მიგრაციას და შობადობის შემცირებას ასახელებს მთავარ პრობლემად შალვა გოგიტიძე შუახევში. ის პარტიის „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატია და არ მალავს, რომ „ქართული ოცნებიდან“ მას შემდეგ წავიდა ოპოზიციაში, როცა დაპირებული თანამდებობა ვერ მიიღო. შალვა გოგიტიძე გახარიას პარტიაში შესვლამდე შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანაშემწედ მუშაობდა. წლების წინ კი ასლან აბაშიძის მთავრობაში ერთ-ერთი მინისტრი იყო. ბატონო შალვა, თქვენი აზრით, რა …
Tag Archives: მერობის კანდიდატი
„ჩახედული არ ვარ“ – შუახევში ოპოზიციური ერთობის მერობის კანდადატი სოფლებში უწყლობაზე
მთავარ პრობლემად უწყლობას და ხილის საწარმოების არქონას ასახელებს ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი შუახევში როინ ზოიძე. ის მიიჩნევს, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს და ამიტომაც აწუხებთ ამ დრომდე შუახევის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა. როგორ აპირებს წყლის პრობლემის მოგვარებას მერობის კანდიდატი, რა ფინანსებით და როდის? – როინ ზოიძეს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა. ბატონო როინ, თქვენი აზრით, რა არის …
„ოცნების“ მერობის კანდიდატები ხულოში, შუახევსა და ქედაში
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხულოში ვახტანგ ბერიძე იქნება, შუახევში – ომარ ტაკიძე, ქედაში – როლანდ ბერიძე. მერობის კანდიდატები დღეს, 30 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაასახელა. ვახტანგ ბერიძე ხულოს მოქმედი მერია, ომარ ტაკიძე შუახევის მერის მოვალეობას ასრულებს მას შემდეგ, როცა არჩეული მერი ფრიდონ ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა, როლანდ ბერიძე კი, ქედის მერის პირველ …
Continue reading “„ოცნების“ მერობის კანდიდატები ხულოში, შუახევსა და ქედაში”
ლაშა კომახიძე კულტურულ მემკვიდრეობაზე: უნდა მაინტერესებდეს, რას ამბობდა ერმაკოვი?
„მერია და მისი ორგანიზაციები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით იზრუნებენ კულტურის ძეგლების რეაბილიტაციაზე“, – „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის, ლაშა კომახიძის წინასაარჩევნო პროგრამაში მხოლოდ ამ ჩანაწერს იპოვით კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში. ლაშა კომახიძეს ვკითხეთ, რას მოიაზრებს „ზრუნვა“ და რით იქნება იგი განსხვავებული არსებული პოლიტიკისგან, როცა ასევე „ქართული ოცნების“ სახელით მოსული გიორგი ერმაკოვი ძეგლების დაცვას …
Continue reading “ლაშა კომახიძე კულტურულ მემკვიდრეობაზე: უნდა მაინტერესებდეს, რას ამბობდა ერმაკოვი?”
ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი: თანხების ამბავს ნუ მეკითხებით, არ მაქვს ჯერ დაანგარიშებული
„მერობა არაა პოლიტიკური თანამდებობა. რომც იყო, იმდენი რამე გვაქვს გამოვლილი, პოლიტიკოსი ვართ ყველა,“ – გვითხრა მალხაზ მხეიძემ. მას ვკითხეთ, შეუშლიდა თუ არა ხელს პოლიტიკური გამოცდილების არქონა. მალხაზ მხეიძე „პატრიოტთა ალიანსის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატია. დაპირებები ბევრი აქვს, ფინანსური გათვლები – არა. ამბობს, რომ როცა მერი გახდება, შემდეგ მოიწვევს სპეციალისტებს და ყველაფერ დაიანგარიშებს. თუ თანხა არ ეყოფა, …
ცნებები: პრემია და დანამატი უნდა გაუქმდეს – ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი, პირველ რიგში, მიწის პრობლემის მოგვარებას აპირებს, თუმცა ვერ ამბობს, რატომ უნდა ენდოს ხელვაჩაურის მოსახლეობა მას ამჯერად. თეიმურაზ დუმბაძე 2008 წლიდან 2012 წლამდე ხელვაჩაურის გამგებელი იყო. სწორედ ამ დროს შეიქმნა ყველაზე მწვავედ მიწის პრობლემა ხელვაჩაურში, კონკრეტულად კი, გონიოში. თეიმურაზ დუმბაძემ გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტის პირველ პირად დაბრუნება უნდა არა მხოლოდ იმიტომ, …
„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის მერობის კანდიდატი: პატარაძესთან მექნება კარგი ურთიერთობა
