ბათუმში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართება

2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული ჰაბის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, გაიმართება მოხალისეობის რეგიონული ფორუმი. ფორუმს დაესწრებიან ახალგაზრდები (უფროსკლასელები, სტუდენტები), მოხალისეები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები. ფორუმის მიზანია …

მოხალისეობა საქართველოში – ვის როდის და რატომ ვეხმარებით

რატომ გვიჩნდება სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დავეხმაროთ სხვებს? –  თანაგრძნობის ბუნებრივი უნარი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ადამიანებს უბიძგებს, გახდნენ მოხალისეები და გაიღონ საკუთარი დრო და რესურსი სხვისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.  საქართველოში მოხალისეობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. უახლოეს წარსულში ამის მაგალითია 17 ივნისს თბილისში, დიდ დიღომში, 11 წლის გოგონას ძებნაში როგორ ჩაერთო ასობით ადამიანი სრულიად უანგაროდ, საკუთარი სურვილით. ასევე, …

მოხალისეობის კულტურის პოპულარიზების მიზნით, ბათუმში რეგიონული ფორუმი გაიმართება

მოხალისეობა  სხვების უანგაროდ დახმარებას გულისხმობს. მოხალისე არის ფიზიკური პირი, რომელიც დროსა და ენერგიას საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის კეთებაში ხარჯავს. თუმცა მოხალისეებისა თუ მათი მიმღები ორგანიზაციების შესახებ მოსახლეობამ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იცის. სწორედ ამიტომ, 2023  წლის 19  მაისს, „ჰილტონ ბათუმში“ რეგიონული  ფორუმი ,,სამოქალაქო საზოგადოება მოხალისეობის განვითარებისათვის“ გაიმართება, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები …

ბათუმელი სპორტსმენი, რომელიც პურს აცხობს და კიეველებს უფასოდ ურიგებს – „ახლაც ისვრიან“ 

„ახლაც ისვრიან, მესმის აფეთქებების ხმა… იმდენი რამ ვნახე ამ ხუთ დღეში, უკვე საუბარიც მიჭირს. ასე მგონია, ერთი კაციც რომ გადარჩეს აქ, ისიც აუცილებლად განაგრძობს ბრძოლას,“ – ამბობს მირო ვანაძე. ის ბათუმელი სპორტსმენია, ბოლო ხუთი წელია კიევში ცხოვრობს და ომის დროს, როგორც მოხალისე, კიეველებისთვის პურს უფასოდ აცხობს. „თუ ვინმეს პური გავუტეხე, არ ნიშნავს, რომ ეს ყველამ …

უცხოელი მოხალისეები ბათუმიდან, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს ეხმარებიან

ბათუმში უკვე წელიწად-ნახევარია უცხოელ მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს, რომლებიც ქუჩაში მყოფ მიუსაფარ ცხოველებზე, ძაღლებსა და კატებზე ზრუნავენ. ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ბათუმში: იულია ბარანოვსკაია ბელარუსია, კარინა კუცაროვა და ირინა სიგალი უკრაინიდან არიან, ელენა ჩიკულინა და ალინა უნტანიდოვა – რუსეთიდან, ხოლო მარინა აკხუნდოვა აზერბაიჯანიდანაა. მათ ერთი მიზანი აერთიანებთ – იზრუნონ მიუსაფარ ცხოველებსა და  საზოგადოების ყურადღება გაამახვილონ ამ …

მოხალისეობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრება – ლადო აფხაზავა ევრო 2000-ში

სკოლის დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან გარემოში (სკოლა „ევრო – 2000“-ში ქართველ მოსწავლეებთან ერთად სწავლობენ სხვა ეროვნების მოსწავლეებიც) განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი. გარდა აკადემიური ცოდნისა, მას სჭირდება არაფორმალური განათლებაც. სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ლადო აფხაზავა- 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული …

დასუფთავების აქციისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია ლიდერებს ეძებს

