ბათუმის მერია სეპარირების ურნებს ბოქლომებს დაადებს

ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავება“ სეპარირების ურნებს ბოქლომებს დაადებს. კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია 150 ბოქლომის შეძენა, ქალაქში კი, ამ დროისთვის 50 სეპარირების ურნაა განთავსებული. იგეგმება 10 ურნის დამატებაც. 150 ბოქლომის შესაძენად შპს „სანდასუფთავება“ ამ ეტაპზე სავარაუდო ღირებულებას ადგენს, რისთვისაც ბაზარს იკვლევს. შესაძენი ბოქლომის სიგრძე არანაკლებ 40 სმ და არაუმეტეს 60სმ უნდა იყოს. დაინტერესებულ პირებს თავიანთი წინადადებების წარდგენა …

ახალი ნაგავსაყრელები ყველა დასახლებულ პუნქტში – 2022-2026 წლის ეროვნული გეგმა

2026 წლისთვის საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელები და გადამტვირთი სადგურები უნდა მოეწყოს, ამავე დროისთვის უნდა დაიხუროს ყველა ძველი ნაგავსაყრელი. ამის შესახებ ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში წერია, რომელიც გუშინ, 8 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ 2026 წლამდე ქვეყანაში დაინერგოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ახალი სერვისი …

წელს ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ყველაზე მეტი ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 3 თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 601 ფაქტი გამოავლინეს, მათგან ყველაზე მეტი – 218 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. 2022 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში მცხეთა-მთიანეთში გამოვლენილია 62 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 53, ქვემო ქართლში – 50, კახეთში – 44, იმერეთში – 34, გურიაში …

ბათუმის ქუჩებში დაყრილი პირბადეები [ფოტო]

COVID19-ის გავრცელების პრევენციისთვის უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სავალდებულო გახდა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს პირბადეს, მათგან ბევრი ერთჯერად პირბადესაც, რომელიც გამოყენების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, თავდახურულ ურნაში უნდა მოთავსდეს, თუმცა ხშირად ასე არ ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გამოყენებული პირბადის მოშორებისას, უსაფრთხოების მიზნით, არ უნდა შეეხოთ …

რამდენად საშიშია თუ სახლში ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი გაგიტყდათ

საქართველოში პანდემიამდე წელიწადში დაახლოებით 261, 324 ვერცხლისწყლის შემცველი თერმომეტრი იყიდებოდა. პანდემიის პირობებში თერმომეტრის მოხმარების მაჩვენებელი, ცხადია, გაიზარდა. ხელმისაწვდომი ფასის გამო საქართველოში უმეტესად შუშის თერმომეტრს მოიხმარენ, რომელშიც სახიფათო ნივთიერება ვერცხლისწყალია მოთავსებული. ასეთი თერმომეტრები ადვილად იმსხვრევა და ვერცხლისწყალიც ღია სივრცეში იფრქვევა. ვერცხლისწყალი საკმაოდ პრობლემური ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ცუდად მოქმედებს. რამდენად საშიშია თუ თერმომეტრი …

რატომ ხვდება ნარჩენები სოფლების ხევებსა და მდინარეებში

გასულ წლებთან შედარებით აჭარის სოფლებში ნარჩენების შეგროვების პროცესი მუნიციპალურ დონეზე გაუმჯობესდა, თუმცა ნარჩენების მართვის სისტემა ჯერ არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის გამართული. სოფლებში მოსახლეობა დღის განმავლობაში მოგროვებული ნარჩენების 80%-ზე მეტს მეორადად მოიხმარს მეურნეობაში, ნარჩენების იმ ნაწილს კი, რომელიც არაფერში გამოდგება, სოფელში ან მის მიმდებარედ განთავსებულ ურნებში ყრიან. ხულოში, ქედასა და შუახევში [მოსახლეობა – 55600] ჯამში …

საქართველოში ერთი ადამიანი წელიწადში 600 კილოგრამ ნარჩენს წარმოქმნის

ნარჩენების მართვა გლობალური გარემოსდაცვითი, სოციალურ და ეკონომიკური პრობლემაა. ნარჩენებმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ როგორც გარემოზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ემისიების გზით. ნაგავსაყრელები იკავებენ მიწის დიდ ფართობებს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მცირემიწიანი ქვეყნებისათვის. ნარჩენების უკონტროლოდ განთავსება აბინძურებს ჰაერს, წყალს და ნიადაგს, აბინძურებს საკვებს, ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების გავრცელებას.   ეროვნულ დემოკრატიული …

ბათუმში წელს ქუჩების დანაგვიანებისთვის ხუთი ჯარიმა დაიწერა

შპს „სანდასუფთავების“ მონაცემებით, 2019 წელს, იანვრის თვეში, ქუჩების დანაგვიანებისთვის ხუთი ჯარიმა დაიწერა – გადაზიდვებისას ტერიტორიის დატალახიანების გამო 1500 ლარით დაჯარიმდა ერთი სამშენებლო კომპანიაა, დანარჩენი ოთხი ჯარიმა კი ფიზიკური პირებზე დაიწერა. გასულ წელს, მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, სულ 75 საჯარიმო ოქმი დაიწერა, გაიცა 148 წერილობითი და 93 სიტყვიერი გაფრთხილება. წელს „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამი გაფრთხილება …

საიდან ხვდება ნარჩენები შავ ზღვაში – ახალი პროექტი შავი ზღვის ხუთი ქვეყნისთვის

საიდან ბინძურდება შავი ზღვა და აკვატორიის რა ნაწილია დაბინძურებული ნარჩენებით – ამის დასადგენად მუშაობა ხუთმა ქვეყანამ ერთობლივად დაიწყო: ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, უკრაინა, საქართველო. პროექტის ფარგლებში საერთო ინტერნეტპლატფორმა შეიქმნება, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს მშობლიურ ენაზე შეეძლება ინფორმაციის მიღება შავ ზღვაში ნარჩენებთან დაკავშირებით. მომხმარებელს პლტაფორმაზე ინფორმაციის დამატების საშუალებაც ექნება, რომელიც გადამოწმების შემდეგ აისახება საიტზე. დღეს, 21 ნოემბერს, პროექტის …

დასუფთავების აქციისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია ლიდერებს ეძებს

საერთაშორისო ორგანიზაცია Let`s Do It World – ის წარმომადგენლები საქართველოში მოხალისე ლიდერებს ეძებენ. ორგანიზაცია 15 სექტემბრისთვის ემზადება, როცა მსოფლიოს 150 ქვეყანა დასუფთავების დღეს აღნიშნავს. საქართველო დასუფთავების საყოველთაო აქციას წელს პირველად შეუერთდება. მსოფლიოს დასუფთავების დღე სამოქალაქო მოძრაობაა, რომელიც 2008 წელს  ესტონეთში სპონტანურად დაიწყო. მოძრაობას დაერქვა „Let’s Do It!“, რომელიც ამ მიმართულებით ყველაზე დიდ ორგანიზაციად იქცა.   გიორგი აზარიაშვილი, …

ბათუმში ნარჩენების დახარისხების კუთხე დააზიანეს

ბათუმში, „მეტრო სითიში“, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ განთავსებული ნარჩენების დახარისხების კუთხე დააზიანეს. სეპარაციის სტენდის მონიტორინგის ჯგუფის წევრის გიორგი ბოლქვაძის ცნობით, სეპარაციის კუთხეში განთავსებული სათავსოები გუშინ ღამით დააზიანეს. სეპარაციის კუთხე განკუთვნილია ნარჩენების შესაბამის დახარისხების ურნებში განთავსებისთვის. ქაღალდის, შუშის, პლასტმასისაა და ალუმინის ნარჩენების შეგროვებასა და შემდგომ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შპს „სევერი“, რომელიც ნარჩენებს შესაბამის გადამამუშავებელ კომპანიებს გადასცემს. ნარჩენების დახარისხების …

Exit mobile version