შეიმუშავეთ სკოლებში სპეციალური პროგრამა – EMC ბუკნარში რელიგიურ დაპირისპირებაზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ვრცელ მიმოხილვას და რეკომენდაციებს აქვეყნებს. სოფელ ბუკნარში კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. სოფლის მოსახლეობის ნაწილი ქრისტიანია, ნაწილი – მუსლიმი. მუსლიმებმა სოფელში სალოცავი გახსნეს. დაპირისპირება გასული წლის დეკემბრის ბოლოს სწორედ სალოცავის  გახსნას მოჰყვა. ბუკნარში მცხოვრები ქრისტიანები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ სოფელში …

რა სახის გაკვეთილია რელიგიური დაპირისპირება ბუკნარში – ინტერვიუ თეოლოგთან

გუშინ, 15 იანვარს, გურიის სოფელ ბუკნარში რელიგიური დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. რის გამო მოხდა ამჯერად დაპირისპირება გურიაში, რა აჩვენა მორიგმა რელიგიურმა კონფლიქტმა და რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება, რომელმაც ძირითადად დაპირისპირების განეიტრალებაზეა ორიენტირებული, ვიდრე პრობლემის მოგვარებასა და რეალურად თანასწორობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვაზე? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ჩაწერა. ბატონო მირიან, გურიაში, სოფელ ბუკნარში ქრისტიანებმა და მუსლიმებმაც …

მხარეები ამბობენ, რომ შერიგდნენ და გურიაში რელიგიური დაპირისპირება ამოიწურა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიის გამო დაპირისპირებულები ამბობენ, რომ მათ შორის კონფლიქტი ფორმალურ დონეზე ამოიწურა – დღეს, 15 იანვარს, დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ. სოფლის კლუბში მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებით შეხვდნენ. შეხვედრაზე ბევრჯერ ითქვა – „ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ ერთმანეთს“. ითქვა ისიც, რომ დაცული იქნება კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლება. ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ …

გახარია ჩოხატაურში რელიგიურ დაპირისპირებაზე: სახელმწიფო იმოქმედებს უმკაცრესად

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა. „ორიოდე სიტყვით მინდა გამოვეხმაურო იმ ინციდენტს, რომელიც მოხდა სოფელ ბუკნარში. მოგეხსენებათ, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის ის, ჩვენ როგორ ვაშენებდით საუკუნეების განმავლობაში ჩვენ სახელმწიფოს და ყველას კარგად უნდა …

მუსლიმი თეოლოგი: ბუკნარში მეჩეთს “იცავდა” ჯგუფი, ვინც მუსლიმების გვერდით არ ლოცულობს

“ბათუმელები” გთავაზობთ ინტერვიუს მუსლიმთა კავშირის გამგეობის წევრთან, თეოლოგ თემურ გორგაძესთან. ის წლების განმავლობაში მუფტის მრჩეველი იყო. თემურ გორგაძე გუშინ, 13 იანვარს, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ქრისტიანი და მუსლიმი მეზობლების დაპირისპირების შესახებ შეიტყო. მისი დაკვირვებით, გუშინ და დღეს ადგილობრივი ხელისუფლება პასიურ როლში დარჩენას ამჯობინებს, მაშინ როცა, ბუკნარელი მუსლიმების ემოციებით მანიპულირებას ერთი კონკრეტული ჯგუფი …

“დაპირისპირება უნდა დასრულდეს” – შემოქმედის ეპარქიის დეკანოზი

სამი დღეა გრძელდება კონფლიქტი, რომელიც ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. დღეს, 14 იანვარს, ჩოხატაურის მერიის წინ მუსლიმები შეიკრიბნენ და საკითხის გადაჭრას ითხოვენ. აქციაზე დღეს გაისმა მოთხოვნა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი სასულიერო პირები, ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას. მოლაპარაკების პროცესში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს შემოქმედის ეპარქია. …

სრულიად საქართველოს მუფტი ჩოხატაურში მუსლიმებთან შესახვედრად ჩავიდა

სრულიად საქართველოს მუფტი ადამ შანთაძე ბათუმიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩავიდა, სადაც სოფელ ბუკნარის მუსლიმი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ამ სოფელში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის ღია დაპირისპირება 12 იანვარს დაიწყო, რის შედეგადაც ორი მუსლიმი პირი საავადმყოფოში მოხვდა. ადამ შანთაძე აცხადებს, რომ ის ესაუბრა ხელისუფლების წარმომადგენლებს და დარწმუნებულია, რომ მუსლიმი მოსახლეობა ამ სოფელში ლოცვას შეძლებენ: „ფაქტობრივად პრობლემა …

ბუკნარში დაპირისპირებულ ორ რელიგიურ თემს შორის შეთანხმება შედგა – ჩოხატაურის მერი

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში დაპირისპირებულ ორ რელიგიურ თემს შორის შეთანხმება შედგა. ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები ჩოხატაურის მერიაში, მოლაპარაკების მაგიდასთან ჩოხატაურის მერთან და გურიის გუბერნატორთან ერთად დასხდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ კი მოლაპარაკებაში ჩართულმა ყველა მხარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. „პირობითად ორივე მხარე – თანასოფლელები, შეთანხმდნენ, რომ ერთი თემიც და მეორე თემიც  ჩვეულებრივად გააგრძელებს ლოცვას. არც არავის ხელი არ …

რა ხდება ჩოხატაურში – დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუკნარი რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ადგილად იქცა. სოფელში დღეს,  13 იანვარს, დილიდანვე პოლიცია და სპეცრაზმიცაა მობილიზებული. დილიდან ბუკნარის ქრისტიანი მოსახლეობა სოფლის ცენტრში იყო შეკრებილი, მუსლიმი მოსახლეობა კი იმ სალოცავის ეზოში, რომლის გამოც დაპირისპირება დაიწყო. ბუკნარში მცხოვრებ ადგილობრივ მუსლიმებს დღეს აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ახალგაზრდების ერთი ჯგუფიც შეუერთდა. სოფელში დილიდან ელოდნენ როგორც გურიის გუბერნატორს, …

Exit mobile version