საერთაშორისო ორგანიზაცია Let`s Do It World – ის წარმომადგენლები საქართველოში მოხალისე ლიდერებს ეძებენ. ორგანიზაცია 15 სექტემბრისთვის ემზადება, როცა მსოფლიოს 150 ქვეყანა დასუფთავების დღეს აღნიშნავს. საქართველო დასუფთავების საყოველთაო აქციას წელს პირველად შეუერთდება. მსოფლიოს დასუფთავების დღე სამოქალაქო მოძრაობაა, რომელიც 2008 წელს  ესტონეთში სპონტანურად დაიწყო. მოძრაობას დაერქვა „Let’s Do It!“, რომელიც ამ მიმართულებით ყველაზე დიდ ორგანიზაციად იქცა.   გიორგი აზარიაშვილი, …

„ყველაფერს მოდებული“ მოზარდები ხელვაჩაურიდან

15 წლის ლუკა ქათამაძე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ტრენინგს ესწრება, ტრენინგი ჟურნალისტიკაზეა. ლუკა ყურადღებით უსმენს ტრენერს. უნდა ბოლოსდაბოლოს იპოვოს კითხვაზე პასუხი, როგორი პროფესიაა ჟურნალისტიკა. ლუკა ძიებაშია, სულ მალე მას პროფესიის არჩევა მოუწევს. ამბობს, რომ ბევრი პროფესია მოსწონს, მათ შორისაა ჟურნალისტიკაც. ამ ცენტრის აქტივობებში შარშან 3 ათასამდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. „მოინდომოს თუ არ მოინდომოს?“ – ლუკას დასკვნების გაკეთებაში ახალგაზრდობის …

„აისეკის“ კონკურსის სამი გამარჯვებული ბათუმიდან უცხოეთში გაემგზავრება

ბათუმში საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია „აისეკი“ [AIESEC]  წელს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სამ სტუდენტს – კახა გურგენიძეს, სოფიკო მალაყმაძესა და ია ბაკურიძეს  მოხალისეობრივ პროგრამებში მონაწილეობას დაუფინანსებს. პროექტი „აისეკის“ ინიციატივით ხორციელდება, რომელიც საუკეთესო სტუდენტების სხვა ქვეყნაში ცხოვრებას აფინანსებას,  მგზავრობის ღირებულების გარდა. სოფო ექვსი კვირით აზერბაიჯანში გაემგზავრება, კახა და ია კი – პოლონეთში აპირებენ გამგზავრებას.  მათ ამ ქვეყნებში …

ახალგაზრდა ფოტოგრაფების და მხატვრების გამოფენა მოხალისეობის მხარდასაჭერად

დღეს 24 სექტემბერს, აჭარის რეგიონის მოხალისეები გამართავენ  გამოფენას, სახელწოდებით  „მე მოხალისე – აქტიური მოქალაქე“, რომელიც მიზნად ისახავს მოხალისეობის, როგორც საქმიანობის და სფეროს პოპულარიზებას. ღონისძიება ხორციელდება „საქართველოს მოხალისე“-ს პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ხოლო რეგიონში პროექტის პარტნიორია „თანამშრომლობის და განვითარების რეგიონალური ქსელი“. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლის, ასლან ართმელაძის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ …

„გაეცი სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“ – აქცია ბათუმში [ანონსი]

10 სექტემბერს, 12 საათზე ბათუმში სისხლის ბანკში  [პუშკინის ქ.#162]  გაიმართება სისხლის ჩაბარების აქცია „გაეცი სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“. აქციას ახორციელებენ ბათუმელი მოხალისეები პროექტის – „საქართველოს მოხალისე“ ფარგლებში. მონაწილეობის მსურველები ორგანიზატორებს პირადად უნდა დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე საქართველოს მოხალისეები ბათუმიდან. პროექტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კომპანია „ჰელფინგ ჰენდი“ ერთობლივად ახორციელებენ.

Exit mobile version