საპენსიო სესხი მაღალი პროცენტით – 4 წლის წინ 960 ლარი გამოვიტანე და დღემდე ვიხდი

„პენსიას უნდა ვიღებდე 495 ლარს და მერიცხება 280 ლარი… ეკონომიკური წინსვლააო, რომ ამბობენ, სადაა? პენსიონერი ქალი თურქეთში დავდივარ, რომ ლუკმა-პურის ფული ვიშოვო“, – ეს 71 წლის პენსიონერმა გვითხრა, რომელიც ერთ-ერთია იმ ასიათასობით მოქალაქეს შორის, ვისაც საქართველოში ყველაზე ძირიანი, ანუ საპენსიო სესხი აქვს. ქალბატონ ფატის [მან გვარის დასახელება არ ისურვა] შემთხვევით ავტობუსის გაჩერებასთან შევხვდით აეროპორტის გზატკეცილზე, …

„ლიბერთიდან“ სესხი 266 ათასზე მეტ პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს აქვს აღებული

საქართველოში 266 636 პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს აქვს აღებული საპენსიო სესხი. სესხების მოცულობა ჯამურად 497 მილიონ 790 ათას 386 ლარია. ინფორმაცია „ლიბერთი ბანკის მიერ“ ეროვნულ ბანკში წარდგენილი 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით გახდა ცნობილი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხის ამღებთა რიცხოვნობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში საპენსიო სესხით 286 …

პენსიონერები სესხში ისევ მაღალ პროცენტს იხდიან – ომბუდსმენის წინადადება „ლიბერთი ბანკს“

საქართველოს სახალხო დამცველი „ლიბერთი ბანკს“ საპენსიო სესხებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პრობლემაზე მიმართავს – პენსიონერებს 2023 წლამდე აღებულ სესხებში ისევ მაღალი პროცენტის გადახდა უწევთ. სახალხო დამცველის შეფასებით, დგას „არათანაბარი ინფორმირების პრობლემა“. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოითხოვს „პენსიონერთა მიერ ოვერდრაფტის ხელშეკრულებების 2023 წლიდან მოქმედი ახალი დაბალი პროცენტით ავტომატურად გადაანგარიშების მიზნით, მიიღონ ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული …

საპენსიო სესხზე გაზრდილი პროცენტი შეღავათის მოტივით – ომბუდსმენის წინადადება „ლიბერთი ბანკს“

კორონავირუსის პანდემიის დროს „ლიბერთი ბანკმა“, მთავრობის რეკომენდაციით, პენსიონერებს სესხები რამდენიმე თვით ისე გადაუვადა, რომ ხანდაზმული ჯგუფისთვის არაფერი უკითხავთ. შედეგად, პენსიონერებს სესხის ვადა გაუხანგრძლივდათ, რამაც მათზე დარიცხული პროცენტის გაზრდა გამოიწვია. ერთ-ერთი მათგანის, 79 წლის პენსიონერის – შალვა ჩაჩავას შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ივლისში წერდა. მაშინ შალვა ჩაჩავა ჰყვებოდა, რომ „ლიბერთი ბანკისგან“ ისესხა 4650 ლარი, უნდა დაეფარა …

სესხი ისე გადამივადეს, არ მკითხეს და 11 000 ლარს მთხოვენ – პენსიონერი „ლიბერთის“ წინააღმდეგ

„როგორც პენსიონერმა, 4650 ლარი ავიღე სესხი. უნდა დამეფარა ჯამში 7525 ლარი და ეს სესხი 2023 წლის  იანვარში სრულდებოდა, ვიხდიდი სესხს უპრობლემოდ, მაგრამ ჩემთან შეთანხმების გარეშე, ბანკს სესხის ვადა გაუხანგრძლივებია 2025 წლამდე. ამჯერად  11 285 ლარს მახდევინებენ. ჩემი პენსიიდან ისევ მეჭრება თანხა,“ – ამბობს შალვა ჩაჩავა. ის ბათუმში ცხოვრობს, აფხაზეთის ომის მონაწილეა და დევნილი. 79 წლის …

