ტრანსგენდერი თემის მძიმე ცხოვრება საქართველოში – უფლებები მხოლოდ ფურცელზე

ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. კულტურული ჩაგვრის პარალელურად, რომლის შედეგადაც ისინი ახალგაზრდა ასაკშივე ოჯახების მხარდაჭერის გარეშე რჩებიან, საზოგადოებისგან იდევნებიან. მათი არსებობა და საჭიროებები სრულიად უხილავი რჩება სახელმწიფოსთვის.   25 წლის ტრანსგენდერი ქალი, დადუ კარა ამბობს, რომ სიცოცხლის, უსაფრთხოების, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლებები ტრანსი თემისთვის მხოლოდ „ფურცლებზე“ არსებობს. „სახელმწიფოსთვის ჩვენ გინდ ვიყოთ, გინდა არა. ჩვენ …

უგულავა პატრიარქს: „თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ. თქვენ იქ მხოლოდ სტალინს იხილავთ“

დღეს, 5 ივლისს, თბილისში „ღირსების მარშია“ დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული აქციაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს, აზიანებენ მედიასაშუალებების ტექნიკას და არბევენ პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს. ძალადობრივი ჯგუფები, სულ მცირე, 20 ჟურნალისტს დაესხნენ თავს ამ დრომდე [13:16] რამდენიმე პოლიტიკოსი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე …

ჰომოსექსუალებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ოჯახები, ისინი ღვთის შვილები არიან – რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპი ფრანცისკე ერთსქესიანთა კავშირის დაკანონების მომხრეა. ამის შესახებ ის რომის კინოფესტივალზე ნაჩვენებ დოკუმენტურ ფილმში საუბრობს, რომელსაც „ფრანცისკე“ ჰქვია. ფილმი ოსკარზეა ნომინირებული. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. „ჰომოსექსუალებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ ოჯახები. ისინი ღვთის შვილები არიან და ამის უფლება აქვთ. ამის გამო არავინ უნდა იყოს უბედური. უნდა მივიღოთ კანონი სამოქალაქო კავშირზე, ასე ისინი კანონით იქნებიან დაცულები“, …

ტრანსგენდერი გოგო: მარკეტში სახეში დამარტყეს, პოლიციამ მე დამაკავა

„მარკეტში მე და ჩემს მეგობარს შეურაცხყოფა მოგვაყენეს, სახეში რაღაც დამარტყეს, პოლიციელმა კი, ჯერ მარკეტიდან გამოგვყარა, მერე მანქანის კარზე სახე დამარტყმევინა,“ – ამბობს ტრანსგენდერი გოგო ქეთი მახარაძე. მისი თქმით, კონფლიქტი მარკეტში გუშინწინ, ღამის ორ საათზე იმის გამო მოხდა, რომ ის და მისი მეგობარი ტრანსი ქალები არიან. „დაბადების დღიდან მოვდიოდით მე და ჩემი დაქალი, ნასვამი ვიყავით… ინასარიძის …

მოკვლით მუქარა თანასწორობაზე გაკეთებული განცხადების გამო – პოლიციამ გამოძიება დაიწყო

ივა ყურშუბაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის იმ მუხლით მიმდინარეობას, რაც მუქარას გულისხმობს. ივა ყურშუბაძემ პროკურატურას გუშინ მიმართა. ბებიას უთხრეს, რომ გეი ვარ და მომკლავენ – ამბობს ივა ყურშუბაძე. მისივე თქმით, სოფელ ჩაისუბანში ოჯახის ახლობლებისგან და ნათესავებისგან მუქარა მას შემდეგ დაიწყო, როცა ივამ 17 მაისს გადაცემა „ჰეშთეგში“ მონაწილეობა მიიღო, სადაც …

„ბებიას უთხრეს, რომ გეი ვარ და მომკლავენ“

„ბებიას უთხრეს, რომ გეი ვარ და მომკლავენ. ამოათრიე აქ და ლინჩის წესით გავასამართლებთო…“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ივა ყურშუბაძე. ივას თქმით, სოფელ ჩაისუბანში მარტოდ მცხოვრებ მის ბებიას შვილიშვილის ფიზიკური განადგურებით ახლობლები 18 მაისს დაემუქრნენ. 17 მაისს სოფელში „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „ჰეშთეგი“ ნახეს, სადაც ივა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაზე და თანასწორობაზე საუბრობდა. „მუქარის გარდა, ბებიას სიტყვიერი შეურაცხყოფაც …

მიდგომა იქნება მკაცრი – მოსამართლის გაფრთხილება ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებულს

ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებული გიორგი ჩ. 2 ათასი ლარის გირაოს საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 17 დეკემბერს მიიღო. საუბარია ბათუმში, ჭავჭავაძის და ბარათაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მარტში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ტრანსგენდერი ქალი სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყეს. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით გამოძიებამ 1990 წელს დაბადებული გიორგი ჩ. 15 დეკემბერს დააკავა. გამოძიება სისხლის …

სექსუალური უმცირესობების სამართლებრივი დაცვისთვის ბათუმში ტრენინგი ჩატარდება

ლგბტ თემისთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგები ბათუმში 28 და 29 სექტემბერს ჩატარდება. ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვა. ტრენინგზე „თანასწორობის მოძრაობის“ იურისტები: დიანა დავითაძე და ანზორ ხატიაშვილი ისაუბრებენ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე, დისკრიმინაციაზე, პოლიციასთან ურთიერთობის დროს უფლებების დარღვევასა და ოჯახში ძალადობაზე. შეხვედრაზე კონკრეტულ შემთხვევებს და კაზუსებსაც განიხილავენ. ტრენინგი დღის 4 …

Exit mobile version