მოსახლეობა ამბობს, რომ „ბლექსის“ ეზოდან ვირთხები და კოღოები ესევიან – დირექტორი უარყოფს

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის 94ა-ში ხუთსართულიანი კორპუსი დგას. კორპუსის უკანა ეზო პროფესიულ სასწავლებელ „ბლექსის“ ეზოს გადაჰყურებს. ეზოში წლებია ბალახი იზრდება, ბალახს პერიოდულად ცელავს „ბლექსის“ ადმინისტრაცია, თუმცა, კორპუსის მცხოვრებლების თქმით, მოცელილ ბალახს ადგილზევე ტოვებენ. კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მოცელილი ბალახი ლპება და კოღოებისა და ვირთხების საბუდრად იქცევა. ლერმონტოვის ქუჩის 94ა-ში მცხოვრები ლუდა თხილაიშვილი ასევე გვიყვება, რომ მათი …

ბათუმში „ბლექსის“ ადგილზე 7,4 მილიონ ლარად ახალ საჯარო სკოლას ააშენებენ

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N 61-ში ახალი საჯარო სკოლის შენობას ააშენებენ. ყოფილი კოლეჯ „ბლექსის“ ადგილზე [ჭავჭავაძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში] ახალი სკოლის მშენებლობაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 7 418 283 ლარია. „საპროექტო დოკუმენტაცია კონკურსის წესით შეირჩა, რომლის მიხედვითაც უნდა აშენდეს სამსართულიანი, სრულიად ადაპტირებული სკოლის შენობა, რომელიც გათვლილია დაახლოებით 1 400 მოსწავლეზე …

კოლეჯ „ბლექსის“ მშენებლობის თანხა 1,1 მილიონით გაიზარდა და 17,5 მილიონია – ტენდერი

კოლეჯი „ბლექსი“-ს შენობის მშენებლობაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ხელახალი ტენდერი 17 534 630 ლარით გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება წინა ტენდერთან შედარებით 1 114 387 ლარითაა გაზრდილი. კოლეჯის ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქ N1-ში უნდა აშენდეს. წინა ტენდერი 16 420 243 ლარით იყო გამოცხადებული, თუმცა, ის უარყოფითი შედეგით დასრულდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, სააგენტოს სამუშაოებს …

16,4 მილიონი ლარი კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობისთვის ბათუმში – ტენდერი

კოლეჯი „ბლექსი“-ს შენობის მშენებლობაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი 16 420 243 ლარით გამოაცხადა. კოლეჯის ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქ N1-ში უნდა აშენდეს. „პროექტით გათვალისწინებულია 3-სართულიანი შენობა, შეკიდული ვიტრაჟული სისტემით, უმეტეს ნაწილზე გამოყენებულია საჩრდილობლები კომპოზიტური პანელებით. პირველ სართულზე ძირითადად განლაგებულია სახელოსნოები, სასადილო დარბაზი სამზარეულოთი, ჰოლი სპორტული სივრცით. II და III სართულებზე – ადმინისტრაციული …

რომელ პროგრამებზე აპირებენ პროფესიული კოლეჯები ზოგადი განათლების მოდულის დანერგვას

პროფესიულ სასწავლებლებში ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა. ამ სტანდარტების მიხედვით, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც, რაც შემდგომში მათ შესაძლებლობას მისცემს, სწავლა უმაღლეს სასწავლებელშიც გააგრძელონ. პირველ ეტაპზე, როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, შვიდი პროფესიული კოლეჯი აპირებს ინტეგრირებული პროგრამების დანერგვას. აქედან ერთ-ერთი ქობულეთში არსებული კოლეჯი „ახალი ტალღაა“. „ახალი ტალღის“ ხარისხის მართვის მენეჯერი ირმა მეგრელიძე …

ბათუმში კომაროვის სკოლის ფილიალის მშენებლობა იწყება

ბათუმში, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალი, გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩის N1-ში აშენდება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს. ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ღირებულება 11 399 994 ლარია. პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის …

გადის თუ არა ავტობანი ბათუმში იმ ნაკვეთზე, სადაც კომაროვის სკოლა უნდა აშენდეს

ბათუმში, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალის მშენებლობა, სვიშევსკის ქუჩის N1-ში მდებარე ნაკვეთზეა დაგეგმილი. სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ამ ნაკვეთზე ბათუმის შემოვლითი გზა [მშენებარე ავტობანი] გადის. ამ ნაკვეთზე უნდა აშენდეს კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობაც. კომაროვის სკოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგისთან“ – 11 399 994 ლარზე. „ბლექსის“ შენობისთვის კი, …

როგორი იქნება კოლეჯი „ბლექსი“ ბათუმში, რომელიც კომაროვის სკოლასთან აშენდება

კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობის ესკიზური პროექტი მზადაა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ამჯერად DB [დიზაინ ბილდის] კონცეფციით პროფსასწავლებლის შენობის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოებზე განმეორებით ფასთა კვლევას ატარებს. როგორც ადრე სააგენტოში გვითხრეს, კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქუჩის პირველ ნომერში, იმ ტერიტორიაზე აშენდება, სადაც „კომაროვის სკოლის“ მშენებლობა იგეგმება. „ბლექსის“ ახალი შენობის მშენებლობას კი, სავარაუდოდ, 10 მილიონი ლარი დასჭირდება. სააგენტოს გადაწყვეტილებით საპროექტო დოკუმენტაციის …

კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში „კომაროვის სკოლასთან“ აშენდება

კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქუჩის პირველ ნომერში, იმ ტერიტორიაზე აშენდება, სადაც „კომაროვის სკოლის“ მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში უთხრეს. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, „ბლექსის“ ახალი შენობის მშენებლობას, სავარაუდოდ, 10 მილიონი ლარი დასჭირდება. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ესკიზური პროექტის მომზადება, რომლის დასრულების შემდგომ მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია ტენდერის გამოსაცხადებლად დიზაინბილდით. ტენდერი, სავარაუდოდ, გამოცხადდება …

Exit mobile version