მახუნცეთში სპილენძის მონუმენტი გაძარცვეს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში განთავსებული მონუმენტი – „სამშობლოს სადარაჯოზე“ დაზიანებულია. მონუმენტის ნაწილი სპილენძის გარსისგან მთლიანად გაძარცვულია. როგორც ქედის მერი, როლანდ ბერიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რამდენიმე დღის წინ სავარაუდოდ ქურდობის ფაქტი მოხდა, რაზეც „დაწყებულია გამოძიება ქურდობის მუხლით“. კითხვაზე, როდისთვის აპირებს მერია მონუმენტის აღდგენას, როლანდ ბერიძემ გვიპასუხა, რომ ჯერ გამოძიებას დაელოდებიან: „ვნახოთ, როგორ იქნება და რა იქნება.“ …

მეწყერი ისევ განმეორდება – ქედის მერი

ქედაში, მახუნცეთის დასაწყისში, დელტურსა და რესტორან „ჭადრებს“ შორის გზის მონაკვეთზე,  მეწყერი ისევ ჩამოწვა. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და გადაადგილება შესაძლებელია. თუმცა, აღნიშნული მონაკვეთი ისევ რჩება რისკის ზონად. რადგან, როგორც ქედის მერი ლევან გორგილაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, კლდის ფენის ჩამოშლა კვლავ მოსალოდნელია. „გეოლოგიური დასკვნა უკვე არსებობს რომლის მიხედვით,  მეწყრულ ზონაში ქვების სამი ფენაა განლაგებული. ერთი ნაწილი უკვე …

„სოფლის მეურნეობის მინისტრი ამოვიდეს აქ“ – ამბები მახუნცეთის მარკეტიდან

„როგორ ვართ? – რა ვიცი, მშივრები არ ვართ, ზოგს ცუდი მანქანა აქვს, შეცვლა უნდა, ზოგს სულ არ აქვს და შეძენა უნდა“, – გვიყვება ედნარ ღოღობერიძე. მისი მაღაზია სოფელ მახუნცეთის ცენტრში დგას და ადგილობრივების თავშეყრის ადგილია. მისი ნისიების რვეული კი – ამ სოფლის მცხოვრებლების ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი. ედნარმა ყველაზე კარგად იცის აქ მცხოვრები ოჯახების ბიუჯეტი და ხელფასების …

ბენდი „ერთად“ მახუნცეთში – პერფომანსი და მასტერკლასი [ანონსი]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში  2018 წლის 29 ივლისს, 17:00 საათზე მულტიკულტურული ბენდი „ერთად“ პერფომანსს და მასტერკლასს ჩაატარებს   პერფომანსი/მასტერკლასი ჩატარდება ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ მახუნცეთის ცენტრში, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და სოფლის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია აჭარაში მცხოვრები ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების ტრადიციებისა და კულტურული თავისებურების შესახებ. შეხვედრის ბოლოს ბენდი „ერთად“ შეასრულებს ეთნო-კულტურულ კომპოზიციებს; შეხვედრის მიზანია, პროექტის …

არტგენი ქედაში

ქედაში, მახუნცეთში, ფოლკლორული ფესტივალი არტგენის მიმდინარეობს.  რიგით მე- 15 ფესტივალი დღეს, 21 ივნისს, 16 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდება. ფესტივალის პარალელურად საზეიმოდ გაიხსნა მონუმენტი ,,საქართველოს სადარაჯოზე”. ფესტივალი ქედიდან 24 ივნისს გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს,  27 ივნისს – იმერეთში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 29 ივნისს- ლეჩხუმში, მწვანე ამფითეატრში, ხოლო დასკვნითი ღონისძიება თბილისში, 8-15 ივლისს გაიმართება. …

104 ათასი ლარი მახუნცეთის ჩანჩქერთან კულტურისა და სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად

სოფელ ქვედა მახუნცეთში, აწჰესის დასახლებაში, ქედის მერია ორსართულიანი კულტურისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 ათასამდე ლარი დაიხარჯება. შენობა მახუნცეთის ჩანჩქერთან არსებული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. კულტურისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 120 დღეში უნდა დამთავრდეს. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება კი, მიმდინარე წლის 16 მაისს …

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აჭარაში პოპულარულ ტურისტულ ადგილზე [ფოტო]

აჭარის მთიანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი მახუნცეთის ჩანჩქერია. მახუნცეთში ტურისტების სიმრავლე წლის ნებისმიერ სეზონზე შეინიშნება. მიუხედავად ამისა, მოუწესრიგებელია ჩანჩქერისა და „თამარის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორია, გზები და ბილიკები. მახუნცეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ქედის მერია საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს – გასულ წელს 680 ათასი, ხოლო წელს 450 ათასი ლარია გამოყოფილი. ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე ამბობს, რომ „თამარის …

დასრულდება თუ არა თეატრის მშენებლობა მახუნცეთში სეზონის გახსნამდე

მახუნცეთში,  საზაფხულო თეატრის მშენებელ კომპანია „ახალშენს“  ქედის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. როგორც მერიაში განმარტავენ, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, ტენდერით გაწერილი ვალდებულების შეუსრულებლობაა. 156 მაყურებელზე გათვლილ თეატრს ასაშენებლად ხელშეკრულება ქედის მერიასა და  ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ახალშენს“ შორის 2017 წლის 7 აპრილს 84 997 ლარზე გაფორმდა, მშენებლობა კომპანიას 2017 წლის შემოდგომაზე უნდა დაესრულებინა. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ამ …

