რატომ არ აწვდიან გაზს მოსახლეობას ქობულეთის სოფლებში, სადაც მილები შარშან გაიყვანეს

ქობულეთის სოფლებში – ალამბარსა და მუხაესტატეში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაზის მილების გაყვანა 2021 წლის აპრილში დასრულდა, თუმცა მოსახლეობის გაზიფიცირება ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ სოფლებში გაზსადენი ქსელის მოსაწყობად ბიუჯეტიდან ჯამში 3 083 678 ლარი დაიხარჯა. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ გაზიფიცირების არდაწყების მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია, რასაც „ბათუმელებთან“ უარყოფს პროექტის განმახორციელებელი „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“. „ჩატარდა შესაბამისი …

სოფელ ლეღვაში სახლი ჩამოინგრა – დიდთოვლობა ქობულეთში

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, სოფელ ლეღვაში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. სახლში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა. როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, სახლის ჩამონგრევის სავარაუდო მიზეზი თოვლია. „ამ დროისთვის ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. პირველი ეტაპისთვის მერია დაზარალებულ ოჯახს ბინის ქირას გადაუხდის, შემდეგ კი სახლის მდგომარეობას კომისია შეისწავლის“, – ამბობენ მერიაში. სოფელს ამ დროისთვის არც ელექტროენერგია მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, …

მოზარდები ლეღვას სკოლიდან ნაადრევ ქორწინებასა და გენდერულ თანასწორობაზე

„მოსწავლეები ძალიან დაინტერესებული ჩანდნენ გენდერული თანასწორობის საკითხებით. ეტყობოდათ, რომ მანამდეც არაერთხელ დაფიქრებულან იმაზე, რომ ნაადრევი ქორწინების გამო ბავშვებს განვითარების შესაძლებლობა ერთმევათ… ნაადრევი ქორწინება ნამდვილად გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი უმწვავესი სოციალური სენია. მისი მსხვერპლები, შემთხვევათა უმრავლესობაში, გოგოები არიან“, – ამბობს მარიამ ქაჯაია, რომელიც ქობულეთის სოფელ ლეღვას N2 საჯარო სკოლაში გამართული დისკუსიის მოდერატორი იყო. ლეღვას N2 საჯარო …

მშობელი ქობულეთიდან: სამინისტრო ჩემი შვილის უფლებას არღვევს, მივმართავ სახალხო დამცველს

მშობელი, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ცხოვრობს, ამბობს, რომ განათლების სამინისტრო მისი შვილის უფლებას არღვევს, რადგან მას არ უტოვებს არჩევანის თავისუფლებას. მაკა მალაყმაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ შემთხვევის გამო [დისკრიმინაციის დადგენის მიზნით] ის აპირებს სახალხო დამცველსაც მიმართოს. „განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ქალაქში მცხოვრებ მშობელს აქვს არჩევანი – გაუშვას ბავშვი სკოლაში თუ გააგრძელოს ონლაინსწავლება. რატომღაც სოფელში …

ქობულეთში ლეღვა და აჭყვა დაისეტყვა

ქობულეთში, მაღალი ზონის სოფლები დაისეტყვა. ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დათვლილი არ არის რა ზიანი მიადგა სეტყვის შედეგად მოსახლეობას. დაისეტყვა სოფლები აჭყვა და ლეღვა, სადაც მოსახლეობას ციტრუსის ბაღები აქვს. თუმცა, როგორც ქობულეთის მერიაში გვეუბნებიან, დააზიანა თუ არა სეტყვამ მანდარინის ნაყოფი, ამის შესწავლა მხოლოდ გამოდარების შემდეგ არის შესაძლებელი, „რადგან წვიმაში დაზიანება ნაყოფზე არ ჩანს“. მერიის ინფორმაციით, …

„ვერ ვმუშაობთ, საკვები გვითავდება“ – ქობულეთის ჩაკეტილ სოფლებში დახმარებას ითხოვენ

„პურის ფქვილის ტომარა დღეს სულ ბოლომდე დავცალე, რა ვაჭამო შვილებს? ერთი 10 წლისაა, მეორე – 12 წლის, ინტერნეტის ლიმიტიც ამოიწურა, გაკვეთილებს ვეღარ დაესწრებიან,“ – გვიყვება ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მცხოვრები შორენა აბაშიძე. ქობულეთის იმ სოფლებში, სადაც 12 აპრილიდან საკარანტინო ზონაა, ადამიანები საკვებს ითხოვენ. ეს ოჯახები სოციალურად დაუცველები არ არიან, მაგრამ უმუშევრად დარჩენამ ისინი შემოსავლის გარეშე დატოვა. …

5 ახალი შემთხვევა სოფელ ლეღვაში – ინფიცირებულია 2 ბავშვი

ახლახან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხუთივე მათგანი ეგრეთ წოდებულ ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. ქობულეთის კლასტერში ინფიცირებულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. აქამდე ლეღვაში კიდევ 2 შემთხვევა იყო დადასტურებული. ინფიცირებულებს შორის ორი ბავშვია. ერთი ბავშვი ერთწლამდეა და მას დედასთან ერთად გადაიყვანენ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ დედა-შვილს, პირველადი …

„საკვებს ვინ შემოგვიტანს? როგორ დავბრუდეთ?“ – კითხვები ქობულეთის ჩაკეტილი სოფლებიდან

„საკვებს ვინ შემოგვიტანს სოფლის მაღაზიაში?“ „ვინც ამ სოფლის მცხოვრებია, როგორ დაბრუნდება, როცა სხვა ბლოკ-პოსტებიც უნდა გამოიაროს?“ „ფული რომ განაღდებული არ გვაქვს და მაღაზიაში ბარათით ვერაფერს ვიყიდით, რა უნდა ვქნათ?“ –  კითხულობენ სოფელ ლეღვას მცხოვრებლები. ლეღვა ქობულეთში ერთ-ერთი სოფელია, სადაც დღეს, 12 აპრილს, საკარანტინე ზონა გამოცხადდა. ლეღვაში დაახლოებით 1000 ოჯახი ცხოვრობს. „…ბლოკ-პოსტი უკვე მოაწყეს, იქ 20-30 …

ხანძარი ქობულეთში

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ ზედა ლეღვაში, კერძო საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა. საცხოვრებელი სახლი გურამ დუმბაძის ხუთსულიან ოჯახს ეკუთვნის. ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „დროულად მოვიდა სახანძრო სამსახური“, – ამბობს მერი. მისივე ინფორმაციით, ქობულეთის მერია დაზარალებულ ოჯახს ქირით გადასვლას სთავაზობს, რადგან „ამ დროისთვის სახლი საცხოვრებლად შეუსაბამოა“. „შესაძლოა პირველ სართულზეც ჩავიდეს …

Exit mobile version