საბაგირო, რომელსაც მეორე ნაპირზე ხელით სამართავი მექანიზმით გადაჰყავხარ [ვიდეო]


მტირალას ეროვნულ პარკში, სოფელ ჩაქვისთავში მცხოვრებმა ხასან გორჯელაძემ ტურისტების სოფელში მოსაზიდად ხელით სამართავი საბაგირო გზა ააგო. მდინარე ჩაქვისწყალზე გაჭიმული საბაგირო გზა სოფელს ეროვნულ პარკთან აკავშირებს. სეზონზე ყოველდღიურად ათეულობით ტურისტი სარგებლობს ამ პატარა, უცნაური ტრანსპორტით.

ხასან გორჯელაძე

ხასან გორჯელაძე ამბობს, რომ საბაგიროს 39 დღე აშენებდა. 15 დღე მარტო უზარმაზარი ქვის ლოდის დამტვრევას დასჭირდა, რომელიც მდინარის მეორე მხარეს იყო და ხელს უშლიდა საბაგიროს გამართვას.

საბაგიროთი გადაადგილება ფასიანია და ორი ლარი ღირს.

ხელით სამართავი საბაგირო მტირალას ეროვნულ პარკში

მტირალას ეროვნულ პარკში, სოფელ ჩაქვისთავში მცხოვრებმა ხასან გორჯელაძემ, ტურისტების სოფელში მოსაზიდად ხელით სამოძრაო საბაგირო გზა ააგო. მდინარე ჩაქვისწყალზე გაჭიმული საბაგირო, სოფელს ეროვნულ პარკთან აკავშირებს. სეზონზე ყოველდღიურად ათეულობით ტურისტი სარგებლობს ამ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტრანსპორტით. ხასან გორჯელაძე ამბობს რომ საბაგიროს 39 დღე აშენებდა. 15 დღე მარტო უზარმაზარი ქვის ლოდის დამტვრევას დასჭირდა, რომელიც მდინარის მეორე მხარეს იყო და ხელს უშლიდა საბაგიროს გამართვას. საბაგიროთი გადაადგილება ფასიანია და ორი ლარი ღირს.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on 2018 წლის 23 აპრილი, ორშაბათი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი