რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი, რასაც „ოცნება“ ქმნის – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„ქართული ოცნება“ ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს ქმნის, რაც სპეციალისტების განცხადებით კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემისთვის. რეესტრის შექმნის ინიციატორი შს სამინისტროა, რაც ბევრ კითხვას აჩენს. კანონში ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, შემოდის სადავო ტერმინებიც, მაგალითად – „პროცესუუნარო პირი“. რატომ არის საფრთხე ამ რეესტრის შექმნა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფსიქოლოგსა და კლინიკურ სუპერვიზორს, მაია ცირამუას ესაუბრა. ქალბატონო მაია, …

ლუსტრაციის კანონი შეეხება მათ, ვინც თანამშრომლობდა საბჭოთა და რუსულ სპეცსამსახურებთან – ინტერვიუ

პარტია „თავისუფლების მოედანი“ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ ლუსტრაციის კანონის ინიციირებას გეგმავს. ლუსტრაციის კანონი მე-20 საუკუნის 90-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შემოიღეს. გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში სპეციალურმა ინსტიტუტებმა შეისწავლეს, თუ ვინ მონაწილეობდა საბჭოთა რეპრესიებში და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის გამტკიცებაში. შესწავლის შედეგად ეს ადამიანები სახელმწიფო სამსახურებს დროებით ან სამუდამოდ ჩამოშორდნენ. როგორ …

10 ცვლილება კანონში, რაც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს – საიას თავმჯდომარის განმარტება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე მოკლედ, პუნქტებად განმარტავს, რა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა „ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ საიას თავმჯდომარის პოსტს ფეისბუქზე. „როგორ შეზღუდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება ქართულმა ოცნებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით: 1. თუ მძღოლები პროტესტს მსვლელობით უერთდებიან და პოლიციამ ჩათვალა, რომ ამით ტრანსპორტის მოძრაობა ფერხდება, მძღოლი 1000 ლარით …

აკრძალული იარაღით თევზაობისთვის პირი შესაძლოა დააპატიმრონ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის მიმართულებით კანონმდებლობა მკაცრდება. კერძოდ, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომელთა თანახმადაც თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე. …

„მონის“ დაძახებისთვის ჯარიმა 2000 ლარამდე გაიზარდა, რას ამბობს ომბუდსმენი კანონში ცვლილებებზე

„პარლამენტი ზრდის დაკავების ვადას, მაგრამ დაკავების კანონიერების გადამოწმების ვალდებულება არ არსებობს. ასევე მძიმდება პასუხისმგებლობა ორი ყველაზე მძიმე დარღვევისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში უფლებების შეზღუდვის ყველაზე გავრცელებული და სამწუხარო მექანიზმია,“ – წერს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. იგი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომლებიც დაჩქარებული წესით დღეს, 29 აპრილს მიიღო პარლამენტმა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ქვეყანაში უფლებების დარღვევის …

როდისაა დასაშვები გვამზე მუშაობა – ცვლილება კანონში

გვამებზე სასწავლო და სამეცნიერო  მუშაობის კუთხით კანონმდებლობა შეიცვალა. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე აქვთ უფლება, უპატრონო გვამთან იმუშაონ, ასევე სხვა ქვეყანაში შეიძინონ გვამი და საქართველოში შემოიტანონ. აქამდე უმაღლეს სასწავლებლებს ამის უფლება არ ჰქონდათ.  „უპატრონოობის დადგენიდან 1 თვის ვადაში გადაეცემა გვამი სასწავლო დაწესებულებას. სასწავლო წელი უკვე სრულდება. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ჩვენ შემოვიტანთ გვამს,“ – ამბობს ლეილა ახვლედიანი, …

შემოდგომამდე უმაღლესი საბჭო კანონების მიღებას არ აპირებს

გასული წლის ნოემბერში შეკრებილ კანონმდებლებს ამ ეტაპზე არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირებული არ აქვთ. საგაზაფხულო სესია აჭარის უმაღლეს საბჭოში 7 მარტს გაიხსნა. „არ გვინდა ისე გამოვიდეს, რომ მივიღოთ კანონი და მერე, შემოდგომაზე ისევ შესაცვლელი დარჩეს“, – გვითხრა დავით გაბაიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. შემოდგომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ელოდებიან. დავით გაბაიძე არ მალავს, რომ აქტიური …

ნარკოტიკების ზედოზირება – პოლიცია საავადმყოფოსგან ინფორმაციას მაინც იღებს

ექიმებს აღარ აქვთ ვალდებულება, შეატყობინონ სამართალდამცველებს იმ პაციენტების შესახებ, რომლებიც კლინიკაში ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების დიაგნოზით ხვდებიან. ცვლილება საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში 2014 წლის 11 სექტემბერს შევიდა. ამის მიუხედავად, ბათუმის სამედიცინო კლინიკებში არ მომატებულა ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევები. მიზეზი მარტივია – პოლიციას ისევ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია კლინიკაში მისული ნარკოტიკების მომხმარებლის შესახებ და პასუხისგებაშიც მისცეს …

კონკურსის ბოლო ეტაპზე მთავრობამ აღმოაჩინა, რომ საკანონმდებლო ნორმა ბუნდოვანია

კონკურსისა და წარდგენა-ვერდამტკიცების პროცურების გავლის შემდეგ, პროცესის ბოლოს, აჭარის მთავრობამ აღმოაჩინა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც უსკოს თავჯდომარის პოსტზე კადიდატი უნდა შეერჩიათ და შემდეგ დაემტკიცებინათ, ბუნდოვანია. საკონკურსო კომისიამ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი შეარჩია. მათგან ერთ-ერთი მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა. უმაღლესმა საბჭომ წარდგენილ კანდიდატურას კენჭი უყარა და ჩააგდო, მეორე და …

Exit mobile version