მერია მახინჯაურის სანაპიროზე 1266 კვ.მეტრ მიწს ნაკვეთს აუქციონზე 1.2 მილიონად ყიდის

მერია მახინჯაურში, ზღვის სანაპიროსთან 1266 კვ.მეტრ ფართობს გაყიდის. ეს ქონება მერიამ საკრებულოს თანხმობით საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა. ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ 211 613 ლარია.   ქონება აუქციონზე კონკურენტულ პირობებში უნდა გაიყიდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასი შეიძლება გაიზარდოს. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა, მყიდველმა საპრივატიზებო საფასური 6 თვეში სრულად უნდა დაფაროს. …

პირდაპირ პლაჟთან ან ცოტა მოშორებით – ქობულეთის მერია მიწებს ყიდის

გასულ კვირას ქობულეთის მერიამ საკრებულოს თანხმობით გასაყიდი ქონების ნუსხას კიდევ ორი ნაკვეთი შეჰმატა. შედეგად მერიის საპრივატიზებო ობიექტების ისედაც შთამბეჭდავი ნუსხა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. ამ ნუსხაში არის ნაკვეთები ზღვასთან ახლოს, პირდაპირ პლაჟთან, მრავალწლოვანი ნარგავებით – ნაძვებით, ფიჭვებითა და საუკეთესო ხედებით. საკრებულოში გადაგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, ქობულეთის მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში აქვს შეტანილი 6051 კვ.მეტრი გამწვანებული მიწის …

მთავრობა ბათუმში გამწვანებულ ნაკვეთს ყიდის მშენებლობის პირობით 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, შემოერთებულ ტერიტორიაზე [დაბა ხელვაჩაური] გამწვანებულ მიწის ნაკვეთს მშენებლობის პირობით ყიდის. ნაკვეთის ფართობი 473 კვ,მეტრია. აუქციონის პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში მყიდველმა ამ ტერიტორიისთვის დაშვებული ფუნქციის მატარებელი შენობა [გარდა საცხოვრებელი სახლების ან აპარტამენტებისა] არანაკლებ 36 თვეში უნდა აამოქმედოს. ასევე უნდა აიღოს არანაკლებ 200 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება. …

ბათუმის მერია ზღვასთან ახლოს მიწის 2 ნაკვეთს და შენობებს ყიდის

ბათუმის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას გასაყიდი ქონებები შეემატა – განახლებული ნუსხა  საკრებულომ დღეს დაამტკიცა. მერიამ გასაყიდი ქონებების ჩამონათვალში შეიტანა ბათუმში, ჯინჭარაძის #1ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი [471კვ.მ.] და მასზე დამაგრებული შენობა ზღვასთან ახლოს [1224.70კვ.მ]. მერიის ინფორმაციით, ეს ქონება პირობიანი აუქციონის წესით გაიყიდება, საწყისი ფასი 252 000 ლარი იქნება, პირობა კი საპრივატიზებო საფასურის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში …

მუნიციპალიტეტის მერსაც ექნება უფლება, შეცვალოს საინვესტიციო პირობა

2021 წლის 22 მარტიდან ამავე წლის 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში ნებისმიერი მუნიციპალიტეტის [გარდა თბილისისა] მერს უფლება ექნება, საკრებულოს თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის ქონების შემძენისთვის ან სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემული ქონების მიმღებისთვის შეცვალოს საინვესტიციო პირობა და ამ პირობის შესრულების ვადაც გაახანგრძლივოს. მუნიციპალიტეტის მერს ასევე უფლება აქვს გააუქმოს ის ვალდებულება, რომლის შესრულებამაც აზრი დაკარგა; მიიღოს გადაწყვეტილება …

ბათუმის მერია ჭავჭავაძე/26 მაისის ქუჩების მიჯნაზე მიწას და შენობას უპირობოდ გაყიდის

ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N60-ში [ჭავჭავაძის ქუჩის გზაჯვარედინზე] მდებარე 58 კვ/მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 41,6 კვ/მ ფართობის შენობას მერია აუქციონზე გაყიდის. მერიის გადაწყვეტილებით, ქონებას აუქციონზე პირობების გარეშე გაიტანენ და გასაყიდი საწყისი ფასი 60 ათასი ლარი იქნება. საკითხი ბათუმის საკრებულომ 31 ივლისის სხდომაზე უნდა განიხილოს და ეს ქონება საპრივატიზებო ობიექტების ჩამონათვალში შეიტანოს. ამის შემდეგ …

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 100 სახელმწიფო ობიექტიდან 2 ბათუმშია

100-მდე ობიექტს შორის, რომლებსაც ეკონომიკის სამინისტრო, ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად, აუქციონზე გაყიდის, 2 მიწის ნაკვეთია, რომლებიც ბათუმში მდებარეობს. 9 840 კვ.მ მიწის ნაკვეთი შემოერთებულ ტერიტორიაზე [ახალისოფელი], ავგიას ქუჩა N 64ა-ში მდებარეობს. ის 780 ათას ლარად უპირობოდ იყიდება. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2019 წლის 4 დეკემბერს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 2 000 ლარია. ამ თემაზე: სახელმწიფო ბათუმში …

