სამინისტრომ მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება კიდევ 1 წლით გადაუვადა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგებს საგნობრივი კომპეტენციის დასადასტურებლად ვადა 2028 წლამდე მიეცათ. „ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად. მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ“ – აცხადებს სამინისტრო. სამინისტროს ინფორმაციით, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა …

მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 აპრილს იწყება

მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისთვის რეგისტრაცია 3 აპრილს იწყება და გაგრძელდება 15 აპრილის 18:00 საათამდე. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ არის შეზღუდული. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური); მათემატიკა (დაწყებითი საფეხური); ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I …

მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსი აღარ მიენიჭებათ – სამინისტრო

განათლების სამინისტრო იმ კომისიის საქმიანობას აჩერებს, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. განათლების სამინისტროს განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. „მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება. საქმიანობის დაწყების მომენტში, ერთი მხრივ, დამხვდა წლების განმავლობაში მოქმედი მასწავლებლის …

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის გამოცდა 1 საათით გახანგრძლივდება – ცვლილება

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის ხანგრძლივობა 5 საათი იქნება. წელს გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათი იყო, რის გამოც პედაგოგები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს მცირეოდენი ცვლილებები იგეგმება პედაგოგებისთვის განკუთვნილ გეოგრაფიისა  და ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგამოცდო ტესტებში. კერძოდ, გეოგრაფიის მასწავლებლების ტესტში ტოპოგრაფიული რუკის ანალიზის დავალება დაიშლება …

მენტორის გამოცდის ბარიერი მხოლოდ 182-მა პედაგოგმა გადალახა – გამოცდების შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დასრულდა მასწავლებელთა ზაფხულის გამოცდების შედეგების შეჯამება. წელს წამყვანი პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდაზე 8 102 მასწავლებელი გავიდა, თუმცა 5 646 მასწავლბელმა სტატუსის ცვლილებისთვის საჭირო ბარიერი ვერ გადალახა. სტატუსის ცვლილება ამ კატეგორიაში, მხოლოდ 2 456 მასწავლებელმა შეძლო. მენტორის გამოცდაზე კი ბარიერი მხოლოდ 184-მა პედაგოგმა გადალახა. ამ გამოცდას სულ 2 744 წამყვანი …

გამოჩნდა, რომ შეფასების სისტემა არ არის სანდო – მასწავლებელი გამოცდების შესახებ

„ვალიდური, სანდო, გამჭვირვალე და ობიექტური, თუ ამ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს გამოცდა, მაშინ ცენტრის მიმართ, გაჩნდება უნდობლობა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, მინდია ფუტკარაძე. მან სხვა, 12 ათას მასწავლებელთან ერთად სტატუსის ასამაღლებლად გამოცდა ზაფხულში ჩააბარა. რა სისტემური ხარვეზები გამოაჩინა გამოცდამ? – ის ამ თემაზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში. ბატონო მინდია, როგორც ვიცით, …

მასწავლებლის საგნობრივი გამოცდები 6 ივლისს დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების 2022 წლის გამოცდებზე 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მათგან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა კი – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. 12 500-ზე მეტმა მასწავლებელმა წამყვანისა და მენტორი მასწავლებლის გამოცდა …

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 29 მარტიდან დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრაცია 29 მარტს 10:00 საათზე დაიწყება და 14 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს მსურველებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ: საგნის გამოცდა სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდა პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად …

მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდაზე რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცხადდა რეგისტრაცია მასწავლებელთა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად. მსურველები პირველი მარტის 10:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათამდე  უნდა დარეგისტრირდნენ. ამავე პერიოდში უნდა გაიარონ რეგისტრაცია აბიტურიენტებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ასევე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამსვლელმა პირებმა. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge. …

რომელ პედაგოგებს აქვთ გამოცდების ივლისში ჩაბარების უფლება – ცვლილება სქემაში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე  2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლებსა და სისტემაში შესვლის მსურველებს უფლება აქვთ საგნობრივი გამოცდა 2020 წლის ზაფხულში ჩააბარონ. ეს გამოცდა 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ხოლო იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, საშუალება მიეცათ გამოცდები შესაბამის საგანში ან …

ვის შეუძლია კრედიტების დაგროვება სტატუსის შესაცვლელად და ვის არა

იმისათვის, რომ სტატუსი აიმაღლონ, პედაგოგები საგნობრივ კომპეტენციას წელიწადში ორჯერ – ზაფხულისა და შემოდგომის გამოცდებზე ადასტურებენ. 6-ათასამდე პრაქტიკოსმა პედაგოგმა ამ დრომდე ვერ შეძლო საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება. ზოგიერთ მათგანს 1-2 ან 3 ქულა დააკლდა იმისთვის, რომ უფროსი მასწავლებელი გამხდარიყო 2019 წელს. მასწავლებლების ნაწილს გაუჩნდა მოლოდინი, რომ გამოცდებზე მიკლებულ ქულებს სხვა აქტივობებით შეივსებდნენ, თუმცა ეს ასე არ არის. …

გამოცდის შედეგები 2 900-ზე მეტმა პედაგოგმა გაასაჩივრა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული პედაგოგების  27 000-ზე მეტი გასწორებული ნაშრომიდან  2 900-ზე მეტი გასაჩივრდა. „დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ მათი ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება 1 300-ზე მეტ ნაშრომს შეეცვალა“, – აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი. საშემოდგომო გამოცდაზე პროფესიულ კომპეტენციას 15 000-მდე პრაქტიკოსი პედაგოგი ადასტურებდა. გამოცდაზე სულ 26 600 პედაგოგი და …

რატომ თქვა უარი 200-მა პედაგოგმა გარე დაკვირვების გავლაზე

გარე დაკვირვებაზე 200-მა პედაგოგმაუარი  თქვა. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარე დაკვირვების ველი 4 356 პედაგოგს გაეხსნა, თუმცა ზოგიერთი პედაგოგი გარე დაკვირვებაზე აღარ დარეგისტრირდა. „ჩვენ ველი გავუხსენით მეტს, მაგრამ სურვილი გამოთქვა ნაკლებმა“, – ამბობს მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინა ინგოროყვა. გარე დაკვირვების გავლის უფლება აქვთ უფროსი სტატუსის მასწავლებლებს, ვისაც სურვილი …

მასწავლებლის გამოცდების გამო 12 სკოლაში არდადეგები გამოცხადდება

26 ოქტომბერს მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები იწყება, რომელიც საჯარო სკოლებში ტარდება. ამის გამო სკოლებში იძულებითი არდადეგები გამოცხადდება. გამოცდები 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რის გამოც, საქართველოს მასშტაბით, 12 საჯარო სკოლაში არდადეგები უნდა გამოცხადდეს. მოსწავლები გაცდენილ გაკვეთილებს დამატებითი საათების ხარჯზე აანაზღაურებენ, სკოლის მიერ შერჩეული გრაფიკით. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში …

Exit mobile version