რა ხდება კარიერზე, რომლის დახურვასაც კვირიკეს მოსახლეობა ითხოვს

ქობულეთის სოფელ კვირიკეში მოსახლეობის ერთი ნაწილი მთის კარიერზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს – აქედან ქვის ლოდებს ეზიდებიან. 13 მარტს მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ საკითხს სამთავრობო კომისია განიხილავდა, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ასეთი კომისია აჭარის მთავრობაში შექმნილი არ არის. სოფელში სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ, ლიცენზიანტ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ  მოსახლეობა კანონიერ საქმიანობაში ხელს უშლის და მათ პრეტენზიებს პასუხი ხელისუფლებამ უნდა …

რატომ დაუჭირა მხარი აჭარის დეპუტაციამ პატრიოტთა ალიანსის რეზოლუციას ენმ-ის რეჟიმად გამოცხადებაზე

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას „სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმაც. თუმცა, საბოლოოდ, რეზოლუციამ საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა. 45 მომხრე, 16 – წინააღმდეგი. ეს შედეგი დაფიქსირდა 21 თებერვალს, რეზოლუციის პროექტის კენჭისყრის დროს. რეზოლუციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდი უნდა შეფასდეს როგორც „სააკაშვილი-ბოკერიას ძალადობრივი რეჟიმი“. რეზოლუციას პარლამენტის აჭარის დეპუტაციის ერთმა ნაწილმაც დაუჭირა მხარი. …

„ვახშამზე რჩეული ქობულეთელების პროექტიდან არავინ ყოფილან“ – დეპუტატს ტყუილში ამხელენ

22 ოქტომბერს რესტორან “ხალაგრანდში” გამართულ ვახშამზე პროექტ “რჩეული ქობულეთელების” ფარგლებში დაჯილდოებული ადამიანები არ ყოფილან“, – ეს “ბათუმელებს” პროექტის თანაორგანიზატორმა და საინფორმაციო მხარდამჭერმა ჯემალ მეგრელიძემ ახლახან [20:40] უთხრა. ჯემალ მეგრელიძე  საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ნაკაიძის განცხადებას გამოეხმაურა – დეპუტატმა დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ 22 ოქტომბერს „რჩეულ ქობულეთელებს“ უმასპინძლეს. პროექტის თანაორგანიზატორის თქმით, დეპუტატი იტყუება და მას საერთო …

ქონება აჭარის მთავრობისგან პარლამენტარებს უფასოდ, დღის ცენტრის გასახსნელად

საქართველოს პარლამენტის ორი დეპუტატის – ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას აჭარის მთავრობამ 2016 წელს, უსასყიდლოდ და უზუფრუქტის წესით, ქობულეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, თბილისის ქუჩის #31-ში, ორსართულიანი შენობა გადასცა. დეპუტატები შშმ პირებისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის გამაჯანსაღებელი ცენტრის გახსნას გეგმავენ. აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების მიხედვით, დეპუტატების მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ – „თანალმობა“ აიღო ვალდებულება, რომ …

ნაკაიძე ქობულეთისთვის თვითმმართველობის მინიჭებაზე: დაგვემართება ის, რაც დაემართა ოზურგეთს

საქართველოს პარლამენტში აჭარას ექვსი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. აქედან ერთ-ერთია ქობულეთის მაჟორიტარი კობა ნაკაიძე. ის იმ დეპუტატებს შორის მოხვდა, რომლებიც რვა თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულან. კობა ნაკაიძის მიერ წარდგენილი კანონპროექტების რაოდეობა არის – 0. კობა ნაკაიძის გარდა ამ სიაში მოხვდნენ ფატი ხალვაში, ლევან ბეჟანიძე და მუხრან ვახტანგაძე. 2016 წლის 18 ნოემბრიდან …

რის შეცვლას აპირებენ აჭარის მაჟორიტარები საქართველოს კონსტიტუციაში

საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ხელისუფლება კონსტიტუციის შეცვლას აპირებს.  საკონსტიტუციო კომისია მუშაობას უკვე შეუდგა, ცვლილების პროექტი მომავალი წლის აპრილში უნდა იყოს მზად. არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ აჭარის ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობდა. დეპუტატები აჭარიდან ახლაც იმავე აზრზე არიან, თუმცა ისინი პოლიტიკიდან უკვე წასული პაატა ბურჭულაძის წინასაარჩევნო გზავნილს ააქტიურებენ და ძირითადად ადგილობრივი კადრების ჩაგვრაზე ამახვილებენ ყურადღებას. კიდევ, მაგალითად, კულტურული …

მოწამვლის შვიდი შემთხვევა ბათუმში “შემოიხედე გენაცვალე”-ში სტუმრობის შემდეგ

ბათუმში დღეს, 5 ივლისს, 7 ადამიანი მოიწამლა რესტორან “შემოიხედე გენაცვალეში” სტუმრობის შემდეგ – ინფორმაცია “ბათუმელებს” აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. “ჩვენი ინფორმაციით, შუადღეზე ორმა ადამიანმა მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს მოწამვლის ნიშნებით, საღამოს კი ხუთი ადამიანი გადაიყვანა “შემოიხედე გენაცვალედან” სასწრაფო დახმარების მანქანამ. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,” – განუცხადა “ბათუმელებს” კობა ნაკაიძემ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა. კობა …

წვეულება ხელვაჩაურში და 25 მოწამლული ადამიანი

14 ივნისს ხელვაჩაურში, ერთ-ერთი ოჯახში გამართული წვეულების შემდეგ ოჯახის წევრები და სტუმრები საავადმყოფოში მოხვდნენ ინტოქსიკაციით, მათ შორის 11 ბავშვია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, კობა ნაკაიძის თქმით, ამჟამად პაციენტების მდგომარეობა ნორმალურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „რაც შეეხება ინტოქსიკაციის მიზეზებს, კლასიკური სიმპტომატიკა, რაც ახლავს კვებისმიერ ინტოქსიკაციას, არ იყო, თუმცა შეიძლება ეს იყოს რაიმე ატიპიური …

Exit mobile version