„ყველა ნაბიჯი მიუთითებს სავალდებულო მკურნალობისკენ – ეს არის რუსული ნარატივი. რუსული ნარატივია იმის თქმაც, რომ ჩანაცვლებითი თერაპია ლეგალური ნარკომანიაა. ეს ადამიანები არიან სახელმწიფოსთვის არასაინტერესო. ესაა ყველაზე დიდი უბედურება! ეს პროგრამები, როგორც ჩანს, მალე დაიხურება,“ – ამბობს ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. იგი სამედიცინო ცენტრის „ურანტის“ ხელმძღვანელია და მას „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლებითი პროგრამით …
Tag Archives: ნარკოპოლიტიკა
ნარკომანიის ჩანაცვლებითი პროგრამით 2023 წელს აჭარაში მედიკამენტი 14 520-მა პირმა მიიღო
ნარკომანიის ჩანაცვლებითი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტი აჭარაში 2023 წელს 14 520-მა ბენეფიციარმა მიიღო. 2022 წელს პროგრამით გაცილებით მეტმა, 17 647-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, 2021 წელს კი – 16 291-მა პირმა. ეს ინფორმაცია შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“ აჭარის უმაღლეს საბჭოს მიაწოდა. უმაღლესმა საბჭომ სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობისა და ბოლო წლების სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია …
რატომ გაიზარდა ნარკოტიკის მოხმარების სტატისტიკა?
ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების სტატისტიკა გასულ წელს გაიზარდა. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ქვეყნის მასშტაბით 10 518 პირი გადაიყვანეს და აქედან 6725 შემთხვევაში ნარკომოხმარება დადასტურდა. აჭარაში 699 შემოწმებული პირიდან 360-ს დაუდასტურეს ნარკოტიკის მოხმარება. 2018 წელს 8625 შემოწმებული პირიდან 4961 ადამიანს დაუდგინეს ნარკოტიკის მოხმარება. ნარკოშემოწმებაზე გადაყვანილი პირების და დადასტურებული შემთხვევების …
Continue reading “რატომ გაიზარდა ნარკოტიკის მოხმარების სტატისტიკა?”
როდის ვეღარ დააკავებს პოლიციელი პირს, რომელიც „მძიმე ნარკოტიკს“ არ მოიხმარს
საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ, 2 აგვისტოს ანტიკონსტუციურად მიიჩნია ადმინისტრაციული პატიმრობის, ან თავისუფლების აღკვეთის შეფარდება იმ პირების მიმართ, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარენ, მაგრამ იგი არ იწვევს „სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას“. სასამართლოს არ უმსჯელია, რომელ ნარკოტიკულ საშუალებებს შეეხება ეს სიახლე. გადაწყვეტილება უკვე ძალაშია, რადგან იგი გუშინვე გამოაქვეყნეს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე. როგორ უნდა იმოქმედონ ამ შემთხვევაში სამართალდამცველებმა, ვიდრე …
Continue reading “როდის ვეღარ დააკავებს პოლიციელი პირს, რომელიც „მძიმე ნარკოტიკს“ არ მოიხმარს”
რა უნდა მივიჩნიოთ დიდი ოდენობის ნარკოტიკად – „თეთრი ხმაურის“ ახალი სარჩელი
მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მორიგი სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს, 20 ივნისს, დაიწყო. ამ შემთხვევაში სადავო ნარკოტიკული საშუალების ოდენობაა – კანონი ერთ გრამამდე ნარკოტიკს „დიდ ოდენობად“ მიიჩნევს. მოსარჩელეები ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი არიან. ისინი 2016 წელს გაასამართლეს „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების“ შეძენა-შენახვის გამო. „დიდი ოდენობა“ ერთ შემთხვევაში 0,00000126, მეორეში – 0,0003 გრამი მეტამფეტრინია …
Continue reading “რა უნდა მივიჩნიოთ დიდი ოდენობის ნარკოტიკად – „თეთრი ხმაურის“ ახალი სარჩელი”
რა არის ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და რა სარგებელი შეიძლება ნახონ ამით „ბარიგებმა“
ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ქართული ნარკოპოლიტიკა შეიძლება დახასიათდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მსოფლიოში და უპირობოდ ყველაზე მკაცრი ევროპის რეგიონში. საზოგადოების ნაწილი საკანონმდებლო რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებლების გაზრდას გამოიწვევს. კვლევამ, რომელიც ეყრდნობოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (World Health Organization) მიერ 17 ქვეყნიდან მიღებულ მონაცემებს, დაადგინა: „მსოფლიოში ნარკოტიკების …
Continue reading “რა არის ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და რა სარგებელი შეიძლება ნახონ ამით „ბარიგებმა“”
ვინ არიან და რა საფრთხეს უქმნიან ნეონაცისტები ქვეყანას – ინტერვიუ
ვინ დგას ნეონაცისტური, ნეოკონსერვატიული დაჯგუფებების უკან, რომლებიც ყველაზე აგრესიული გზავნილებით გამოირჩევიან და პოლიტიკური პროცესების დროს სისხლისღვრის მოწოდებით გამოდიან. დაჯგუფება აცხადებს, რომ ქმნის „სამოქალაქო გვარდიას“და მათი ძირითადი გზავნილები მათთვის მიუღებელი ჯგუფების განადგურება, „მათი პარპაშის დასრულება“ და შევიწროებაა. როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს სამართლებრივი რეაგირება ამ დაჯგუფებების მიმართ? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ხელმძღვანელი, …
Continue reading “ვინ არიან და რა საფრთხეს უქმნიან ნეონაცისტები ქვეყანას – ინტერვიუ”
ბერა ივანიშვილი მარიხუანას ლეგალიზებას ითხოვს
