მურთაზ ზოდელავას მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა, მას 25 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრ მურთაზ ზოდელავას მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა საპატიმრო გირაო შეუფარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ციხეს მას შემდეგ დატოვებს, რაც ოჯახის წევრები გირაოს თანხას გადაიხდიან. მურთაზ ზოდელავას სასამართლო ლევან ხაბეიშვილის პროცესთან ერთად გაიმართა. ორივე დაკავებულის ადვოკატები ითხოვდნენ ხაბეიშვილის და ზოდელავას საქმე აეცილებინა და არ განეხილა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილს. ენმ-ის პოლისტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან …

ლევან ხაბეიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

„გადაწყვეტილება მიღებულია – ტყუილად ვსხედვართ. მამიდაჩემი დაღლილია, ძმამკვდარი ქალი ზის აქ, ძმისშვილის სასამართლო სხდომაზე. ტყუილად ვსხედვართ!“ – საკუთარი განაჩენი წინმსწრებად გამოაცხადა ლევან ხაბეიშვილმა მანამ, სანამ მოსამართლე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვებდა. დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.  თითქმის ხუთსაათიანი სხდომის დასასრულს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა …

“ივანიშვილმა დაიჯერა მარცხის, რომ ლევან ხაბეიშვილი ხალხთან ერთად ამარცხებს მათ”

დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს სიტყვით მიმართა ლევან ხაბეიშვილმა. მის სიტყვას სასამართლოდან გამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს. „ჟანდარმერიის თანამშრომლებს, რომლებმაც მოახდინეს ჩემი დაკავება, მინდა გესმოდეთ მარტივი ჭეშმარიტება – არ არსებობს არანაირი მოქმედება, ფაქტი, არაფერი, გარდა პოლიტიკური განცხადებისა. ეს არის ჩემი პოლიტიკური დაპირება. დიახ, ესაა 200 …

„პოლიციაში ბზარის გაჩენის ეშინიათ პარანოიდულად“ – ინტერვიუ

„ეს არის „მეფის კარზე“ შიდა კლანებს, დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება… ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ ბიძინას ირგვლივ არავინ არ დატოვოს, ბიძინა გახადოს სტერილური და მის ერთადერთ მემკვიდრედ იქცეს,“ – თავის ვერსიას გვიზიარებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ივანიშვილის დაჯგუფებაში ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 სექტემბერს დააკავა. მას თანამდებობით ბოროტად სარგებლობას …

„სიგიჟეა, ქრთამად მიიჩნიო საჯარო მოხელისგან კარგი საქციელის წახალისების მოწოდება“ – იურისტი

ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს. სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირებაა. იურისტი გურამ იმნაძე ძირითადად ორი მთავარი გარემოების გამო მიიჩნევს დაუსაბუთებლად ლევან ხაბეიშვილის დაკავებას: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის …

„მართლა ძალიან ეშინია ბიძინას, 4 ოქტომბერს შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს“ – პოლიტოლოგი

„ივანიშვილს ერთადერთი გათვლა აქვს – თავისი ბირთვული ამომრჩეველი და მხარდამჭერები რომ ჰყავს, მათ აჩვენოს, რომ ვითომ ძალაუფლება უჭირავს ხელში. მაგრამ სულ რომ დაიჭიროს ყველა, 4 ოქტომბრამდე ისეთი ამბები მოხდება, ის ხალხიც გამოვა ქუჩაში, რომელიც არავის არ უჭერდა მხარს. მართლა ძალიან ეშინია ბიძინას ახლა,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა. მას ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის …

„საქმის შეკერვასაც ცოდნა სჭირდება“ – ნონა ქურდოვანიძე ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი: „არ ვიცნობ იურისტს, რომელსაც ხაბეიშვილისათვის წარდგენილი ბრალი უკიდურესად კომიკურად არ მიაჩნია. დეტალებში შესვლაც შეუძლებელია, იმდენად აბსურდულია ქრთამის დაპირების ბრალდება. საქმის შეკერვასაც ცოდნა სჭირდება,“ – წერს ფეისბუქში ნონა ქურდოვანიძე. ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი …

ხაბეიშვილი გდდ-ს თანამშრომლებზე საჯაროდ მიმართვის გამო დააკავეს – სუსი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ამავე პარტიის წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავეს. ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს. სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირების გამო დააკავეს. „ლევან ხაბეიშვილი …

Exit mobile version