სახიფათო სამედიცინო ნარჩენებს რამდენად უსაფრთხოდ ანადგურებენ ბათუმში – „გვწამლავენ ხალხს, რას წვავენ ასეთს?“

„საბაჟოს [გაფორმების ეკონომიკური ზონის] შემდეგ „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის უკან, სადაც ნაგავსაყრელის შესასვლელია, არის ასეთი ჰაერის დაბინძურება. როდესაც გავივლი სულ ასეა და მაინტერესებს ასე უნდა იყოს? ნორმალურია ეს? თითქმის ყოველდღე ასე წამლავენ ხალხს და იქნებ ვინმემ მიხედოს ამას. გზაზე ავტომანქანით გავლისას მინებს თუ არ ამოწევ დაიხრჩობი, ისეთი მძაფრი სუნი აქვს, რას წვავენ ასეთს?“ – მოგვწერა „ბათუმელებს“ …

ბათუმში 130 ტონა სახიფათო ნარჩენებს უკანონოდ ანადგურებენ – რას ამბობენ დეპარტამენტში

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურ ობიექტში, წელიწადში 130 ტონაზე მეტ სახიფათო ნარჩენს ანადგურებენ, რისთვისაც 23 ტონა დიზელის საწვავი იხარჯება. სახიფათო ნარჩენების განადგურება, გარემოს ზედამხედველობის დასკვნით, კანონშეუსაბამოდ მიმდინარეობს, რის გამოც ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ მიმართ სამართალდარღვევის ოქმიც შეადგინეს.  თუმცა, ამ დრომდე დაუდგენელია, რა ზიანი ადგება გარემოს სახიფათო ნარჩენების განადგურებით.  ობიექტს [სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებლების საწარმოს], …

ახალი ჯარიმები ნარჩენების მართვაზე

„ოცნების“ პარლამენტი ახალ-ახალი ჯარიმების დაწესებას აგრძელებს. პარლამენტს გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვილებისა და ახალი ჯარიმების დაწესების თაობაზე ინიციატივით მთავრობამ მიმართა . ინიციირებული პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას უფლება ენიჭება დაადგინოს გამონაკლისი, ნარჩენების დროებით შენახვის ობიექტზე განთავსებისთვის დადგენილ ვადასთან დაკავშირებით. კერძოდ, პროექტის დამტკიცების შემდეგ კოდექსში უნდა დაკონკრეტდეს, თუ რას უნდა მოიცავდეს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სახიფათო …

რატომ არ მუშაობს ახალი ნაგავსაყარი, რომლის მშენებლობაც 2021 წელს დასრულდა

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყარი, რომლის მშენებლობა ოფიციალური ინფორმაციით 2021 წელს დასრულდა, მუშაობას მინიმუმ 2027 წლამდე ვერ დაიწყებს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ცეცხლაურში უნდა ააშენონ მყარი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტი [გამწმენდი ნაგებობა – MBT]; ასევე არ დაწყებულა მუნიციპალური ნარჩენების შუალედური გადამტვირთი სადგურის მშენებლობა ბათუმში; ხოლო ცეცხლაურის ნაგავსაყარის გახსნამდე ვერ დაიხურება ადლიასთან არსებული ნაგავსაყარი. ეს სამუშაოები რომ …

როდის დაიწყებს ახალი ნაგავსაყარი ნარჩენების მიღებას – პროექტი 5 წლის წინ უნდა დასრულებულიყო

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში აშენებული ახალი ნაგავსაყარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით „უკვე შესულია ექსპლუატაციაში“, თუმცა, კვლავ უცნობია, როდის დაიწყებს ობიექტი ნარჩენების მიღებას. პროექტი, რომელიც, ძირითადად, უცხოელი დონორების თანხითაა დაფინანსებული, მინიმუმ 4 წლის წინ უნდა დასრულებულიყო და ნარჩენების მიღება 2021 წლის მარტიდან უნდა დაწყებულიყო. პროექტს სახელმწიფო შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ ახორციელებს, რომელსაც აჭარის ფინანსთა …

ბათუმის მერია ნაგავსაყარს ღობავს – ქალაქმა ამისთვის 326 ათასი ლარი გამოყო

ბათუმის მერიამ ადლიის დასახლებაში ნაგავსაყარის შემოღობვა გადაწყვიტა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 326 ათას 687 ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2024 წლის 30 აგვისტოს დაიწყება და 4 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში უნდა შესრულდეს. პროექტის მიხედვით, ნაგავსაყარი 2,2 კილომეტრი სიგრძის …

„ჩემი ადგილი არსად იყო“ – როგორია, როცა ნაგავსაყარზე ცხოვრობ

რა აიძულებს ადამიანს დასახლდეს ადგილზე, სადაც 170-ათასიანი ქალაქის საყოფაცხოვრებო ნაგავი იყრის თავს? „უქონლობა“ აიძულებს ადამიანს იმუშაოს ნაგავსაყარზე, გადაარჩიოს ნაგავი, იპოვოს ისეთი ნივთი, რასაც გაყიდის და მერე ამით იყიდოს პური – ამბობენ ისინი, ვინც თავს ნაგავსაყარზე მუშაობით ირჩენს. „არსად იყო ადგილი, სადაც წასვლა შემეძლო“ – გოჩას ისტორია გოჩა დუმბაძე 13 წელია ნაგავსაყარზე ცხოვრობს. პირველად 2009 წელს …

20 წლის ფეხმძიმე გოგო ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს – „სახის გამოჩენა არ მინდა“

მარი 20 წლისაა. 4 თვის ფეხმძიმეა. ღარიბია და ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს. გზა ქოხამდე, სადაც მარი ცხოვრობს, ძაღლების ჯგროსთან ერთად უნდა გაიარო. ბათუმის ნაგავსაყარზე ადამიანები და ძაღლები ერთად თანაცხოვრობენ. მარი ნაგავსაყარზე წელიწად-ნახევრის წინ აღმოჩნდა. ბავშვობა სოფელში გაატარა. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, როცა შეუყვარდა. ექვს თვეში იქორწინეს. მარი იხსენებს იმ დილას, როცა ახალდაქორწინებულმა თვალი ნაგავსაყარზე გაახილა. „დაახლოებით …

აგვისტოს ომის ვეტერანი ისევ ნაგავსაყარზე ცხოვრობს

„ჩემი ქმარი ისევ ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს და მუშაობს. სამი შვილი გვყავს, მე და ბავშვები ნაქირავებში ვართ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ იამზე ბერიძემ, აგვისტოს ომის ვეტერანის ცოლმა. აგვისტოს ომის მონაწილის, ჯემალ ბერიძის შესახებ ბათუმელები 2021 წლის ივლისში წერდა. კაპრალი ჯემალ ბერიძე საქართველოს სამხედრო ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. ომის დღეებიდან მალევე, 2008 …

ცეცხლაურში მშენებარე ნაგავსაყარის მიმდებარედ ოჯახებს კომპენსაციას არ უხდიან

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს აშენებენ. ექვსი ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც ნაგავსაყარიდან, საშუალოდ, 250 მეტრითაა დაშორებული, ითხოვს სახელმწიფომ გაასახლოს და კომპენსაცია გადაუხადოს. ოთხმა მოსახლემ – ზვიად, თამაზ, ბადრი და მერაბ მგელაძეებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ჩართვა მოითხოვა. მათ სამინისტროსგან ნებართვა ვერ მიიღეს. „პროექტის შესახებ ინფორმაციის გაგებისთანავე ვიყავით …

Exit mobile version