როგორი იქნება კარბამიდის ტერმინალი ბათუმის პორტში [ფოტო]

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ 2019 წლის 12 მარტს, მოქალაქეთა ერთი ჯგუფის პროტესტის ფონზე გასცა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ტერმინალის მშენებლობა ერთ წელში დასრულდება. ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალი შენდება, თუმცა ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ …

ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო – ნებართვა მერიამ გასცა

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა. ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, 2019 წლის 12 მარტს განაცხადა, რომ მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემდა. მერის ეს განცხადება იმავე დღეს გააპროტესტა მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა, რომელიც ამ მშენებლობას პერმანენტულად მანამდეც აპროტესტებდა. მშენებლობის ნებართვაც, როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, 2019 წლის 12 …

„არა ქიმიურ ტერმინალს“ – ბათუმის მერიამ გრაფიტი წაშალა

გრაფიტი, „არა ქიმიურ ტერმინალს“, რომელიც გუშინ, 5 თებერვალს ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში დახატეს, წაშლილია. ნახატი გვიან ღამით ბათუმის მერიის თანამშრომლებმა წაშალეს. „წარწერა წაიშალა და გადაირეცხა მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, რადგან ამახინჯებდა ქალაქის ცენტრალური პარკის შესასვლელს,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის პრესსამსახურში. გრაფიტი ბათუმში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ იყო შესრულებული. მოქალაქეები პერმანენტული აქციებით აპროტესტებენ …

მოქალაქეები ბათუმის მერს: თავი შეიკავეთ ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან

დღეს, 5 თებერვალს, ბათუმის მერიაში მოქალაქეთა ჯგუფმა განცხადება შეიტანა. ისინი ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, სთხოვენ, თავი შეიკავოს ბათუმის ნავსადგურში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან, ვიდრე მოქალაქეებს არ ექნებათ უსაფრთხოების სრული გარანტია. წერილს 200-მდე ხელმოწერა აქვს. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ წერილის ტექსტს: „ბოლო ორი თვეა, აქტიურად მიმდინარეობს  საუბარი  ბათუმის ნავსადგურში დაგეგმილი მინერალური სასუქების კარბამიდის გადამზიდი ტერმინალის მშენებლობის შესახებ. …

„არა ქიმიურ ტერმინალს“ – ბათუმში აქცია გაიმართა

დღეს, 29 იანვარს, ბათუმში, ვარდების სკვერში მორიგი აქცია -„არა ქიმიურ ტერმინალს“ – გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ არ დაუშვას ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ 7 თებერვალს იწყებენ ბალავრის ჩასხმას პორტში. კითხვები უამრავია, პასუხები არ არის გაცემული. აქ გვაქვს საქმე ვიწრო ინტერესებთან, რომელსაც მთელი ქალაქი უნდა შეეწიროს. ბატონ მერს …

 რამდენად სახიფათოა ბათუმისთვის კარბამიდის ტერმინალის აშენება გზშ-ს გარეშე 

ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ბათუმის პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გზშ-ს არ ექვემდებარება. ეს ცვლილება, ძირითადად, მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების [გრანულირებული კარბამიდი] გადასატვირთი ტერმინალის მოწყობას და ექსპლუატაციას გულისხმობს. მაგრამ, იქნება თუ არა უსაფრთხო კარბამიდის ტერმინალი ბათუმში? გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“ აცხადებენ, …

ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე აშენდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 23 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც ბათუმის #7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე გრანულირებული კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი მოეწყობა და ექსპლუატაციაში შევა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე. გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურაა იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე. …

„ანტიქიმიური კარავი“ ევროპის მოედანზე ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე, პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს, 20 იანვარს, კარავი გაშალეს. „ეს იქნება ერთგვარი სიმბოლო ამ პროტესტის. ჩვენ დღის ბოლომდე მოვიფიქრებთ, რას გავაკეთებთ, რა ფორმა მიეცემა პროტესტს,“ – გვითხრა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ალეკო თევზაძემ. კარავში, აქციის ორგანიზატორების თქმით, ახალი ტერმინალის მშენებლობის საწინააღმდეგო ხელმოწერები შეგროვდება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ხელმოწერებს აჭარის მთავრობას გადაუგზავნიან: …

აქციის მონაწილეებმა პორტთან ქუჩა გადაკეტეს, კარავი ევროპის მოედანზე გაიშლება

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს. ისინი მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლისკენ მიდიან. აქციაზე იმყოფებიან პოლიციელებიც. მათ აქციის მონაწილეებისთვის ხელი არ შეუშლიათ, როცა მსვლელობის გამო ქუჩის ერთ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა შეწყდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთანაც გაიმართება, რომლის შემდეგაც „ანტიქიმიური კარავი“ გაიშლება ევროპის მოედანზე. კარავში ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერებს შეაგროვებენ. …

„არა ქიმიურ ტერმინალს“ – საპროტესტო აქცია ბათუმის პორტთან [ფოტო]

„ეს იყო კლოუნადა“ – ამ სიტყვებით დაიწყო საპროტესტო აქცია ახალი ტერმინალის წინააღმდეგ დღეს, 20 იანვარს. აქციის ორგანიზატორებმა ასე უმაღლესი საბჭოს წევრის, ლადო მგალობლიშვილის ქმედება შეაფასეს, რომელმაც გუშინ, „აჭარის ტელევიზიის“ პირდაპირ ეთერში კარბამიდი შეჭამა. აქციის ორგანიზატორების შეფასებით, დეპუტატი უპასუხისმგებლოა. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და თქვეს, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი …

დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა პირდაპირ ეთერში სასუქი კარბამიდი შეჭამა

აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა, როგორც თავად ირწმუნება, ქიმიური ნივთიერება კარბამიდი შეჭამა. ლადო მგალობლიშვილმა ეს იმის საილუსტრაციოდ გააკეთა, რომ ამ ნივთიერების გადატანა იგეგმება ბათუმის ახალი ტერმინალიდან და ის უსაფრთხოა. გარკვეული ჯგუფი ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობას აფასებს, როგორც „ბათუმზე ქიმიურ შეტევას“ და, შესაბამისად, ახალ მშენებლობას აპროტესტებს. ლადო მგალობლიშვილს პირდაპირ ეთერში ოპონირებას უწევდა …

კომპანიის დირექტორი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე: „არ ვიცი, ვისი დაკვეთაა ეს“

„მამუკა ხაზარაძესთან ერთ კომპანიაში ვართ პარტნიორები, მაგრამ მე ძალიან აპოლიტიკური ვარ და ახლა ამაზე საუბარი არ მინდა…“ – გვიპასუხა ბიზნესმენმა გიორგი ზარიძემ, კომპანია Wondernet Express-ის დირექტორმა. ეს კომპანია ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას გეგმავს, რასაც საზოგადოების ერთი ჯგუფი აპროტესტებს. გუშინ, 18 იანვარს, ბათუმის მერიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თემაზე საჯარო დისკუსია გაიმართა. დისკუსიას გიორგი ზარიძეც ესწრებოდა. …

ბათუმის მერიაში გრანირებული კარბამიდი მიიტანეს – დისკუსია ახალი ტერმინალის მშენებლობაზე 

“ჩვენ ძალიან თანამედროვე ტერმინალი უნდა ავაშენოთ… ეს განავითარებს ეკონომიკას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს”, – მიმართა ბათუმის მერიაში შეკრებილებს კომპანია Wondernet Express-ის პროექტის მენეჯერმა, ჯალელ ავეზოვმა. ეს ის კომპანიაა, რომელიც ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს აშენებს. ახალი ტერმინალის მშენებლობის თემაზე დღეს, 18 იანვარს, ბათუმის მერიაში საჯარო დისკუსია გაიმართა. კომპანია Wondernet Express-ის ხელმძღვანელმა, გიორგი ზარიძემ პრეზენტაციის დროს …

რამდენად საშიშ ნივთიერებებს გადაიტანენ ტერმინალიდან – ქიმიკოსები VS მოწინააღმდეგეები

„უსაფრთხოებას სად იცავენ? – იქ, სადაც საფრთხეა და რატომ უნდა შევიქმნათ საფრთხე ბათუმის მოსახლეობამ? გვარწმუნებენ, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება, მაგრამ ჩვენ არც ერთი უსაფრთხოების ზომა საქართველოში ჯერ დაცული არ გვინახავს“, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე, რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს. სპეციალისტებისა და ხელისუფლების შეფასების მიუხედავად, რომ ბათუმის ახალი ტერმინალი ყველა …

მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის ხელშეკრულება 1 კაცის პროტესტის ფონზე გაფორმდა

დღეს, 14 იანვარს, სასტუმრო „ჰილტონში“ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვის მიზნით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების ტერმინალი უნდა აშენდეს. ხელშეკრულება ტერმინალის მშენებლობაზე უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია Tramm0-სა და Wondernet Exspress Investment Group-ს შორის უკვე გაფორმდა. ეს კომპანიები ერთობლივად განახორციელებენ ინვესტიციას ბათუმის პორტში მულტიმოდალური ტერმინალის ასაშენებლად. ცერემონიას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, …

რა ქიმიურ ნივთიერებებს გადაზიდავენ ახალი ტერმინალიდან – ხელშეკრულების დეტალები

„ბათუმელებმა“ მოიპოვა ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე ასაშენებელი ახალი ტერმინალიდან შემდეგი სახის სატრანზიტო ტვირთებს გადაიტანენ: [highlight color=”green”]აზოტის მინერალური სასუქები:[/highlight] კარბამიდი; ამიაკის სელიტრა; ამონიუმის სულფატი; კიროვან-ამიაკური სელიტრა; ასეთი სასუქების განსაკუთრებული სახეობები. [highlight color=”yellow”]ფოსფატის სასუქები:[/highlight] მონოამონიუმსულფატი; ფოსფატის დიამონიუმი; ამო და ნიტრო ფოსფატების სხვადასხვა სახეობები; სამმაგი სუპერფოსფატი; ცალკეული სუპერფოსფატი. [highlight …

ვინ აშენებს ბათუმში ახალ ტერმინალს – პორტში კომპანიას მიწა უკვე გადასცეს

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ხელშეკრულებას ორი ხელმომწერი ჰყავს, ბათუმის საზღვაო …

ბათუმის მერიას ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის, მირიან მეტრეველის ინფორმაციით, მერიას პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ამზადებს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს და მხოლოდ გარემოს სპეციალისტების დასკვნის შემდეგ დაიწყება ამ საკითხის განხილვა. წინასწარი ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია „Wondernet Exspress”-ი საქართველოს მთავრობასა …

Exit mobile version