სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ, თანამდებობა დატოვა. ის „ბათუმელებთან“ კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს, თუ რატომ მიიღო მინისტრმა ეს გადაწყვეტილება. თუმცა დასძენს, რომ იყო „კომპლექსური საკითხები“, რაზეც მას განსხვავებული პოზიციები ჰქონდა. „სამუშაო პროცესს ბუნებრივია ახლავს საკითხებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება, ის არის კომპლექსური მიმართულება და ეს თემა დამატებით განხილვას არ საჭიროებას“, – გვითხრა მან. მამუკა თურმანიძე …

რატომ შემცირდა თაფლის მოსავალი

„წელს თაფლის მოსავალი განახევრდა, ყველგან ასეა,“ – გვითხრა ერთ-ერთმა მეფუტკრემ ქობულეთში, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მეფუტკრე დარწმუნებულია, რომ თაფლის მოსავლის შემცირება პირდაპირ უკავშირდება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებულ პრეპარატებს. თაფლის მოსავალი რომ შემცირდა, ამას მეწარმე და მეფუტკრეთა ასოციაციის წევრი – მანანა ბოლქვაძეც ამბობს, თუმცა ის დარწმუნებული არაა შემცირება ფაროსანას საწინააღმდეგოდ განხორციელებულმა შეწამვლამ გამოიწვია, თუ სხვა …

აჭარის მთავრობა მეთხილე ფერმერებისთვის კომპენსაციის საკითხს არ განიხილავს

მეთხილე ფერმერებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი აჭარის მთავრობაში არ განიხილება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მამუკა თურმანიძემ უთხრა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მთავრობა მხოლოდ საბანკო ორგანიზაციებთან აწარმოებს მოლაპარაკებას მეთხილე ფერმერების მიერ აღებული სესხების გადავადების მოთხოვნით. მინისტრის მოადგილე თხილის მოსავლის მასობრივად გაფუჭებას ფერმერების მხრიდან აგროწესების დარღვევას უკავშირებს. „ახლა რომ მიხვიდეთ რომელიმე ფერმერის საკარმიდამო ნაკვეთში, ყველა აგროწესი …

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მამუკა თურმანიძე ინიშნება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტროს მოადგილე მამუკა თურმანიძე იქნება, რომელიც აქამდე ამავე სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. კითხვაზე, ინიშნება თუ არა მინისტრის მოადგილედ, მამუკა თურმანიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს. „როცა იქნება დაზუსტებული ყველაფერი, ხვალ დილით, გაიგებთ“, – აღნიშნა მან. ამ დროისათვის აჭარის მთავრობაში ახალი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გუნდის ფორმირება …

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება ნერგების გაცემაზე: კორუფცია გამორიცხულია

„მოდით, ასე შევხედოთ ამ საკითხს. არც ერთი ფერმერი არ დარჩება ნერგის გარეშე, ვინც მოწადინებულია. ნებისმიერ ფერმერს, რომელსაც მოწესრიგებული აქვს მიწის ნაკვეთი, შეუძლია ისარგებლოს სამინისტროს პროგრამით, ისინი ეტაპობრივად მიიღებენ ნერგებს,“ – აცხადებს მამუკა თურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი. სამინისტრო უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის მიერ დღეს გაკეთებულ ბრიფინგს გამოეხმაურა. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, …

ნერგები საკრებულოს წევრ ირაკლი მიქელაძეს ბიუჯეტის ხარჯზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მონაცემებით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ნერგები ბიუჯეტის ხარჯზე აჭარის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საკრებულოს წევრებმა მიიღეს, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი მიქელაძემ, ქობულეთის საკრებულოს წევრებმა: მანუჩარ ნიჟარაძემ და გელა გოგიტიძემ, საკრებულოს ყოფილმა წევრმა მალხაზ ლამპარაძემ, ასევე ხულოს საკრებულოს წევრმა იზოლდა სურმანიძემ. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ბათუმის საკრებულოს წევრმა, ირაკლი მიქელაძემ ნერგები შეღავათიან ფასად სამინისტროსგან …

მთავრობა ფაროსანასთან საბრძოლველად ტექნიკას ყიდულობს – ვის შეხვდება აპარატები

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფაროსანას საწინააღმდეგო 1 135 ერთეული აპარატის შეძენას მომავალი წლის ბიუჯეტიდან გეგმავს. შესაძლოა, ეს ციფრი გაიზარდოს, რადგან აჭარის უმაღლესმა საბჭომ შენიშვნებში ჩაწერა, რომ საჭიროა 2 500 ცალი. „გუშინ მივიღეთ უმაღლესი საბჭოს შენიშვნები. განვიხილავთ ამ წინადადებას და არაა გამორიცხული, რომ უფრო მეტი აპარატი შევიძინოთ, ვიდრე ეს ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში იყო გათვალისწინებული,“ – …

ფერმერებისთვის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის დარიგება დაიწყო

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ბათუმის,  ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წამლობითი ღონისძიებების გასატარებლად ფერმერებისთვის პრეპარატების დარიგება დაიწყო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, „დიფენტრინის“ სახეობის ქიმიური შემადგენლობის პრეპარატი  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა. აჭარის რეგიონისთვის სულ 13 000 ლიტრი პრეპარატია შეძენილი, აქედან  ბათუმის მუნიციპალიტეტს 2 100 ლიტრი, ქობულეთს – 5 300, …

რატომ ვერ დაამარცხა ფაროსანა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის პლანტაციებში

