ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ უნივერსიტეტში არსებული ისტორიის 4 პროგრამიდან, სწორედ თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამას აუქმებს. თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამას ბექა კობახიძე და უცხოელი მკვლევარი, პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობენ. პროგრამის დახურვაზე ბექა კობახიძემ პოსტი ფეისბუქზეც გამოაქვეყნა. „ჩვენ გვაქვს ისტორიის ოთხი პროგრამა: საბაკალავრო ზოგადი ისტორია, სამაგისტრო შუა საუკუნეების კვლევები, სამაგისტრო …
Tag Archives: ილიაუნი
„ვკარგავთ ეროვნული მნიშვნელობის უნიკალურ, ხარისხიან პროგრამებს“- ილიაუნის კანცლერი
„ენა-მეტყველების მიმართულებით ქვეყანას 1600 სპეციალისტის საჭიროება აქვს. ილიაუნი უშვებს ამ სპეციალისტებს, ამ დროისთვის 65 სპეციალისტია ბაზარზე და ყველა დასაქმებულია. აი, ასეთ მოთხოვნად მიმართულებაზეც კი განგვისაზღვრეს ხუთი ადგილი“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ქეთევან დარახველიძე. ქეთევან დარახველიძეს „ბათუმელები“ „ოცნების“ განათლების მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე და უნივერსიტეტის მომავალ სტრატეგიაზე ესაუბრა. ქალბატონო ქეთევან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახლახან …
კატასტროფული იქნება ის შედეგები, რაც ამ „რეფორმას“ მოჰყვება – ნინო დობორჯგინიძე
„აკადემიური საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელსაც დააშანტაჟებ იმით, რომ სახლში გადამალულ ოქროს ზოდებს ან დოლარებს გამოუფენ. ამ ქვეყანაში მთავარი გამჭოლი იდეა ყოველთვის იყო განათლება, სწორედ ამიტომ არ გამოვა ამათი გეგმა“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“. მას „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული რეფორმის საფრთხეებზე ვესაუბრეთ. ქალბატონო ნინო, მინდა ილიაუნის მაგალითზე ვისაუბროთ იმ …
Continue reading “კატასტროფული იქნება ის შედეგები, რაც ამ „რეფორმას“ მოჰყვება – ნინო დობორჯგინიძე”
აპელაციის საბჭომ ილიაუნის საჩივარი დააკმაყოფილა – ავტორიზაცია
აპელაციის საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივარი დააკმაყოფილა. აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტისთვის პირობითი ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე. ახლა ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა, ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა – როგორც ადგილობრივმა, …
Continue reading “აპელაციის საბჭომ ილიაუნის საჩივარი დააკმაყოფილა – ავტორიზაცია”
ჩვენი 1 ხმით ჩავებათ სულხან-საბას, ილიას, ჯავახიშვილის, ამ თაობების ჯაჭვში – ილიაუნის რექტორი
რატომ არის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი და რატომ წყვეტს შენი ერთი ხმა, შენი და ჩვენი ქვეყნის მომავალს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის მოსაზრებას გთავაზობთ. „ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ალბათ, ყველაზე ხშირად ნათქვამი ფრაზაა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ისტორიულია. ამ ისტორიულობას ორი მხარე აქვს: ერთია ამ არჩევნების გამორჩეული, …
„გაოგნებულები და გაბრაზებულები ვართ“ – ილიაუნის რექტორი პირობით აკრედიტაციაზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა, ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა – როგორც ადგილობრივმა, ასევე უცხოელმა ექსპერტებმა ყველა სტანდარტში უმაღლესი შეფასება მისცეს. „გაოგნებულები და გაბრაზებულებიც ვართ“, – ამბობს ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“. ქალბატონო ნინო, ჩვენ ვნახეთ უნივერსიტეტის განცხადება, სადაც ამბობთ, რომ პრინციპულად არ ეთანხმებით ავტორიზაციის საბჭოს …
Continue reading “„გაოგნებულები და გაბრაზებულები ვართ“ – ილიაუნის რექტორი პირობით აკრედიტაციაზე”