დღეს, 27 აპრილს, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ქართველმა ემიგრანტებმა, „პლატფორმა 2025-მა“ პარლამენტს გადასცეს სასანქციო წინადადებების პაკეტი სახელწოდებით – „მზიას სია“. ამ სიაშია ირაკლი დგებუაძე – პოლიციელი, რომელმაც თქვა, რომ სილის გაწვნის შემდეგ ლოყა ეტკინა და მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ მოძალადე დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო ჟურნალისტის 2 წლით ციხეში გამოკეტვა სამართლიანია. „მზიას სიაში“ ქართველმა ემიგრანტებმა …
Tag Archives: ნინო სახელაშვილი
როგორ დაიწყო სახელაშვილის უკანონობა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ – რას წერს კლუნების ფონდი
„სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ ახსნა, როგორ წარმოადგენდა მზია ამაღლობელის ქმედება დანაშაულს… გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა იყოს ნათქვამი, რომ „საქმის არსებითი საკითხები განხილულია“. მოსამართლე სახელაშვილის გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს,“ – აღნიშნულია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში. ეს ის ფონდია, რომელმაც „მზია ამაღლობელის საქმე“ დამოუკიდებლად შეისწავლა. ამ ფონდს ექსპერტად მიწვეული ჰყავდა ევროსასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სერ ნიკოლას ბრატცა. „კლუნების ფონდი“ მზია ამაღლობელის …
რას წერს კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის „აკვარიუმში“ გამოკეტვაზე – ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილება
„დაირღვა სასამართლო პროცესში ეფექტური მონაწილეობის უფლება, რაც გამოწვეული იყო მისი მინის კაბინაში „აკვარიუმში“ გამოკეტვით“, – ეს წერია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც სასამართლო პროცესებზე მინის კაბინაში ჰყავდა გამოკეტილი მოსამართლე ნინო სახელაშვილს. მზია ამაღლობელი მინის კაბინიდან ეკონტაქტებოდა ადვოკატებსაც შეზღუდულ პირობებში. „კლუნების ფონდის“ ანგარიშში „მზია ამაღლობელის საქმე“ სამართლებრივად არის შეფასებული. აქ არაერთ დარღვევაზეა საუბარი, ერთ-ერთ …
აქვს თუ არა მოსამართლე ნინო სახელაშვილს იურისტის დიპლომი? – ადვოკატები განმარტებას ითხოვენ
მზია ამაღლობელის ადვოკატები 5 თვეა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილის უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ეს საკითხი ადვოკატებმა კიდევ ერთხელ დააყენეს. მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯაროა, არც იუსტიციის საბჭო და არც …
„დგებუაძისთვის გაწნილი სილა არ უკავშირდება მის საქმიანობას“ – მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი
„არ დასტურდება არცერთი საპოლიციო ფუნქცია/მოქმედება, რასაც ასრულებდა ირაკლი დგებუაძე და რომლის გამოც მან მიიღო სილა. ერთადერთი, რაც ბრალდების აღწერილობიდან დარჩა, არის ის, რომ გაარტყა ხელი, სინამდვილეში კი – გააწნა სილა. მხოლოდ ეს გარემოება დასტურდება უტყუარად საქმეში წარმოდგენილი ბრალდების მტკიცებულებებით, რაც არ იძლევა მზია ამაღლობელის ქმედების არც სსკ-ის 3531-ე [პოლიციელზე თავდასხმა] და არც 353-ე მუხლით [წინააღმდეგობის …
„შეუძლებელია მზია ამაღლობელის განაჩენის სამართლიანი დასაბუთება“ – ინტერვიუ
„რეალურად ეს მუხლი კიდევ უფრო შეუსაბამოა იმ ქმედებასთან, რაც მზია ამაღლობელმა ჩაიდინა,“ – კატეგორიულია იურისტის, გურო იმნაძის შეფასება მზია ამაღლობელის განაჩენზე. მზია ამაღლობელის საქმეზე მოსამართლემ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ჟურნალისტი 2 წლით გაუშვა ციხეში. 6 აგვისტოს გამოცემა „ბათუმელების“ და ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელს და დირექტორს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მზია ამაღლობელს პროკურატურა …
Continue reading “„შეუძლებელია მზია ამაღლობელის განაჩენის სამართლიანი დასაბუთება“ – ინტერვიუ”
მზია ამაღლობელი მოსამართლემ უკანონო პატიმრობაში დატოვა – რეპორტაჟი სასამართლოდან
„შს მინისტრის პოლიციელმა მამამ – დავით გელაძემ 18 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციელი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. ქალბატონო ნინო, მზია ამაღლობელს ისევ პატიმრობაში ტოვებთ?“- ამ შინაარსის ტრანსპარანტებით დადგნენ დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან ჟურნალისტები და მოქალაქეები. დღეს, 23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის მოწმეების მოსმენის გარდა, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების …
Continue reading “მზია ამაღლობელი მოსამართლემ უკანონო პატიმრობაში დატოვა – რეპორტაჟი სასამართლოდან”
რა თქვა ბესელიამ დგებუაძის გაწითლებულ ლოყაზე – რა ახსოვს და რა დაავიწყდა პოლიციის ყოფილ უფროსს
დღეს, 28 აპრილს, „მზია ამაღლობელის საქმეზე“ სასამართლოს ჩვენება გრიგოლ ბესელიამ მისცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა დირექტორმა. საქმეს არსებითად მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. ის უკვე სამ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელს 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების …