528 ათასი ლარი მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის რემონტისთვის

დაცული ტერიტორიების სააგენტო მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი 528 ათას 639 ლარით აქვს გამოცხადებული. „მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის სამოქმედო არეალში, კერძოდ სოფელ ჩაქვისთავში მდებარე ადმინისტრაციული შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხორციელდება საერთაშორისო პროექტის – „ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტი თანადაფინანსებით.“ – წერს …

მოსახლეობის მიერ ნაპოვნი 2 შველი მტირალას ეროვნული პარკში დააბრუნეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მოსახლეობის მიერ ნაპოვნი 2 შველი ველურ ბუნებაში დააბრუნეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, შვლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იპოვეს და დასახმარებლად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართეს. ცხოველებს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, შვლები ველურ ბუნებაში გაუშვეს. _____________ ფოტო „ბათუმელების“ …

რატომ შემცირდა მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია – ადმინისტრაციის განმარტება

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია 180,8 ჰექტრით შემცირდა. შესაბამისი ცვლილება კანონში საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის მარტში დაამტკიცა. ამ ცვლილებამდე „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული იყო: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ეკოტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ქობულეთის, ხელვაჩაურისა და …

მტირალაზე დაკარგული ჩეხი ტურისტი იპოვეს

მტირალას ეროვნულ პარკში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს დაკარგული ჩეხი ტურისტი, 28 წლის კაცი. „ღამის პირველ საათზე მივიღეთ შეტყობინება, რომ დაკარგული იყო ტურისტი. მთელი ღამე სამძებრო სამუშაოებს ვატარებდით. გამთენიისას, დაახლოებით 6-ის წუთებზე ხმა მოგვაწვდინა და ვიპოვეთ“ – უთხრა „ბათუმელებს“ მტირალას ეროვნული პარკის დირექტორმა, გიორგი ქურიძემ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ რეინჯერები და მაშველები. _____________ ფოტოზე: მტირალას ეროვნული …

როგორია შემოდგომა აჭარის ტყეებში – სად წავიდეთ, რა ვნახოთ

როცა ზაფხული მთავრდება, მზის მცხუნვარება ცხრება და საღამოობით თბილი შარფიც გვსიამოვნებს, გვგონია, რომ შინ ჯდომის დრო დგება და მომავალ ზაფხულამდე შორს ვეღარსად წავალთ მთა-ველების მოსავლელად. ასე სულაც არ არის. მეტიც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შემოდგომაზე უფრო აქტიურად ცხოვრობენ და ზაფხულის ხვატში სულაც არ სიამოვნებთ ლაშქრობა. თუ ამ ადამიანების სიაში ხართ, მაშინ შემოდგომა ეროვნულ პარკებში ჯერ საკუთარი …

გურიაში, ეზოში ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, შველი ველურ ბუნებაში გაუშვეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, შველი გურიაში, სოფელ ბუკისციხეში, ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ ნაკვეთში იპოვა და დასახმარებლად ზედამხედველობის დეპარტამენტს მიმართა. ცხოველს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, მისი მტირალას …

მტირალას ეროვნულ პარკში ხის კოტეჯს ჩადგამენ

დაცული ტერიტორიების სააგენტო მტირალას ეროვნულ პარკში ერთ ხის კოტეჯს ჩადგამს. სააგენტო სამუშაოებს ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 56 ათასი ლარია გათვალისწინებული. კოტეჯი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგიდან დაახლოებით 12 კმ მანძილზე უნდა აშენდეს. მტირალას ეროვნულ პარკში მითითებულ ადგილზე ხის კოტეჯი [36,6 კვ/მ], ტენდერში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღეში უნდა ააშენოს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 31 ოქტომბერს დასრულდება. ტენდერის …

იუნესკოში წარდგენილ მტირალას, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ექსპერტები სწავლობენ

მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები სწავლობენ. ისინი ადგილზე ეცნობიან კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს. ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნის შედეგად გადაწყდება, მიიღებენ თუ არა დაცული ტერიტორიების ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები. საქართველოში იმყოფება ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ორი …

ყველაზე მეტი მნახველი პრომეთეს მღვიმეში – ვიზიტორთა სტატისტიკა დაცულ ტერიტორიებზე

საქართველოში დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი მნახველი, 2019 წლის პირველ ნახევარში, პრომეთეს მღვიმეს ეწვია – 74 289 ვიზიტორი იანვრიდან-ივნისის ჩათვლით პერიოდში. დაცული ტერიტორიის სააგენტოს მონაცემებით, 20 დაცული ტერიტორიიდან, ამავე პერიოდში, ვიზიტორთა რაოდენობით მეშვიდე ადგილზეა მტირალას ეროვნული პარკი – 25 616 ვიზიტორით; მეთორმეტე ადგილზეა ქობულეთის დაცული ტერიტორიები – 5 229 ვიზიტორი; მეთხუთმეტე ადგილზე მაჭახელას ეროვნული პარკი – …

როგორ გამოიყურება „თოკების პარკი“ მტირალაზე [ფოტო]

„თოკების პარკი“ მტირალას ეროვნულ პარკში კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო და მასზე 168 000 ლარი დაიხარჯა. პარკი 27 მარტს გაიხსნა, თუმცა, სრული დატვირთვით ტურისტულ სეზონზე იმუშავებს. ატრაქციის სიგრძე სულ 209 მეტრია, არის ორი მარშრუტი – ბავშვებისთვის და უფროსებისთვის.

მტირალას ეროვნულ პარკში „თოკების პარკი“ იხსნება

28 მარტს მტირალას ეროვნულ პარკში ახალი ტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ გაიხსნება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, „თოკების პარკი“ ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციაა და განსხვავდება ზიპლაინისგან, რომლის საშუალებითაც ხიდან ხეზე დაშვებაა შესაძლებელი. „თოკების პარკი წარმოადგენს წინაღობათა ჯგუფს, თოკებიდან, ხიდებიდან, ხის მორებიდან, ბადეებიდან და სხვა საგნებიდან, რომელიც სხვადასხვა სიმაღლეზეა დამონტაჟებული. სიგრძე სულ 209 მეტრია, არის ორი მარშრუტი – ბავშვებისთვის …

მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული შვეიცარიელი ტურისტები იპოვეს

ქობულეთში, მტირალას ეროვნულ პარკში, შვეიცარიის ორი მოქალაქე დაიკარგა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაკარგული ტურისტები  მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. ამავე წყაროს ცნობით, ტურისტებს ლაშქრობისას გზა აებნათ და ტყიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. „სამძებრო სამუშაოები გვიან ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს დაკარგულების პოვნა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე …

„მტირალას“ პარკისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გაიხსნა

მტირალას პარკის მიმართულებით გზა რეაბილიტირებულია და ვიზიტორებს პარკამდე უკვე შეუძლიათ ავტომანქანით გადადგილება. აჭარის მთავრობის ცნობით, ამჯერად ასფალტის საფარი 3 230 მეტრზე დაიგო. გზის რეაბილიტაცია გრძელდება და საბოლოო ჯამში პროექტი 12 548 მ2 გზის მოასფალტებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, გზისა მოასფალტების გარდა, მოეწყო ბეტონის საყრდენი კედლები, გაბიონები, სამი ახალი ხიდი და ჩატარდა ორი ხიდის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის …

25 აგვისტოდან მტირალასთან მისასვლელი გზა მანქანებისთვის ჩაიკეტება

25 აგვისტოდან მტირალას ეროვნულ პარკამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტება. მტირალას პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ტურისტებს, რომელთაც ამ დღეებში სურთ ეროვნული პარკის მონახულება, დაახლოებით 10 კილომეტრის ფეხით გავლა მოუწევთ ჩაქვიდან მტირალას ეროვნულ პარკამდე, სოფელ ხალას გავლით. „პარკი ღია იქნება, მაგრამ მანქანით ამოსვლა არ იქნება შესაძლებელი. ეს პარკთან მისასვლელი ერთადერთი გზაა, უკვე გავაფრთხილეთ ტურისტული სააგენტოები. ვარაუდობენ, რომ 10 დღეში მორჩებიან, თუმცა …

მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი 5 წლით გასხვისდა

დღეს, 22 ივნისს, მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი აუქციონის წესით 5 წლით გასხვისდა. დაცული ტერიტორიების სააგენტომ  მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრის სასტუმროს ნომრები და საპიკნიკეები აუქციონზე 14 ივნისს გამოიტანა. აუქციონზე საწყისი ფასი 9 ათასი ლარი იყო, საბოლოოდ კი ვიზიტორთა ცენტრი 22 ათას ლარად გასხვისდა. აუქციონში გამარჯვებულმა საიჯარო ქირა 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად უნდა გადაიხადოს. …

ჩემი თავგადასავალი კოლხურ ტყეებში, მტირალას ბილიკებზე

ბათუმიდან 27 კილომეტრში არის ერთი ადგილი. აქ კლდეებიდან წყაროები მოსჩქეფს, ფოთლებით მოფენილ ბილიკებს აღმართ-დაღმართებზე ჩანჩქერისკენ მიჰყავხარ, ჰაერში მწვანე, დაბურული ტყის სუნი ტრიალებს და სუნთქვას გიადვილებს, სადაც ხეების ჩრდილქვეშ ჯერ შეიძლება წვიმა წამოგეწიოს და შუბლი გაგიგრილოს, 15 წუთის შემდეგ კი ფოთლებზე მძივებივით დაკიდულ წვიმის წვეთებს მზის სხივები ააციმციმებს. ეს მტირალას ეროვნული პარკია,  რომლის უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან …

საბაგირო, რომელსაც მეორე ნაპირზე ხელით სამართავი მექანიზმით გადაჰყავხარ [ვიდეო]

მტირალას ეროვნულ პარკში, სოფელ ჩაქვისთავში მცხოვრებმა ხასან გორჯელაძემ ტურისტების სოფელში მოსაზიდად ხელით სამართავი საბაგირო გზა ააგო. მდინარე ჩაქვისწყალზე გაჭიმული საბაგირო გზა სოფელს ეროვნულ პარკთან აკავშირებს. სეზონზე ყოველდღიურად ათეულობით ტურისტი სარგებლობს ამ პატარა, უცნაური ტრანსპორტით. ხასან გორჯელაძე ამბობს, რომ საბაგიროს 39 დღე აშენებდა. 15 დღე მარტო უზარმაზარი ქვის ლოდის დამტვრევას დასჭირდა, რომელიც მდინარის მეორე მხარეს იყო …

რას ნახულობენ ყველაზე ხშირად ტურისტები აჭარაში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისში აჭარაში ტურისტულ ადგილებში ვიზიტორების განსაკუთრებული მატება იყო.  2017 წლის 6 თვეში კი აჭარას, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით,  583 340 ვიზიტორი ესტუმრა. დეპარტამენტის მონაცემებით: [checklist] ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველია იმ ტურისტულ ადგილებს შორის, რომელსაც ივნისში ყველაზე მეტი 33 891 ვიზიტორი ეწვია, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 …

Exit mobile version