სანამ მთებში ჩამოთოვს – ხულოში მცხოვრები ოჯახის სამზადისი ზამთრის წინ

მართალია, თბილი ნოემბერია, მაგრამ მაღალმთიან აჭარაში ამბობენ ხოლმე – „აჭარის თოვლი ცაში არ დარჩებაო“. ახლა ათასობით ოჯახი აჭარის მთის სოფლებში ზამთრის თოვლიანი დღეებისთვის ემზადება, როცა გზებზე გადაადგილება და საჭირო პროდუქტების შეძენა ჭირს. ამ სტატიაში ხულოს სოფელ სხალთაში მცხოვრები 7-სულიანი ოჯახის ზამთრისთვის სამზადისზე მოგიყვებით, რომელიც, ოჯახის თქმით, 4 თვე გრძელდება. 36 წლის მზია და 44 წლის …

9 შვილის დედა: მდიდრები არა, მაგრამ ბედნიერები ვართ

გიორგი, გიული, ანჟელა, ანა, ია, გოგა, ელისაბედი, გეგა, ბარბარე – 40 წლის მადონა ფუტკარაძე თავისი შვილების სახელებს თვლის და იღიმის. 9 შვილის დედას ყველაზე უფროსი 20 წლის ჰყავს, ყველაზე უმცროსი – 3 წლის. „არც ძალიან ავსილები ვართ, არც ძალიან დავსილები“, – ასე აღწერს მადონა საკუთარი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას. მადონას მეუღლე, გელა ფუტკარაძე, აგვისტოს ომის ვეტერანია. …

სახლში რვეულების და კალმების გარეშე დავბრუნდი, ტანსაცმელი ნისიად ავიღე – 6 შვილის მამა ხულოდან 

6 შვილის მამა, 44 წლის ავთანდილ შაინიძე ხულოს სოფელ წაბლანაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ავთანდილის უფროსი შვილი – სალომე 18 წლისაა. შემდეგი შვილები კი – 17 წლის მარადი, 15 წლის ლუკა, 11 წლის ირინა, 9 წლის ელენე და 1 წლის დავით შაინიძეები არიან. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ბავშვებს არც ინტერნეტი აქვთ და არც ტელეფონები. ავთანდილის 4 შვილი …

დედა, მამა და 7 ბავშვი, სახლის, საჭმლის, ფულის და კომპიუტერის გარეშე [ვიდეო]

ოთხი ბავშვი მაგიდის ირგვლივ ზის და თამაშობს. მათი ერთი ძმა კი 20 დღის წინ დაიბადა,  საბავშვო ეტლში მშვიდად სძინავს და არ იცის, რომ უფროსები მის ირგვლივ და ყველგან პანდემიაზე, სიღარიბესა და გაჩერებულ ეკონომიკაზე  დარდობენ, მათ შორის, მისი ოჯახიც. დედას ბავშვის ბუნებრივი რძით გამოკვება არ შეუძლია, ამიტომ ის ხელოვნურ საკვებზეა. უფროსი შვილები 16 და 17 წლისანი …

„ჩაი – მაკარონი, ჩაი – მაკარონი, ბავშვებს მობეზრდათ“ – უსახლკარო ოჯახი 5 ბავშვით

აზა დიდმანიძე 5 შვილთან და მეუღლესთან ერთად ერთი თვეა ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში, ნათესავის სახლში ცხოვრობს. მანამდე ოჯახი ქალაქში ბინას ქირაობდა, რაშიც 300 ლარს იხდიდა. სახელმწიფო დახმარების შეწყვეტის შემდეგ ოჯახი სოფელში, ნათესავის სახლში შეიხიზნა. „ეს სახლი ქმრის მამიდასია. სახლის ნაწილში მამამთილი ცხოვრობს, ორ ოთახში კი ჩვენ ვცხოვრობთ, შვიდი სული. ბავშვებს საკუთარი ოთახი არ აქვთ. გვაქვს საკვების …

რას სთავაზობს სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დასადგენად განაცხადი 1 200-ზე მეტმა მოქალაქემ გააკეთა. ვინ შეიძლება იყოს მრავალშვილიანი მშობელი? – სააგენტოს განმარტებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი ბიოლოგიური ან ნაშვილები შვილი. სტატუსის დადგენის დროს, მნიშვნელობა არ აქვს შვილის ასაკს. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება …

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სახლი მიანიჭებს

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის დადგენილებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სამინისტრო, კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიანიჭებს. დადგენილებით განისაზღვრა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები, რომლის საფუძველზეც პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. „ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს …

მრავალშვილიანი ოჯახების ბინით უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილებები შევიდა

ბათუმში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ცვლილება შევიდა. ნაცვლად 2015 წლის პირველი იანვრისა,  პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც 2017 წლის პირველ იანვრამდე დარეგისტრირდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში. აღნიშნულ ბაზაში, მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 18 ოჯახია დარეგისტრირებული, ვისაც 7 და მეტი შვილი ჰყავს. „აღნიშნული ცვლილებით კრიტერიუმები …

ვის გადასცემს ბათუმის მერია ბინას და რემონტისთვის საჭირო თანხას

როინ და ირინე კახიძეებს შვიდი შვილი ჰყავთ. სწორედ ამიტომ ბათუმის მერია მათ, მრავალშვილიანი ოჯახების ბინებით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, 129 კვადრატულ მეტრ ფართობის ბინას გადასცემს. მრავალშვილიანი ოჯახის ახალი ბინა ზღვის სანაპიროზე, ხიმშიაშვილის ქუჩის #1-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მეოთხე სართულზე იქნება. ამ ოჯახს ბინის რემონტის თანხას – 32 250 ლარს მერია წელსვე გამოუყოფს. კახიძეების ოჯახისთვის ბინის გამოყოფაზე განკარგულების …

ორ მრავალშვილიან ოჯახს ბათუმის მერია ბინებსა და რემონტისთვის თანხას გადასცემს

დღეს, 8 სექტემბერს, ბათუმის სკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე  კენჭი უყარეს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ბათუმის მერიისათვის თანხმობის მიცემის საკითხს. „მიღებული გადაწყვეტილებით შაქრო ქადიძისა და ნინა ივანაძის ექვსშვილიანი და ირინა სალკოვას რვაშვილიანი ოჯახები ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ.N-1,  126 კვ/მ ფართობის საცხოვრებელ ბინებსა და სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილ 31 500 ლარს მიიღებენ“, – ნათქვამია საკრებულოს …

Exit mobile version