როგორ ჩანს აჭარის სანაპირო ევროკავშირის PONTOS პლატფორმაზე – ცვლილება და ეროზია 

საქართველოს ზღვის სანაპიროს ეროზია და წყლის დაბინძურების მზარდი მაჩვენებელი, გაუტყეურება და მდინარეების მოდიფიკაცია წლების მიხედვით – ამ და სხვა მონაცემების ნახვა ნებისმიერ ადამიანს ევროკავშირის პროექტის PONTOS [გარემოს მონიტორინგი შავი ზღვის აუზში პროგრამა კოპერნიკუსის] ფარგლებში შექმნილ ონლაინბაზაში შეუძლია. PONTOS პლატფორმაში ინტეგრირებულია კოსმოსური სატელიტებით, დისტანციური ზონდირებითა და საველე კვლევებით მიღებული ინფორმაცია. შესაბამისად, ინფორმაციის დიდი ნაწილი ცოცხალ რეჟიმში …

ბათუმის რივიერას საკითხზე შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას მიმართეს

საზოგადოება „ბათომმა“, მოძრაობამ – „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივამ“ შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიის ხელმძღვანელს, პროფესორ დოქტორ მეჰმეტ ემინ ბირპინარს მიმართეს წერილით. ბრიფინგი ამ თემაზე დღეს, 25 სექტემბერს, გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წევრებმა ოფიციალური წერილი გაასაჯაროვეს. წერილში აღნიშნულია იმ ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ, რაც, ორგანიზაციების განცხადებით, შავი ზღვის სანაპიროს პროექტ „რივიერა ბათუმის” განხორციელების შემთხვევაში ემუქრება. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა …

ბატონო პრემიერო, ეს არის ჩვენი ბოლო მომართვა – აქტივისტები რივიერას დასაცავად

საზოგადოება „ბათომი“, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ბათუმის კონცხზე ხუთი კოშკის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართავენ. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: მოგმართავთ ისევ „რივიერა ბათუმის“ პროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს დასაბუთებული არგუმენტები პროექტის მიზანშეწონილობას და რისკებთან დაკავშირებით და, …

რივიერაზე მშენებლობა საშიშია – პრემიერს და გარემოს მინისტრს გზშ-ს მოთხოვნით მიმართეს

ბათუმი რივიერაზე ცათამჯენების მშენებლობის რისკების შესახებ საზოგადოება „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივა“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავენ. განცხადების ავტორები მოითხოვენ, კონცხზე დაგეგმილი მშენებლობიდან გამომდინარე სავარაუდო რისკებისა და კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რის მომზადებაც  მშენებელი კომპანიისთვის სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუვალებია. განცხადების შინაარს …

 რამდენად სახიფათოა ბათუმისთვის კარბამიდის ტერმინალის აშენება გზშ-ს გარეშე 

ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ბათუმის პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გზშ-ს არ ექვემდებარება. ეს ცვლილება, ძირითადად, მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების [გრანულირებული კარბამიდი] გადასატვირთი ტერმინალის მოწყობას და ექსპლუატაციას გულისხმობს. მაგრამ, იქნება თუ არა უსაფრთხო კარბამიდის ტერმინალი ბათუმში? გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“ აცხადებენ, …

„შუახევიჰესი“ გვირაბის ჩამოშლის შემდეგ

აგვისტოში „შუახევიჰესის“ სამი გვირაბიდან ერთ-ერთი ჩამოიშალა. სამი თვის შემდეგ ჰესის მფლობელ კომპანიაში, „აჭარისწყალ ჯორჯიაში“ თქვეს, რომ მეწყრული პროცესებით აქტიურ მაღალმთიანეთში, სავარაუდოდ, გვირაბის ჩამოშლა „არამყარმა ქანებმა“ განაპირობა და საქმე გვაქვს „გაუთვალისწინებელ გეოლოგიურ პროცესთან“. გვირაბი ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან ჩამოიშალა, წყალსაცავთან ახლოს, რომელიც წყლისგან ახლა სრულიად დაცლილია. ამ ადგილას მოსახლეობა სამი წლის წინ საპროტესტო აქციებს მართავდა და უსაფრთხოების …

რატომ შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული საზოგადოებრივი სიკეთე

„წიაღისეული ეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს, ეს საზოგადოებრივი სიკეთეა… როგორ შეიძლება საზოგადოებრივი სიკეთე ეკუთვნოდეს ხალხს და ხალხს არ ჰქონდეს ინფორმაცია სიკეთეზე?“ – ეს შეკითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ დაუსვა. სასამართლო „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელს განიხილავს. თავდაპირველად სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაიწყო. დღეიდან განხილვას პლენუმი გააგრძელებს, რომელმაც უნდა თქვას – არის თუ არა ინფორმაცია …

გავიგებთ თუ ვერა ვინ როგორ მოიპოვებს წიაღისეულს

სახელმწიფო წიაღისეულის მოპოვებაზე ინფორმაცია დახურულია. ამას ხელისუფლება მესაკუთრის ანუ წიაღის მომპოვებლის კომერციული ინტერესით ხსნის და გასცემს მხოლოდ ლიცენზიას, სადაც წერია, თუ რა რაოდენობის წიაღისეულის მოპოვების უფლება აქვს მოპოვებული ამა თუ იმ კომპანიას. წიაღისეულის მოპოვებაზე ინფორმაციის გასაიდუმლოებას ასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში „მწვანე ალტერნატივა“. პირველი კოლეგია სარჩელს არსებითად დღეს, 22 მარტს, განიხილავს. „მწვანე ალტერნატივამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, …

რა მოხდა კინტრიშის ხეობაში მშენებარე ჰესზე

კინტრიშის ხეობაში მშენებარე ჰესთან მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ სამშენებლო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ჰესის მშენებელ კომპანიაში თქვეს, რომ ჰესის გვირაბთან კლდე ჩამოინგრა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და სოფელ ჭახათის რწმუნებულის თქმით კი, ჩამოინგრა გვირაბის ნაწილი. შემთხვევა 2016 წლის დეკემბერში მოხდა. ჰესის მშენებლობაზე კომპანია  „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“ მუშაობს, რომლის დირექტორი პაატა ფხალაძე აცხადებს, რომ გეოლოგიური დასკვნების მიუხედავად, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა …

მორატორიუმი ჰიდროპროექტების წინააღმდეგ

მორატორიუმი-ჰიდროპროექტ

Exit mobile version