ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც დაფინანსება მოიპოვა უცხო ქვეყნის აგენტია? – ნათია სირაბიძე რუსულ კანონზე

რუსული კანონის მიღების საფრთხეებზე საუბრის დროს ნათია სირაბიძე, პირველ რიგში, ნიჭიერ სტუდენტებზე ამახვილებს ყურადღებას,რომლებმაც უცხოეტში სწავლისთვის დაფინანსება მოიპოვეს. იგი დარწმუნებულია, რომ ეს კანონი ყველას შეეხება. ნათია სირაბიძე მეცნიერებათა დოქტორია, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი. „სტუდენტებო, ემიგრანტებო და ხელოვანებო, მოემზადეთ! ყოველდღიურად ათობით ადამიანი მომმართავს კონსულტაციისთვის, რომ საზღვარგარეთ თავიანთი შვილების სასწავლებლად გაუშვან. უცხოეთში სწავლა ძვირია, მაგრამ ჩვენი ნიჭიერი ბავშვები …

ჩემი, ანუ მოქალაქის საახალწლო ინიციატივა

ავტორი: ნათია სირაბიძე პანდემიის პირობებში ახალი წლის აღნიშვნა პრობლემატური გახდა, თუმცა ვიცით, რომ ქართველები, ვისაც ამის შესაძლებლობა ექნება, სუფრებს და მიმოსვლას არ მოიშლიან. ბოლოს და ბოლოს ბავშვებს თოვლიან თუ სუსხიან გარემოში ეზოში თამაშის სურვილი მაინც ექნებათ. რადგან დიდი ღონისძიებები გადაიდო [უსაფრთხოების დაცვის მიზნით], ერთი ინიციატივა მაქვს, რომელიც შეიძლება ძალიან ორგანიზებულად და საინტერესოდ შესრულდეს, საჯარო რესურსის …

რიგითი მოქალაქის მოსაზრება

ავტორი: ნათია სირაბიძე რამდენიმე წლის წინ კუვეიტში ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლება დავაპირე. ჩემმა მეგობარმა, რომელიც იქ ასწავლიდა, მითხრა: ძალიან კარგი პირობებია, მაგრამ ყველაზე დიდ სირთულეს სტუდენტების მოტივირება წარმოადგენსო. რა გინდა უთხრა ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, რომლებიც მილიარდერები არიან და სკოლაში “ლამბორჯინით” დადიან. ისწავლე, განათლება მიიღე და… რა? საქართველოში ყველა მეხუთე ბავშვი მშიერი მიდის სკოლაშიო, ერთმა მკვლევარმა თქვა. მასწავლებლები …

ნათია სირაბიძე: არასდროს გადავდგამ ნაბიჯს, რომელიც ჩემს ავტორიტეტს შელახავს

13 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა კომისიამ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინა. აჭარიდან კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი ნათია სირაბიძეა, ამჟამად სამშენებლო კომპანიის დირექტორი, ახლო წარსულში აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე, აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ნათია სირაბიძემ გასაუბრებაზე აღნიშნა, რომ დღეს აუდიტორიას აქვს უფრო მაღალი მოთხოვნები, ვიდრე იყო აქამდე …

ნათია სირაბიძე საზმაუს ბორდის წევრობაზე: ხელს არ ავუწევ იმას, რასაც არ ვეთანხმები

ნათია სირაბიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობას აპირებს. ის ახლა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობს, მანამდე იყო აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე და აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი. ნათიას აქვს ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილებაც. ნათია სირაბიძემ ჟურნალისტიკა ისწავლა საქართველოში და აშშ-ში. კითხულობდა ლექციებს ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, გრ. რობაქიძის უნივერსიტეტსა და ბსუ-ში. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და საჯარო გამოსვლის …

საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობა აჭარიდან ჯერჯერობით ორ პირს სურს – სირაბიძე&ლილუაშვილი

ვინ არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველები, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 3 მარტს ბორდის წევრობის მსურველებმა დოკუმენტაცია და არხის განვითარების კონცეფცია პარლამენტში შექმნილ სპეციალურ კომისიას უნდა გადაუგზავნონ. ბორდის ოთხი ასარჩევი წევრიდან ერთი კვოტა აჭარას ეკუთვნის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ადგილის დასაკავებლად აჭარიდან განაცხადი ამ დროისთვის ორმა კანდიდატმა გააგზავნა – ბესიკ ლილუაშვილმა და ნათია სირაბიძემ. ბესიკ …

მშობელს არ აქვს სისუსტის უფლება

ავტორი: ნათია სირაბიძე  ღამის ოთხი საათი იყო. ლილეს ხველების ხმამ გამაღვიძა. ვერ ვსუნთქავო. ბრონქული სპაზმი ჰქონდა. მეგობარი ექიმი გავაღვიძე, დისტანციურად გაგვიწია კონსულტაცია. მითითებებისამებრ წამლები ვიყიდე, დავალევინე და დილამდე ეძინა. საავადმყოფოში წავედით ანალიზისთვის. ლილე სკამზე იჯდა, ექთანი სისხლს უღებდა ჯერ ვენიდან და მერე თითიდან. უცებ ფერი დაკარგა და თავი ჩაქინდრა. ექთანმა, სასწრაფოდ დივანზე დავაწვინოთო. ლილე თვალებს …

რა თემებს განიხილავენ ევროპის კულტურის პარლამენტის ქართველი წევრები როტერდამში

ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში, ევროპის კულტურის პარლამენტის სესიები მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოდან დელეგატები: ლევან ხეთაგური და ნათია სირაბიძე, ასევე ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენელი, ლევან დვალი ესწრებიან. ნათია სირაბიძის თქმით, სესიების მთავარი მთავარი თემაა ევროპაში ემიგრანტების შემოსვლის საკითხი, კერძოდ, რამდენად დიდ როლს თამაშობს დღევანდელი ევროპის კულტურის შექმნაში ემიგრანტების კულტურა: „ერთ-ერთი კარგი მაგალითი იყო, ევროპულ ქალაქებში არქიტექტურის განვითარება და ცვლილება, რადგან დევნილების …

ნათია სირაბიძე სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია სირაბიძე სამშენებლო კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. მისივე განმარტებით, „მარდი ჰოლდინგის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ჯიჯავაძე, კვლავ რჩება კომპანიაში დირექტორის თანამდებობაზე, იგი კომპანიაში ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს გააკონტროლებს. ნათია, კონკრეტულად რა სფეროებს უხელმძღვანელებთ კომპანიაში? ირაკლი რჩება ასევე მარდი ჰოლდინგში, უბრალოდ, მიმართულებები გადავინაწილეთ. მე ვიქნები აღმასრულებელი, ირაკლი კი ფინანსურ …

ნათია სირაბიძემ მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია სირაბიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც მან „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, თანამდებობის დატოვების მიზეზი ახალი მინისტრის გადაწყვეტილებაა. „ჩვენ ხომ ისედაც გათავისუფლებული ვიყავით თანამდებობიდან მთავრობის ცვლილების გამო, უბრალოდ აღარ ვინიშნები. მინისტრის გადაწყვეტილება იყო. დღეს მითხრეს მე“ – ამბობს ნათია სირაბიძე. ნათია სირაბიძემ  „ბათუმელებთან“ საუბარში ასევე აღნიშნა, რომ ის ახალ სამსახურს ელოდება: …

Exit mobile version