„მოსამართლემ თქვა: განვარისხეთ გურული ქალიო“ – რატომ აწყობს „ოცნებას“ საქმეების გაჭიანურება

„6 წელია მოსამართლის თანაშემწე ასე მპასუხობს: იქნება, მალე იქნება თქვენი პროცესიო, მაგრამ პროცესი არ ტარდება… გვაწვალებენ. სხვა რა ჰქვია ამას? ალბათ იმედი აქვთ, რომ დავიღლებით, დავნებდებით და შევეშვებით. ვიღაცამ თვალი დაადგა ამ მიწას და ამიტომ გვჩაგრავენ,“ – უყვება „ბათუმელებს“ გონიოში მცხოვრები 62 წლის მალხაზ ბარამიძე. ეს მოსარჩელე არაა გამონაკლისი, ვინც წლებია ელის „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე …

„იმპიჩმენტის პროცედურა არალეგიტიმურია“ – რას წერენ საკონსტიტუციოს „მეგობრები“

„საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცედურა არალეგიტიმურია, რადგან ეფუძნება კონსტიტუციის თვითნებურ განმარტებას,“ – წერს თინათინ ერქვანია, ის პარლამენტის წარმომადგენლად მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში და „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე“ საკონსტიტუციოს მოსამართლეებს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება გაუგზავნა. Amicus curiae ანუ იგივე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით სასამართლოსთვის მიმართვა ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია. ამიკუსებს უგზავნიან საერთო სასამართლოებსაც. „ბათუმელები“ დაინტერესდა, ვინ …

„სად წავიდეს მომჩივანი: ქურდთან თუ ოლიგარქთან?“ – „კლანს“ გადატვირთული სასამართლო აწყობს

რთულია არაა რომელიმე ადვოკატს „გაჭიანურებული საქმე“ უხსენო და მინიმუმ ორი-სამი საქმე არ გაახსენდეს. საქმე, რომელზეც სარჩელი წლების წინ შეიტანა და ერთი სხდომაც არ ჩატარდა, ან ჩატარდა ერთი სხდომა და აღარ გაგრძელდა. „რა აზრი აქვს სასამართლოზე საუბარს?“ – გაღიზიანებით მოგვმართა მოქალაქე ირმა სიხარულიძემ, რომელიც ბათუმის ბულვარის შესასვლელთან ცხოვრობს ისტორიულ სახლში. სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და …

ქართველმა სტუდენტებმა მართლმსაჯულების საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეს

სამი ქართველი სტუდენტისგან შემდგარმა გუნდმა მართლმსაჯულების საერთაშორისო კონკურსში  გაიმარჯვა. ნინო საყვარელიძე, მარიამ გეგუჩაძე და ანა ჯიქია გამარჯვებული გუნდის წევრები არიან. ისინი კემბრიჯის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან. ნინო საყვარელიძე კი, რომელიც საუკეთესო სპიკერადაც დასახელდა, ლუქსემბურგშიც გაემგზავრება სტაჟირებაზე ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში.  გამარჯვებული გუნდის წევრებს „ბათუმელები“ ესაუბრა. ნინო საყვარელიძე „თავისუფალ უნივერსიტეტში“ სწავლობს, მარიამი და ანა კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის …

ვის იცავს და როგორ საია აჭარაში – 25 წელი დემოკრატიისთვის

„წინ უნდა წავსულიყავით ამდენი რეფორმის ფონზე, მაგრამ ჩვენი საქმეებიდანაც ჩანს, რომ ისევ ჭიანურდება გამოძიება, ისევ პრობლემებია… ფაქტობრივად ნათელი წერტილისკენ ჯერ ვერაფერი შეიცვალა მართლმსაჯულებაში,“ – მიიჩნევს იურისტი პაატა დიასამიძე. ის უკვე ერთი წელია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია. საია აჭარაში კი ზუსტად 25 წლისაა. რა ჩანს 25-წლიანი უფლებადამცველი საქმიანობიდან, შეიცვალა თუ ვერა რეგიონში არსებული საქმეების …

რამდენად შეიცვალა სასამართლო – რა აჩვენა მონიტორინგმა

ცვლილებებს სასამართლოს სისტემაში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგიც ითვალისწინებს. არსებობს სასამართლო სისტემის სტრატეგია 2017-2021 წლების, თუმცა როგორ სრულდება ეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს შემუშავებული? „…მონიტორინგის ანგარიშმა გამოკვეთა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სათანადო ყურადღებას არ უთმობს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სრულყოფილად იმპლემენტაციას და ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკურად სრულდება კონკრეტული აქტივობები, ხოლო მათი …

დაპატიმრებაზე პროკურატურის მოთხოვნას სასამართლო ხშირად აკმაყოფილებს – საია

„შეინიშნება პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია და კრიტიკულად მაღალია სასამართლოს მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელი,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაის“ ახალ ანგარიშში, რომელშიც სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებია შეჯამებული გასული წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით. საია-ს იურისტები სასამართლო პროცესებს აკვირდებოდნენ ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, გორსა და თელავში. ეს ორგანიზაცია მსგავს მონიტორინგს 2011 წლიდან ამზადებს. …

ცემა, დაბმა, თავის გადაპარსვა – სექსმუშაკზე მოძალადეები ძირითადად ჯარიმით ისჯებიან

„ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ერთხელ მიუსაჯეს პატიმრობა სექსმუშაკზე მოძალადეს ქუთაისში. ამ შემთხვევაში პირმა სექსმუშაკის მომსახურებით ისარგებლა, შემდეგ სცემა და მდინარეში გადააგდო. მსხვერპლი მოკვდა,“ – აღნიშნა საია-ს იურისტმა, თამარ დეკანოსიძემ შეხვედრაზე „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა სექსმუშაკი და წამალდამოკიდებული ქალებისთვის“. შეხვედრას, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, სექსმუშაკი ქალებიც ესწრებოდნენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მონაცემებით, სექსმუშაკზე მოძალადე ძირითადად ჯარიმით ისჯება …

სექსმუშაკის დაჯარიმების მიზეზები: უარი უფასო სექსზე ან თანამშრომლობაზე – საიას სარჩელი

პროსტიტუციის კუთხით არსებული სამართლებრივი რეგულაციის ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე საია-ს იურისტმა, თამარ დეკანოსიძემ თქვა. შეხვედრის თემაა – მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა სექსმუშაკი და წამალდამოკიდებული ქალებისთვის. საია საკონსტიტუციო სასამართლოში პროსტიტუციის დეპენალიზაციას მოითხოვს. ეს გულისხმობს იმას, რომ პროსტიტუციის გამო სექსმუშაკს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. „ეს არ ნიშნავს …

Exit mobile version