რეპერი ბერა ივანიშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილია, ახალი სიმღერით მარიხუანას ლეგალიზებას ითხოვს. ახალი სიმღერა ბერას youtube გვერდზე დღეს, 13 მაისს, აიტვირთა. სიმღერის ტექსტის მიხედვით, ბერა კონკრეტულად მარიხუანას ლეგალიზებაზე აკეთებს აქცენტს, სხვა ე.წ. “სინთეტიკურ ნარკოტიკებზე” კი ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს. ტექსტში ახსენებს “ბარიგებს, რომლებიც ბევრ ხალხს კლავენ”. სიმღერის ბოლოს ამერიკელი ასტროფიზიკოსის ნილ …
Continue reading “ბერა ივანიშვილი მარიხუანას ლეგალიზებას ითხოვს”
ბათუმში ახალგაზრდები ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ
ამ წუთებში ბათუმში, „ევროპის მოედანზე“ ახალგაზრდების საპროტესტო აქცია იმართება. ისინი გუშინ, თბილისში, ღამის კლუბ „ბასიანში“ სპეცრაზმელების შეჭრას და ახალგაზრდებზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები გმობენ, პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებს და აცხადებენ, რომ ეს ნიშნავს მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლას. „ვგმობთ გუშინდელ ფაქტს, ის რაც მოხდა „ბასიანში“ ვთვლოთ, რომ ამით გამოგვიცხადეს ბრძოლა და ომს ომით პასუხობენ ხოლმე“ …
Continue reading “ბათუმში ახალგაზრდები ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ”
სახელმწიფოს აგრესიული ნარკოპოლიტიკის ფასი
რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ნარკოტესტირებისთვის? – ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს“ არ მოაწოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ კვლევის მიხედვით კი, სახელმწიფო ნარკომომხმარებლის გამოვლენისთვის და შემდეგ მისი დასჯისთვის ყოველწიურად დაახლოებით 18 მილიონს ხარჯს, რეაბილიტაციისთვის – თითქმის არაფერს. სახელმწიფოს ხარჯი ნარკოტესტირებისთვის მიუხედავად იმისა, რომ კანონი შეიცვალა, ქუჩაში ნარკოტესტირებისთვის ადამიანების დაკავების პრაქტიკა გრძელდება. შეცვლილი კანონის მიხედვით, ნარკოტესტირება მხოლოდ …
Continue reading “სახელმწიფოს აგრესიული ნარკოპოლიტიკის ფასი”
როგორ იძიებს სახელმწიფო პოლიციის მხრიდან ზეწოლის შემთხვევებს
„დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა” – ეს 22 წლის დემურ სტურუას ბოლო სიტყვებია, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დაწერა. წერილის მიხედვით, ის პოლიციელმა სცემა და აიძულებდა ეთქვა, ვის ჰქონდა დათესილი სხვადასხვა სოფელში მარიხუანა. გამოძიება დაწყებულია პირის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ასევე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. როგორ სრულდება პოლიციელთა წინააღმდეგ დაწყებული საქმეების გამოძიება? – „ბათუმელებმა“ რომან იაკობაძის ისტორია …
Continue reading “როგორ იძიებს სახელმწიფო პოლიციის მხრიდან ზეწოლის შემთხვევებს”
გიორგი მაისურაძე: ეს არის ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში მოსახლეობის დასამცირებლად
რატომ არ ცვლის სახელმწიფო რეპრესიულ პოლიციურ სისტემას? რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტისადმი საზოგადოების პროტესტი გარდამტეხი სისტემის შესაცვლელად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძეს ესაუბრა. დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტი არ არის ერთადერთი, როცა საქართველოში ნარკოპოლიტიკის და პოლიციური სისტემის მსხვერპლი ხდება ადამიანი. გახმაურებული ფაქტი რომ გავიხსენოთ, ერთი წლის წინ ქუთაისში გარდაიცვალა ლევან …
Continue reading “გიორგი მაისურაძე: ეს არის ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში მოსახლეობის დასამცირებლად”
ბათუმელი სტუდენტის ფოტოპროექტი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ
სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ბათუმელი სტუდენტი, ედო მჟავანაძე ფოტოპროექტით ეხმაურება 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს. „არა ინდივიდუალურად, რომელიმე პოლიციელი არამედ თავად ეს სისტემაა დამნაშავე, ამ და სხვა უამრევი ადამიანის ცხოვრების დანგრევაში. მე არც ვეწევი, არც ვსვამ, მაგრამ მშვენივრად მესმის, რომ ქართული ნარკოპოლიტიკა არაადექვატურად მკაცრია. დღეს უკვე ყველამ ვიცით რომ მარიხუანას მომხამრებლისა თუ გარშემომყოფთათვის ბევრად ნაკლები …
Continue reading “ბათუმელი სტუდენტის ფოტოპროექტი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ”
დისკუსია ნარკოპოლიტიკის საკითხებზე
ხვალ, 8 ივლისს, 12:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება შეხვედრა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „ბოლო პერიოდში საქართველოში ნარკოპოლიტიკა მწვავე კრიტიკის საგანია. მას უწოდებენ რეპრესიულს და მოითხოვენ მის შეცვლას ჰუმანური ნარკოპოლიტიკით, რომელიც იქნება არა დასჯაზე, არამედ რეაბილიტაციაზე და მკურნალობაზე ორიენტირებული“- ნათქვამია შეხვედრის ორგანიზატორის, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ინფორმაციაში. ნარკოპოლიტიკის საკითხებზე, საჯარო შეხვედრაზე ისაუბრებენ შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და …