„ოცნების“ დეპუტატის კომპანია 19 500 კუბ.მეტრ ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

„ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზას“ დაბა ქედაში 19 500 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვების უფლება მისცეს. 1 კუბურ მეტრ ინერტულ მასალაში პარლამენტარის კომპანია დაახლოებით 1 ლარს და 30 თეთრს გადაიხდის. „ოცნების“ მთავრობის 2026 წლის 10 ივნისის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რაში გამოიყენებს შპს „გზა“ ულიცენზიოდ მოპოვებულ ქვიშა-ხრეშს. …

„ქვიშა-ხრეშს საქვირითე ადგილებშიც კი მოიპოვებენ“ – როგორ ნადგურდება მდინარეები და თევზები

საქართველოს დიდსა თუ პატარა მდინარეების აუზში ქვიშა-ხრეშის, ეგრეთ წოდებული ინერტული მასალების მოპოვება გახშირდა. ეს პროცესი ხშირად უკონტროლო და დაურეგულირებელია. მდინარეების პირდაპირ ცოცხალი კალაპოტიდან ინერტული მასალების მოპოვება მავნედ ზემოქმედებს მდინარის ეკოსისტემაზე. გავლენა იმდენად დიდია, რომ ხშირად დაღრმავებული ფსკერის აღდგენას მდინარე ვეღარ ახერხებს პირვანდელი სახით. როგორ ზიანდება მდინარის ეკოსისტემა ქვიშა-ხრეშის მოპოვებით, რამდენად სთხოვს სახელმწიფო, გარემოს დაცვის სააგენტო …

ტრაქტორი ადიდებულ მდინარეში, დოლოგანთან [ფოტო]

მდინარე აჭარისწყლის ადიდების შედეგად სოფელ დოლოგნის მიმდებარედ ტრაქტორი წყალში აღმოჩნდა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მდინარე წვიმის გამო გუშინ, 22 მარტს, საღამოს ადიდდა. „ტრაქტორი ინერტული მასალების ამოღებაზე მუშაობდა. ეს არის ქედისა და ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს. როგორც ვიცი, მათ არხი ჰქონდათ გაკეთებული და წყალი არხს აქეთ არ უნდა გადმოსულიყო, თუმცა ადიდებულმა მდინარემ მთელი კალაპოტი დაფარა. სამუშაო პროცესი …

ხრეშის ქურდები და მათი მფარველები

მდინარე მაჭახელადან ინერტულ მასალებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე იღებენ. კანონდარღვევა ვერც მოსახლეობის პროტესტმა და ვერც გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის რეაგირებამ შეაჩერა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ინერტული მასალების ინტენსიური ამოღების შემდეგ, მდინარემ ნაპირების მიტაცება დაიწყო, სადაც მათ ბოსტნები აქვთ. ერთ-ერთი ადგილობრივის, ვაჟა ხინკილაძის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა მდინარეზე თითქმის ყოველდღე მუშაობს და დატვირთული მანქანა მდინარის სანაპიროდან დღეში რამდენჯერმე გადის: …

ენმ: მდინარე კინტრიშიდან ივანიშვილისთვის ინერტულ მასალებს უკანონოდ იღებენ

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღებას აპროტესტებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ინერტული მასალას მოპოვება უკანონოდ მოიპოვებენ და ის ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის გამოიყენება. „ნებართვა იყო გაცემული კალაპოტის დაცულ ხაზოვნებაზე, რომელიც  ითვალისწინებს ჯებირების გაკეთებას სანაპირო მხარეს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ინერტული მასალა არ უნდა ამოღებულიყო. ინერტული მასალის ამოღების  ნებართვა არ აქვთ.  მუშაობა შევაჩერებინეთ – გამოვიძახეთ გარემოს …

სარფში სამუშაოებისთვის კომპანია ქვიშა-ხრეშის ლიცენზიისგან დროებით გათავისუფლდა

სარფის სანაპირო ზოლში [პლაჟის გასწვრივ] მიმდინარე სამუშაოები, როგორც სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, მიმდინარე წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც სამუშაოები კვარიათის მიმართულებით გაგრძელდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ აღდგენა-გამაგრების, ქვის ცვენისაგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ სამი თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან. კომპანიას უფლება მიეცა …

Exit mobile version