სავალი ნაწილის] რეაბილიტაციაზე ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 39 ათას 672 ლარია. საბაგიროს კაბინა ერთი წლის წინ გაარემონტეს. ა[ა]იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზაში“, რომელიც მუნიციპალური ორგანიზაციაა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ახალი ტენდერი უშუალოდ კაბინას არ ეხება, არამედ ღერძს და სავალ ნაწილებს, ასევე ბაგირი არის დასამოკლებელი“. „სამუშაოების გამო შესაძლოა საბაგირო დაახლოებით ერთი კვირით გაჩერდეს“ …

ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობა 5 ლარი გახდა, გაძვირება არ ეხება თაგოელებს 

ხულო-თაგოს საბაგიროთი მგზავრობის საფასური ოფიციალურად გაიზარდა და ერთი მგზავრისთვის 5 ლარია. გაიზარდა ტვირთის გადატანის ტარიფიც: 30 კილოგრამზე ზევით, ყოველ 50 კილოგრამზე – 5 ლარი. შესაბამისი დადგენილება, ტარიფების გაზრდაზე, ხულოს საკრებულომ უკვე დაამტკიცა. თუმცა, ახალი დადგენილებით, სოფელ თაგოში მცხოვრებლები, ასევე ისინი, ვინც სოფელში არიან დასაქმებულები, მგზავრობის საფასურს საერთოდ აღარ გადაიხდიან. ამ დრომდე საბაგიროთი მგზავრობა, ასევე ტვირთის …

2021 წელი „დაგისთან“ ერთად: მშენებლობა 16 რეგიონში, სარეკრეაციო ზონები, საგანმანათლებლო და ისტორიული პროექტები

2021 წელიც სულ მალე დასრულდება. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ჩვენ ერთად შევძელით ისტორიული პროექტების დასრულება და ახალი, ინოვაციური მშენებლობების დაწყება. თუმცა, სანამ მათ მიმოხილვაზე გადავალთ, გვინდა აღინიშნოს, რომ სამშენებლო კომპანია „დაგის“ თანამშრომლების 96% სრულიად ვაქცინირებულია. ჩვენ გვჯერა, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. ჩვენ ვუფრთხულდებით ყველაზე ძვირფასს – ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.   ჩვენ ვზრუნავთ ქალაქის …

ხულო-თაგოს საბაგიროს სადგურის რეაბილიტაციაში 113 000 ლარი დაიხარჯება

ხულო-თაგოს საბაგირო გზის პირველი სადგურის [დაბა ხულოში] ფასადის რეაბილიტაცია და ინტერიერის მოპირკეთება იგეგმება. სადგურის რეაბილიტაციისთვის ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 113 ათას 864 ლარია. სადგურის რეაბილიტაცია 2021 წლის პირველი აპრილიდან 90 კალენდარულ დღეში [ივლისამდე] უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 18 თებერვალს დაიწყება და 23 თებერვალს დასრულდება. პროექტის მიხედვით, იგეგმება საბაგირო გზის „პირველი სადგურის სახურავის …

აჭარაში საბაგიროთი გადაადგილებაც აიკრძალა – როგორ იმუშავებს ხულო-თაგოს საბაგირო

ხულო-თაგოს საბაგირო გზა 25 სექტემბრიდან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში იმუშავებს და კაბინაში მხოლოდ ერთი მგზავრი იქნება. საქართველოს მთავრობის 24 სექტემბრის დადგენილებით აჭარის ტერიტორიაზე აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, საბაგიროთი გადაადგილებაც. „ხულოს მერიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შეგვიძლია მხოლოდ ერთი მგზავრის გადაყვანა. მაგალითად, ვთქვათ, ტვირთი აქვს ადამიანს გადასატანი ან ავადაა“, – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის ა[ა]იპ …

„15 დღე საკმარისია ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად“ – რატომ გაჩერდა საბაგირო თაგოში

20 დღეა, რაც ხულო-თაგოს საბაგირო გაჩერებულია. ადგილობრივი ხათუნა ცეცხლაძე ამბობს, რომ ამ სოფლის მცხოვრებთ რვა კილომეტრის გავლა ან ფეხით უწევთ, ან პირადი ავტომანქანებით. დაზიანებულ გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები მოძრაობენ – საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფელში არ არსებობს. სოფელ თაგოში დაახლოებით 64 ოჯახი ცხოვრობს. „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ დირექტორი, ემზარ აბულაძე ამბობს, რომ დაზიანებულია ბაგირი და საბაგიროს მოძრაობა სწორედ …

მწვანე კონცხზე ძველ საბაგიროს 20 დეკემბრამდე დაშლიან, ახალს კი ივანიშვილის კომპანია ააშენებს

დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში „მწვანე კონცხზე“ ასასვლელი საჰაერო-საბაგირო გზის დემონტაჟის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. სამუშაოები მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ხელშეკრულებას ბათუმის ბოტანიკური ბაღის და შპს „ზრმ ჯეორჯიას“ დირექტორებმა – ირაკლი არჩაიამ და ზურაბ სურმანიძემ მოაწერეს ხელი. ახალი საბაგირო გზის აშენებას აქ ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ გეგმავს, რომელიც ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ადგილზე კომპლექს „მაგნოლიას“ აშენებს, …

მწვანე კონცხის საბაგიროს დემონტაჟისთვის მერია 43 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერია 43 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს მწვანე კონცხზე მდებარე ძველი საბაგიროს დემონტაჟისთვის. „როგორც იცით, იქ ინვესტორი აპირებს ახალი საბაგიროს მოწყობას. ძველი საბაგირო არის ქალაქის საკუთრება და მისი დემონტაჟი ჩვენ უნდა მოვახდინოთ,“ – აღნიშნა ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. „რატომ უნდა დაფინანსდეს დემონტაჟი?  იმიტომ, რომ ივანიშვილს ტერიტორია გამოუთავისუფლოთ? იქნებ …

რას ნახულობენ ყველაზე ხშირად ტურისტები აჭარაში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისში აჭარაში ტურისტულ ადგილებში ვიზიტორების განსაკუთრებული მატება იყო.  2017 წლის 6 თვეში კი აჭარას, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით,  583 340 ვიზიტორი ესტუმრა. დეპარტამენტის მონაცემებით: [checklist] ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველია იმ ტურისტულ ადგილებს შორის, რომელსაც ივნისში ყველაზე მეტი 33 891 ვიზიტორი ეწვია, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 …

საბაგირო გზით მგზავრობა ბათუმში 15 ლარი გახდება

ბათუმში საბაგირო „არგოს“ ფასი პირველი ივნისიდან გაიზრდება. ამასთან ერთად, აღარ იმოქმედებს  შეღავათები სტუდენტებისთვისაც: „არგოს“ მფოლობელი კომანია „ჰესტოკ ბათუმის“დირექტორის, გიორგი აბაშიძის თქმით, ფასის ზრდა განპირობებულია საბაგიროს საექსპლუატაციო ხარჯის გაზრდით: „საბაგირო მეოთხე წელია უკვე ექსპლუატაციაშია, ჩვენ ზამთარ-ზაფხულ ვამუშავებთ საბაგიროს.  ზოგიერთი ობიექტი კი ბათუმში, როგორც იცით, წყვეტს მუშაობას ზამთარში და ზაფხულში იხსნება, ამიტომ  საექსპლუატაციო ხარჯი ნაკლები აქვს. თოვლია, წვიმაა, სულ …

Exit mobile version