დაუსრულებელი საზაფხულო თეატრი მახუნცეთში

მახუნცეთში, ჩანჩქერის მიმდებარედ, 156 მაყურებელზე გათვლილი საზაფხულო თეატრის შენობა გასული წლის შემოდგომაზე უნდა გახსნილიყო, თუმცა თეატრის მშენებლობა ჯერაც არ დასრულებულა. საზაფხულო თეატრის ასაშენებლად ქედის მერიამ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ახალშენს“ 84 997 ლარზე 7 აპრილს გაუფორმა. მშენებლობის პროცესში პროექტში ცვლილებები შევიდა. შესყიდვების სახელმწიფო ვებვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პროექტში ბოლო ცვლილება 15 დეკემბერს შეიტანეს –  მშენებელს სცენის სახურავის …

მახუნცეთში, თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობაში 90 ათასამდე ლარი დაიხარჯება

მახუნცეთში, თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად ქედის მერია წელს 62 897 ლარის დახარჯვას გეგმავს. სამუშაოების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი გუშინ, 18 იანვარს გამოაცხადა. სატნდერო პირობით, თამარის ხიდის მიმდებარედ გარე განათება, რკინა-ბეტონის ბილიკი, პანდუსი და მოაჯირები უნდა მოეწყოს, ბილიკის ბოლოს კი გრუნტზე ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი უნდა დაიყაროს. კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 62 897 ლარზე გამოცხადებული ტენდერი 8 თებერვალს დასრულდება, სამუშაოები …

აჭარა, რომელსაც ჯერ არ იცნობ

მზე, ზღვა და ბათუმი – აჭარაში კარგი დასვენებისთვის თითქოს მეტი არც არაფერი გჭირდება, მაგრამ ეს სტატია იმათთვისაა, ვისთვისაც აჭარა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ზღვა. სად წავიდეთ, რა ვნახოთ განსხვავებული? – ამ კითხვას ყველაზე ხშირად მისვამენ მეგობრები თუ ნაცნობები, რომლებსაც მთიანი აჭარა აინტერესებთ. შევეცდები, ვიყო მეგზური. მოკლედ, დავიწყოთ. ბათუმიდან ხელვაჩაურისკენ რომ წახვალთ და ქალაქს გასცდებით, ასარჩევი …

კლდიდან ჩამოცვენილი ქვები, ადიდებული მდინარე და ტურისტები მახუნცეთში

ძლიერი წვიმის შედეგად მახუნცეთში მდინარე ადიდდა. მგზავრების ინფორმაციით, რომლებიც მახუნცეთში იმყოფებიან, გზაზე ჩამოცვენილი ქვების გამო რამდენიმე მანქანის საბურავი დაზიანდა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, მახუნცეთში რამდენიმე გარემოვაჭრე და ტურისტები მაინც არიან.   ამავე თემაზე:  მახუნცეთის ჩანჩქერი ძლიერი წვიმის შემდეგ [ვიდეო]

ავარია მახუნცეთში – დაშავდა ორი ადამიანი

ქედაში, მახუნცეთთან ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სამი ავტომობილი გახდა. გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მიხედვით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ავარია ბათუმსა და მახუნცეთში

დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მახუნცეთშიც მოხდა. შსს ინფორმაციით, ავტომობილი ამოტრიალდა, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა ამოწმებს. „ერთმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება და …

ტურისტები მახუნცეთის ჩანჩქერთან [ფოტორეპორტაჟი]

მაღალმთიან აჭარაში გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი, ტურიზმის სააგენტოს სტატისტიკიური მონაცემებით, მახუნცეთს ეწვია. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მნახველებს ძირითადად, თამარის თაღოვანი ხიდი და ჩანჩქერი იზიდავს. მას შემდეგ, რაც მახუნცეთში ტურისტების რაოდენობამ იმატა, ადგილობრივებმა აქ კაფე-ბარები გახსნეს; მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; აშენდება საზაფხულო თეატრიც; მახუნცეთში სასტუმროს კი უკრაინელი ინვესტორი აშენებს. მახუნცეთში ტურისტები, ძირითადად, ტურისტულ კომპანიებს ავტობუსებით აჰყავთ. როგორც …

მახუნცეთში საზაფხულო თეატრი აშენდება

ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა მახუნცეთში, 156 მაყურებელზე გათვლილი საზაფხულო თეატრი აშენდება. თეატრის მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 231 290 ლარი გამოყო და ელექტრონული ტენდერიც გამოაცხადა. ქედის გამგებლის მოადგილის, გურამ ბერიძის თქმით, დაბა მახუნცეთში საზაფხულო თეატრის მოწყობის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მახუნცეთში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა ადგილობრივი ფოლკლორის გაცნობის მიზნით სანახაობის მოწყობა არაერთხელ …

მახუნცეთში მდინარეში ჩავარდნილ ტურისტს ეძებენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მდინარეში ჩავარდნილ ტურისტს ეძებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს. „დაკარგული ტურისტი სავარაუდოდ ჰოლანდიელია, დაკარგულის შესახებ ინფორმაცია სამის ნახევარზე შემოვიდა, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ბათუმიდანაც ამოვიდა ბრიგადა ნავებით“ – აცხადებენ ქედის სამაშველო სამსახურში ამ წუთებში მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებში …

აქციის მონაწილე: „სამინისტრომ მესაკუთრეს მიწა უკანონოდ გაუყიდა“

ამ წუთებში ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა მახუნცეთში, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. აქ შეკრებილები ჩანჩქერის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას და ამ მიწის ზურაბ ხაბაძისთვის გადაცემას მოითხოვენ. მოსახლეობის თქმით, ტერიტორია, რომელიც გასულ წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის წესით გაყიდა და სადაც ამ დროინდელი მფლობელი, უკრაინელი ინვესტორი სასტუმროს აშენებს, კერძო საკუთრებაა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ეკონომიკის …

Exit mobile version