თხილის კრეფის სეზონი თითქმის დასრულდა. მეთხილეები ამბობენ, რომ მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია და მისი რეალიზება უჭირთ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, მოსავლის რა ნაწილია განადგურებული. რატომ ვერ დაამარცხა მავნებელი შეწამვლის ღონისძიებებმა, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა მამუკა თურმანიძეს დაუსვა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აგრარული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს. „თუ გადავხედავთ სხვა …

ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია

კვარიათი, ჭოროხის შესართავი, ახალი ბულვარის ნაწილი, „პიშევიკები“, ფიჭვნარი – ეს ის ადგილებია, სადაც დღეს ზღვაში საბანაოდ შესვლა აკრძალული ან არარეკომენდებულია. აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, კვარიათსა და ახალ ბულვარში იმ მონაკვეთებშია აკრძალული ზღვაში შესვლა, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა და ამჟამადაც მიმდინარეობს. ეს ადგილებია სარფის პლაჟიდან კვარიათის პლაჟამდე მონაკვეთი, ხოლო ბათუმში, ჭოროხის შესართავიდან ახალ ბულვარამდე [საზაფხულო ამფითეატრის მიმდებარე …

მაშველის მოწოდება: ვიდრე თეთრ ალმებს არ დაინახავთ, ნუ შეხვალთ ზღვაში

მაშველები ამ დრომდე ეძებენ ზღვაში გაუჩინარებულ ორ მამაკაცს. სამაშველო სამუშაოებს შტორმი ართულებს. შტორმის დროს მაშველებმა გუშინ, 5 ივლისს, 20 დამსვენებლის გადარჩენა მოახერხეს. რატომ შედიან ადამიანები შტორმის დროს ზღვაში საბანაოდ და რა მექანიზმი აქვთ მაშველებს, რომ მათ ამ დროს ბანაობა შეუზღუდონ? – „ბათუმელელები“ მამუკა თურმანიძეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ესაუბრა. „შავი ზღვის აკვატორიაში გუშინ …

ბათუმში სამაშველო სამსახურმა ზღვის სეზონი გახსნა

დღეს 3 მაისს, ბათუმში,იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, საზღვაო სეზონი გახსნილად გამოაცხადა და სამაშველო აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო. საგანგებო სიტუაცების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ქაწაშვილის თქმით, წელს, აღნიშნული სამსახური საზღვაო სეზონს, თანამედროვე აღჭურვილობით ხვდება. მისი თქმით, მაშველებს ახალი უნიფორმები და აღჭურვილობა ექნებათ. „უნდა აღვნიშნოთ სავალალო შედეგების ციფრები შემცირებულია და წელს კიდევ უფრი ნაკლები იქნება. …

აჭარის მაღალმთიანეთში რძის მიმღები პუნქტების მოწყობას 874 ათასი ლარი დასჭირდება

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წლისთვის რძის მიმღები ორი პუნქტის მოწყობას გეგმავს. რძის მიმღები პუნქტები რეგიონის იმ ნაწილში მოეწყობა, სადაც ყველაზე მეტი რძე იწარმოება, თითოეულის წარმადობა დღეში 10 ტონა იქნება. მას შემდეგ, რაც სამინისტრო მიმღებ პუნქტებს მოაწყობს, მათ იჯარით იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადასცემს, რომლებიც რძეს აწარმოებენ. „რძის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისი მიმღები პუნქტების მშენებლობა …

აზიური ფაროსანა ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს – მწერთან ბრძოლა დატესტვის რეჟიმში

მავნებელი მწერი ფაროსანა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკარანტინო მავნებლების ნუსხაში შეიყვანა, ციტრუსს, თხილს, ვაზს, ატამს, ჟოლოს, ვაშლს, მსხალს… ბოსტნეულს, სიმინდს – სულ 300-მდე სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს. მავნებელი მცენარის ნაყოფს ხვრეტს და ნაყოფიდან წვენს იღებს, რაც ნაყოფის უჯრედულ დაზიანებასა და  მოსავლის ხარისხის დაცემას იწვევს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის თქმით, სამინისტრო პირველ …

სამინისტრო მოცვის ნერგებს აღარ დაარიგებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლურჯი მოცვის ბაღების გაშენების პროგრამას მომავალი წლიდან აღარ განახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კულტურა მაღალი საექსპორტო პოტენციალით გამოირჩევა და მასზე მოთხოვნა გაზრდილია, სამინისტრო არც მოცვის ნერგების დარიგების პროგრამას გააგრძელებს. „ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა მოცვის ნერგების დარიგება თუ ბაღების გაშენება. ჯამში 47 ათასი ძირი მოცვი გვაქვს გადაცემული ფერმერებზე, ხოლო მიმდინარე წელს მოცვის …

რა უშლის ხელს კოოპერატივების შექმნას

საქართველოში ფერმერთა კოოპერატივებად ჩამოყალიბება ძნელად მიმდინარეობს. ხშირად კოოპერატივები იქმნება ხელოვნურად, რათა ამა თუ იმ პროგრამით ერთჯერადად ისარგებლონ. ტრადიციები, ნდობის, ცოდნის  ნაკლებობა და ა.შ. – ეს ყველაფერი დღეს ხელს უშლის კოოპერატივების შექმნას. სპეციალისტთა შეფასებით კი, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის კოოპერატივებს ალტერნატივა არ აქვს. ამ მიმართულებით 2013 წლიდან შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, მოქმედებს სახელმწიფო და საგრანტო პროგრამები. „იმას, რასაც …

Exit mobile version