ბათუმში 16 ნაკვეთი აუქციონზე იყიდება

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის ტერიტორიაზე მიწის 16 ნაკვეთი პირობიან და უპირობო აუქციონებზე გაიყიდება. გასაყიდი ნაკვეთების საერთო ფართობი 4 302კვ.მ-ია, საწყისი საპრივატიზებო საფასური კი ჯამში – 1 მილიონ 9 ათას 850 ლარი. აუქციონზე გასატანი ნაკვეთებიდან 1741 კვ.მ პირობების გარეშე გაიყიდება. ზღვასთან ახლოს, ხიმშიაშვილის ქუჩის N43-ის მიმდებარედ 653 კვ.მ ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 210 ათასი ლარია, ანუ …

ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ 1,6 მილიონ ლარად გაიყიდა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან მდებარე 3 ჰექტარამდე  მიწის ნაკვეთი 1 მილიონ 648 ათას ლარად პირობებიან აუქციონზე გაიყიდა. ტერიტორია, სადაც ადრე სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა, აუქციონზე შპს „კრისტალ ბილდინგმა“ შეისყიდა. კომპანია საქართველოში  2015 წელს აზერბაიჯანის მოქალაქეებმა დააფუძნეს. ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე პირობებით გაიტანა. მყიდველმა ამ ტერიტორიაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვეში უნდა დაასრულოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, …

ბათუმის მერია 10746 კვ/მ მიწას საცხოვრებელი ბინების სანაცვლოდ ყიდის

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, 127-ში მდებარე  მიწის ორ ნაკვეთს ბათუმის მერია ცალ-ცალკე აუქციონზე იდენტური პირობებით ყიდის. ნაკვეთებზე საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს და მესაკუთრემ აშენებული საერთო ფართობის 10 %, საცხოვრებელი ბინების სახით, ბათუმის მერიას საკუთრებაში უსასყიდლოდ უნდა გადასცეს. პირობებიან აუქციონებზე გატანილი ორივე ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი ჯამში 2 მილიონ 256 ათასი ლარია. ნაკვეთები, რომლებიც რეგისტრირებულია  მისამართზე – ბაგრატიონის ქუჩა 127 [რეფერალური …

ბათუმის სპორტსკოლასთან მიწის ნაკვეთს მთავრობა 1,3 მილიონ ლარად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 3022 კვ/მ მიწის ნაკვეთს, პირობებიან აუქციონზე, 1,3 მილიონ ლარად ყიდის. მიწის ნაკვეთი დღეს აჭარის ქონებას წარმოადგენს და ის გარკვეული პერიოდი ბათუმის სასპორტო სკოლის სარგებლობაში იყო. ამ ტერიტორიაზე სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები უნდა აშენდეს. ქონების მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე, სამინისტროში წარადგინოს საპროექტო …

რა აშენდება აკვაპარკთან – ენმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს

ზღვის სანაპირო ზოლში, აკვაპარკთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიწის ნაკვეთს ყიდის. აუქციონზე 12 971 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 4 მილიონ 100 ათასი ლარია. „ერთი კვადრატული მეტრის ფასი 316 ლარი გამოდის. ასე იაფი მიწა ზღვის პირას არ ღირს, თან ამ ზოლში, სადაც გასაყიდი მიწა აღარაა დარჩენილი. მიწის ნაკვეთს აკვაპარკთან ზურაბ პატარაძის სამეგობრო შეიძენს,“ – …

უმაღლეს საბჭოსთან სამკერვალო ფაბრიკა აშენდება

ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის მიმდებარედ, 10 230 კვ/მ ტერიტორიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდის. ქონების გაყიდვის საწყისი ფასი 2 მილიონ 133 ათასი ლარია. მთავარი პირობა კი ამ ტერიტორიაზე სამკერვალო ფაბრიკის აშენებაა, რაშიც მომავალმა ინვესტორმა 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს. აუქციონზე გასაყიდი ქონება ქობულეთში, დაბა ჩაქვში, აბაშიძის ქუჩა N2-ში მდებარეობს. ტერიტორიაზე …

აჭარის მთავრობა კიდევ ერთი ძეგლის გასხვისებას გეგმავს

აჭარის მთავრობა კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისებას გეგმავს. ციხისძირში მდებარე შენობა, ზალენსკის აგარაკი, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსაა აშენებული და მას, როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებულ შენობას ძეგლის სტატუსი 2016 წლის სექტემბერში მიენიჭა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ყიდის ძეგლს, პირობიანი აუქციონით, მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად, ზღვის სანაპირომდე. აუქციონზე გამოტანილი ძეგლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის საწყისი ფასი მილიონ …

ქონება, რომელსაც აჭარის მთავრობა 2016 წელს გაყიდის

იმ ქონების საერთო საწყისი ფასი, რომლის გასხვისებასაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მომავალ წელს აპირებს, 18 მილიონ ლარზე მეტია. სავარაუდო საპრივატიზაციო ჩამონათვალში ისეთი ქონებაცაა, რომელიც ადრე ვერ გაიყიდა. მაგალითად, ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, რომლის გასაყიდი საწყისი ფასი ამჯერად 1 მილიონ 430 აშშ დოლარი იქნება. ახალი ბულვარის მიმდებარედ, კახაბრის დასახლებაში 36400 …

Exit mobile version