„ხართ თუ არა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების მომხრე?“ – ეს შეკითხვა საარჩევნო შტაბში შესვლისთანავე დამისვა თენგიზ თავდგირიძემ, „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა. იგი „საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს დარბაზის“ ხელმძღვანელია და ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე. „პატრიოტთა ალიანსს“ მაშინ შეუერთდა, როცა ეს პოლიტიკური ძალა მეჩეთის აშენებაზე ბათუმში მოსახლეობის გამოკითხვას ატარებდა. მერად არჩევის შემთხვევაში, თურქეთის ყველა მოქალაქისთვის …
ლევან ანთაძე: თანამდებობა არ უნდა იყოს კომფორტი
„ეს იყო შეცდომა ჩვენი მმართველობის დროს“ და „რა ვნახეთ ამ 5 წლის განმავლობაში?“ – ეს ფრაზები ყველაზე ხშირად ახსენა ინტერვიუს დროს ლევან ანთაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა. იგი წინა ხელისუფლების დროს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ლევან ანთაძეს „ბათუმელები“ წინასაარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა, სადაც ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი, 40-მილიონი სოციალურ …
Continue reading “ლევან ანთაძე: თანამდებობა არ უნდა იყოს კომფორტი”
ბათუმში მერობის 9 კანდიდატი და 15 პარტია დარეგისტრირდა
ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბათუმის საარჩევნო ოლქში სულ 15 პარტია და მერობის 9 კანდიდატი დარეგისტრიდა. პოლიტიკური გაერთიანებების, ასევე კანდიდატების რეგისტრაციის ვადა გუშინ, 23 სექტემბერს ამოუიწურა. ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის ინფორმაციით, არჩევნებში შემდეგ პარტიები მიიღებენ მონაწილეობას: „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ [საარჩევნო ნომერი 10] „ევროპული საქართველო“ [საარჩევნო ნომერი 2] „ქართული ოცნება“ [საარჩევნო ნომერი 41] „ერთიანი ნაციონალური …
Continue reading “ბათუმში მერობის 9 კანდიდატი და 15 პარტია დარეგისტრირდა”
ლევან ანთაძე: პოლიტიკა ჩემი ჰობი არ არის
მერად არჩევის შემთხვევაში ლევან ანთაძე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე 40 მილიონის დახარჯვას აპირებს სოციალური დაცვის მიმართულებით. ლევან ანთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატია. ბატონო ლევან, რატომ გაგიჩნდათ ბათუმის მერობის სურვილი? 2011 წლიდან შპს „მედ ალფა“-ში ვმუშაობდი და აღარ ვიყავი აქტიური პოლიტიკაში… მერობა გადავწყვიტე, რადგან შვილები მეზრდება და მინდა, ისინი ბათუმში, საქართველოში გაიზარდონ. მეორე …
მე მომწონს ფოსტის შენობა – ლევან ანთაძე კულტურულ მემკვიდრეობაზე
ლევან ანთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი წინაასარჩევნო პროგრამაში საუბრობს კულტურულ მემკვიდრეობაზეც. რა შეიცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებაში ძეგლების მიმართ და რას გააკეთებს ამ კუთხით ლევან ანთაძე, თუკი იგი ქალაქის მერად აირჩიეს? ბატონო ლევან, წინასაარჩევნო პროგრამაში საუბრობთ კულტურულ მემკვიდრეობის მოვლაზე. საზოგადოებას კარგად ახსოვს თქვენი დამოკიდებულება ძეგლების მიმართ… დამოკიდებულებაში რას გულისხმობთ? განადგურებას ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, ფოსტის …
Continue reading “მე მომწონს ფოსტის შენობა – ლევან ანთაძე კულტურულ მემკვიდრეობაზე”
ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ლაშა კომახიძე იქნება
„დაველოდოთ მოვლენებს“ – ასე უპასუხა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ შეკითხვას ბათუმის მერობის კანდიდატობაზე. მინისტრმა გვითხრა, რომ მერობის კანდიდატის ოფიციალურ დასახელებამდე არ არის ბევრი დრო დარჩენილი და „მერე ყველა ყველაფერს გაიგებს“. მერობის კანდიდატის ვინაობას არ ამხელენ პარტია „ქართულ ოცნებაში“. პარტიის პრესსამსახურმა გვითხრა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება კანდიდატების წარდგენა და ამ დღეს უნდა დაველოდოთ. …
Continue reading “ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ლაშა კომახიძე იქნება”