ნინო დათაშვილი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

დღეს, 29 ოქტომბერს, რუსთავის ქალთა ციხე გირაოს საფუძველზე დატოვა წინასწარ პატიმრობაში მყოფმა მასწავლებელმა, სამოქალაქო აქტივისტმა ნინო დათაშვილმა. მასწავლებელსა და სინდისის პატიმარს, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 5000-ლარიანი გირაოთი დღეს შეუცვალა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე. პროკურატურის მიერ შუამდგომლობის დაყენებას გირაოს შესახებ წინ უძღოდა შემაშფოთებელი ცნობები ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის …

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის განცხადება ნინო დათაშვილზე

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ფეისბუქზე განცხადებით ეხმიანება ინფორმაციას პატიმრობაში მყოფი მასწავლებლის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შესახებ. „ჩვენ, ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია, ვაკვირდებით რა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და თავისუფლებააღკვეთილი ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც სამედიცინო ეთიკისა და ჰუმანური ღირებულებებისადმი ერთგული ორგანიზაცია, ვაცხადებთ და შევახსენებთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ადეკვატური სამედიცინო …

მოძრაობა „300 ქალის“ განცხადება ნინო დათაშვილზე

საპროტესტო მოძრაობამ „300 ქალი“ პროკურატურას მიმართა პატიმრობაში მყოფი მასწავლებლის ნინო დათაშვილის შესახებ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ციხეში დამძიმდა. „მოვითხოვთ მასწავლებელ ნინო დათაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალოს უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით და ნინო დათაშვილის მიმართ გამოყენებულ იქნას გირაო“ – ნათქვამია საპროტესტო მოძრაობის განცხადებაში. აქვე ვკითხულობთ, რომ განცხადებას ხელს 300-ზე მეტი ქალი აწერს. 28 ოქტომბერს ორგანიზაციამ „პარტნიორობა …

„ნინო დღეს მოიყვანეს ეტლით, სადაც იჯდა გაცრეცილი, გაშეშებული კისრით“

გოდი ფრუიძე ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 28 ოქტომბერს, რუსთავის ქალთა კოლონიაში მან მოინახულა პატიმრობაში მყოფი ნინო დათაშვილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია. „დღეს ნინო დათაშვილი, ჩემი მეუღლე, ვნახე (ქალთა) მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მისივე მოთხოვნით (დილით დამირეკა), რათა მენახა მისი კიდევ უფრო გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამბავი მომეტანა ხალხთან. ეს ბოლო სამი პაემანია, ნინო ვერ ამოდის …

„მარჯვენა ხელ-ფეხს ფაქტობრივად ვერ ამოძრავებს“ – აქტივისტი ნინო დათაშვილზე

პროევროპული აქციების მონაწილე, ნინო კალანდია ფეისბუქზე წერს, რომ ესაუბრა პატიმრობაში მყოფ მასწავლებელს, ნინო დათაშვილს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად დამძიმდა. „ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. 24 ოქტომბერს „ვივამედში“ ჩაუტარდა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. დასკვნაში წერია, რომ გამოვლენილია დიაგნოზი, რაც არ იყო დაფიქსირებული ორი თვის წინ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტში. კერძოდ M50.2. კისრის სეგმენტის მალთაშუა დისკების ცდომები.C5 C6 …

„ნინო დათაშვილის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა“ – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), რომელიც სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის უფლებებს იცავს სასამართლოში, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც დღეს, 28 ოქტომბერს, გავრცელდა, PHR-ი წერს: „პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ხვალინდელ პროცესზე PHR სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 29 ოქტომბერს, 12:00 …

„ბავშვზე მოძალადე გამოუშვეს, ნინო კი პატიმრობაში დატოვეს, ჯანმრთელობის მიუხედავად“ – ადვოკატი

„ციხე არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება გამოსწორდეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არც სასჯელის და არც პატიმრობის მიზანი არ არის ადამიანის ტანჯვა და როდესაც ადამიანს აქვს გაუსაძლისი ტკივილი და უჭირს გადაადგილება, უჭირს საკუთარი თავის მოვლა და საკვების მიღება, რა თქმა უნდა, ეს არის მისი ტანჯვა და არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება“- ამბობს ადვოკატი თამარ გაბოძე უკანონო პატიმრობაში მყოფ …

სინდისის პატიმარი ნინო დათაშვილი ციხიდან „ლელოს“ ლიდერებს მიმართავს

სინდისის პატიმარი, მასწავლებელი, აქტივისტი ნინო დათაშვილი რუსთავის ქალთა კოლონიიდან „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიმართავს და მათ სთხოვს, არ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ნინო დათაშვილის წერილი მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს: ბატონო მამუკა, ბატონო ბადრი, მე პოლიტპატიმარი მოგმართავთ, როგორც პოლიტპატიმრებს. ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დგას საზოგადოების გაერთიანებაზე. გთხოვთ, გაეთიშოთ ბიძინას …

ახალი მტკიცებულება ნინო დათაშვილის საქმეში: „სხეულზე ჰქონდა დაზიანებები…“

ადვოკატი, უფლებადამცველი ელისო რუხაძე ამბობს, რომ მოიპოვა დოკუმენტი, რაც ადასტურებს იმას, რომ საკანში მოთავსების დროს დაკავებულ აქტივისტს, ნინო დათაშვილს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა. „ეს არის ოფიციალური დოკუმენტაცია, სადაც მითითებულია, რომ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანის დროს ნინო დათაშვილს ჰქონდა გარკვეული დაზიანებები… ეს დაზიანებები მან მანდატურების მიერ განხორციელებული ძალადობის დროს მიიღო,“- ამბობს ნინო დათაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ელისო რუხაძე. …

Exit mobile version