ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 8-10 თეთრით გაუფასურდა

დღეს, 29 ნოემბერს, გასულ დღესთან შედარებით, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში, ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 8 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 10 თეთრით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ყიდვა დღეს ბათუმში 2,83 ლარად არის შესაძლებელი, გუშინ კი 1 აშშ დოლარი 2,75 ლარი ღირდა. რაც შეეხება ევროს, დღეს, 29 ნოემბერს, 1 ევროს ყიდვა 2,98 ლარად არის შესაძლებელი, გუშინ კი 2,88 …

გაგრძელდება ლარის გაუფასურება? – „რეპუტაციულ ზიანს თურნავას გადადგომაც ვერ უშველის“

„ლარის გაუფასურება აჩვენებს პანიკას,“ – მიიჩნევს ეკონომიკის ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი. ის საუბრობს იმაზე, რომ ეროვნულ ბანკთან და ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული ბოლო პროცესით უმთავრესად ეროვნულ ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი, სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად, ეროვნული საბჭოს ახალი წევრების არჩევით პანიკას აძლიერებს. გაგრძელდება ლარის გაუფასურება? – „ბათუმელები“ ამ თემაზე სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა. ის კავკასიის უნივერსიტეტის …

როდის აისახება სესხის პროცენტზე ლარის გამყარება – ინტერვიუ

ლარი ბოლო რამდენიმე თვეა სტაბილურად მყარდება, თუმცა ამის მიუხედავად არ შემცირებულა რეფინანსირების განაკვეთი. ამ განაკვეთზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენის გადახდა მოგვიწევს ბანკში სესხის დაფარვის დროს. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5-დან 11 %-მდე 2022 წლის მარტში გაზარდა. მას შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი არც გაზრდილა  და არც შემცირებულა. როგორ და როდის აისახება ლარის კურსის გამყარება …

რატომ არ გაიაფდა ბაზარი, როცა ლარი მყარდება

„ზეთი დაახლოებით ერთი ლარით გაიაფდა,“ – გვითხრეს დღეს, 8 ივნისს, ბათუმის აგრარულ ბაზარში ზეთით მოვაჭრეებმა. აქ ვეცადეთ იმის გარკვევა, თუ როგორ აისახა საკვები პროდუქტების, მათ შორის, იმპორტირებული პროდუქციის ფასზე ლარის კურსის გამყარება. 8 ივნისის მდგომარეობით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან არის 3.18, აპრილში ლარის გაუფასურების მაჩვენებელი კი 3.45-მდე იყო. „მაგალითად, ეს ხუთლიტრიანი ბოთლით ზეთი 32 …

რატომ არ მცირდება რეფინანსირების განაკვეთი, როცა ლარი მყარდება

რატომ არ მცირდება რეფინანსირების განაკვეთი, ან შემცირდება თუ არა იგი, როცა ეროვნული ვალუტის კურსი ბოლო დღეების განმავლობაში ამერიკულ დოლართან მიმართებაში სტაბილურად მყარდება? – ეროვნული ბანკის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ საკითხს მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე 23 ივნისს განიხილავენ. რეფინანსირების განაკვეთს, რაზეც შემდეგ საბანკო სესხების გაზრდა ან შემცირებაა დამოკიდებული, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრავს. კომიტეტის სხდომების კალენდარი წინასწარაა განსაზღვრული. მაგალითად, …

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 3 ლარზე მეტი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, დღეს, 3 სექტემბერს, 1 აშშ დოლარი 2,9614 ლარი, ხოლო 1 ევრო 3,2481 ლარი ღირს [გუშინ ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო: 1 აშშ დოლარი – 2,9457, ხოლო 1 ევრო – 3,2523 ლარი]. ხვალინდელ ოფიციალურ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღეს საღამოს გამოაცხადებს. კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 3 ლარზე მეტია. …

ლარის კურსის გაუფასურების ქრონიკა

დღეს, 1-ელ აგვისტოს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარია. კომერციულ ბანკებში კი 1 აშშ დოლარი 3 ლარი ღირს.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 30 ივლისს ლარის გაუფასურება ტურისტული ნაკადის შემცირებით და “ფუნდამენტური ფაქტორების სიძლიერით” ახსნა.  ლარის გაუფასურების ქრონიკა 2013-2019 2012 წლის ოქტომბერში, ანუ მაშინ, როდესაც ხელისუფლება “ქართულმა ოცნებამ” გადაიბარა, ლარის ოფიციალური …

რა გაძვირდა და რამდენით – პროდუქტის ფასები ლარის გაუფასურების შემდეგ

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტი – სევერიან ხინკილაძე რძის პროდუქტებს ეტიკეტს უცვლის. „რძის პროდუქტები უკვე 10 თეთრით გაძვირდა და შესაცვლელიაო,“ – ამბობს ის და რძის პროდუქტების მაცივრის თაროზე ჯერ კიდევ შემორჩენილ ძველ ფასებს მაჩვენებს. ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების და საკვები პროდუქტების გაძვირების გამო ფასების ეტიკეტებს ახლა თითქმის ყველგან და ყველაფერზე ცვლიან. „ყველაფერი გაძვირდა, ზოგ …

თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი სრულდება, საქართველოში ლირას კურსი ეცემა

თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი სრულდება, საქართველოში ლირას კურსი ლართან მიმართებაში ეცემა. საქართველოს ეროვნული ბანკის  ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი თურქული ლირა დღეს, 22 მაისს, 0,53 ლარი ღირს. ლირა ლართან მიმართებაში ბოლო ორი კვირაა უფასურდება. ეროვნული ბანკისგან განსხვავებული კურსია სავალუტო ჯიხურებში, სადაც ერთი თურქული ლირა 0,50-დან 0,53 ლარამდე ღირს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველ მაისს ერთი თურქული ლირა …

Exit mobile version