კვიპროსზე ანსამბლებთან ერთად ვარ მივლინებით – ხელვაჩაურის მერი

ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სამუშაო მივლინებით კვიპროსზე იმყოფება. თუმცა უარყოფს, რომ მასთან ერთად ბიუჯეტის ხარჯზე მისი მეუღლეც გაემგზავრა. მერმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ის ნამდვილად გაემგზავრა ქალაქ ლარნაკაში ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ანსამბლებთან ერთად, რომლებიც საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ. ზაზა დიასამიძის ინფორმაციით დაგეგმილი აქვს ოფიციალური შეხვედრა ლარნაკას მერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. …

ხელვაჩაურის მერი მდინარის კალაპოტში ჩადგმულ კოტეჯებზე – პირველი კლასის ობიექტია | ფოტო

მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში მიმდინარე მშენებლობის შესახებ ხელვაჩაურის მერიას განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. მერიაში პასუხი არც მას შემდეგ გაგვცეს, რაც ამ ამბის მედიაში გაშუქებას საზოგადოების კრიტიკა და კითხვები მოჰყვა. მერია არც საკრებულოს ოპოზიციის განცხადებას გამოხმაურებია. თანამდებობის პირებმა თავი არც მაკონტროლებელ ორგანოში, საკრებულოში შეიწუხეს. ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც მდინარის კალაპოტში მშენებლობაა ხელვაჩაურის მერიამ და საკრებულომ დუმილი …

ხელვაჩაურის მერს უკანონო მშენებლობა დაუკანონეს ამბის გახმაურებიდან მეორე დღესვე

ხელვაჩაურის მერმა ზაზა დიასამიძემ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უკანონოდ დაიწყო და დაასრულა კარკასისა და სახურავის გადახურვის სამუშაოები ისე, რომ მშენებლობის ნებართვა არ მიუღია – ამის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2022 წლის 31 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამავე დღეს ზაზა დიასამიძის მშენებლობის დაკანონების მოთხოვნით ბათუმის მერიას შპს „არქ ლენდმა“ მიმართა, მეორე დღეს, პირველ სექტემბერს კი ხელვაჩაურის მერმა …

ხელვაჩაურის ახალი მერიც უკანონოდ იშენებს სახლს – „გამჭვირვალობის“ ახალი კვლევა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ბათუმში საცხოვრებელ სახლს უნებართვოდ აშენებს – ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი კვლევა ადასტურებს. ხელვაჩაურის მერს ქონებრივ დეკლარაციაში არც  მშენებლობის ხარჯები აქვს მითითებული. სახლი უკანონოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ხელვაჩაურის წინა მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემაც აიშენა. მილიონიანი სახლის კარკასის მშენებლობა ჯუმბერ ვარდმანიძემ ისე დაასრულა, რომ ბათუმის მერიისთვის, როგორც ნებართვის გამცემი ორგანოსთვის, არც …

ჟურნალისტ ვახო კომახიძის ცემის საქმეში „ოცნების“ კანდიდატი ზაზა დიასამიძე ფიგურირებდა – ენმ-ს დეპუტატი

დღეს, 28 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ხელვაჩაურის საკრებულოს ახალარჩეულმა წევრმა მალხაზ თავდგირიძემ. ის ხელვაჩაურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ზაზა დიასამიძეს მეწარმეების მოსყიდვასა და მუქარაში ადანაშაულებს. მალხაზ თავდგირიძემ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ  ზაზა დიასამიძის  წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა 2004 წელს ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ცემის ფაქტზე. ვახო კომახიძეს ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში ხელვაჩაურში …

„ხელვაჩაურში მცირე პრობლემებია დარჩენილი“ – „ოცნების“ მერობის კანდიდატი 

ზაზა დიასამიძე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ის წლების განმავლობაში ხელვაჩაურის პოლიციის უფროსად მუშაობდა, ხუთი თვის წინ კი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ბატონო ზაზა, როგორია თქვენი საარჩევნო პროგრამა, რა პრიორიტეტები გაქვთ? ჩემი პრიორიტეტია ის დარჩენილი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, რაც რჩება ჩვენს მუნიციპალიტეტში, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ უამრავი რამეა გაკეთებული. მცირე პრობლემებია დარჩენილი …

Exit mobile version