საპენსიო სესხის აღება მაქსიმუმ 26 პროცენტად იქნება შესაძლებელი

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ  განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა. მთავრობის ცნობით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს, 11 თებერვალს,  მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც  ახალი პირობებით გაცემს პენსიებს და სესხებს …

პენსიონერი, რომელმაც შვილის წამლებისთვის სესხი აიღო – „ლოგინად ჩავარდა, უნდა მოვარჩინო“

„სესხი შვილის წამლებისთვის გამოვიტანე, აღარ იყო მეტი საშველი,“ – ამბობს ოზურგეთში, სოფელ შრომაში მცხოვრები ციალა ჩხაიძე. ის 70 წლისაა და შვილს უვლის, რომელსაც გადაადგილება უჭირს. დედა-შვილი მარტო ცხოვრობს. ოჯახი ვერ იღებს სოციალურ შემწეობას და არსებობის ერთადერთი წყარო მხოლოდ პენსიაა, საიდანაც 65 ლარი ყოველთვიურად სესხის დასაფარი თანხაა. „გვიან აღმოუჩინეს შაქარი, ვერ მიხვდნენ ექიმები და ორი თითი …

პენსია სესხად – „ყველი მოგვიკითხეს, პური გვაქვს. ჩაის დავლევთ“ I Video

„წამლებს ვეღარ ვყიდულობდით და ამიტომ ავიღე საპენსიო სესხი. ჩემი ქმარი დაბადებიდან ყრუ-მუნჯია, ბოლო წლებია უსინათლოც გახდა… გვერდები სულ დალურჯებული აქვს, ყველაფერს ეჯახება… არც მე ვარ ჯანმრთელი,“ – გვიყვება ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრები ლეილა ღაღაიშვილი. ამ მოხუც ცოლ-ქმარს, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და სოციალური შემწეობაც კი არ აქვს, 2025 წლამდე საპენსიო სესხი აქვს დასაფარი. ისინი მხოლოდ …

საპენსიო სესხის პროცენტის შემცირების მოთხოვნით პენსიონერმა ბათუმში კარავი გაშალა

„ვითხოვ საპენსიო სესხის 5 პროცენტამდე შემცირებას,“ – ეს დავით ბურჭულაძის მოთხოვნაა, რომელმაც დღეს, 30 ივნისს, მემედ აბაშიძის გამზირზე კარავი გაშალა. დავით ბურჭულაძე ასევე ითხოვს პენსიის მინიმუმ 500 ლარამდე გაზრდას და პენსიონერების ჯანდაცვის სრული პაკეტით უზრუნველყოფას. „მე არ ამიღია საპენსიო სესხი, მაგრამ როგორ ამეღო? 35 პროცენტს სთხოვენ პენსიონერებს. ესაა სამართალი?“ – კითხულობს დავით ბურჭულაძე. ის პენსიას …

 3200 ლარი მკითხველისგან – ქალები ბანკში საპენსიო სესხებს და ვალებს გადაიხდიან

„ბათუმელების“ მკითხველმა რამდენიმე ქალის მხარდასაჭერად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ზუსტად 3200 ლარი გადმორიცხა. პირველი ქალი ნონა ტურაშვილი შვილთან ერთად ქუთაისში, ორ ოთახში ცხოვრობს. ორივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ქალებს სპეციალური მედიკამენტების მიღება ესაჭიროებათ, რაც ყოველთვიურად შემოსავლის ნახევარი უჯდებათ. წამლები რომ ეყიდათ, დედა-შვილმა ბანკიდან საპენსიო სესხი გამოიტანა. მათი სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 38.43%-ია.  ხელშეკრულების თანახმად, …

Exit mobile version