5 პროგრამა, რომლებზეც ბსუ-ში წელს ყველაზე მეტი მოთხოვნაა

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს 1 295 პირველკურსელი მიიღო. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან სახელმწიფო გრანტი მხოლოდ 95- მა სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო 400-ზე მეტი სტუდენტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე ისწავლის. წელს, როგორც უნივერსიტეტში „ბათუმელებს“ უთხრეს, გამოიყო ხუთი მიმართულება, რომლებზეც ყველაზე მეტი მოთხოვნაა: [checklist] ფსიქოლოგია ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ისტორია ქართული ფილოლოგია …

გამოცდების ცენტრმა გასაჩივრების შემდეგ 1435 ნამუშევრის შეფასება შეცვალა

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების შედეგები 3 355-მა აბიტურიენტმა გაასაჩივრა. როგორც ცენტრი აცხადებს, შეფასება შეიცვალა 1435 განაცხადის შემთხვევაში.   პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაჩივრებინათ როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.  ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს ხვალ, 25 აგვისტოს, 18:00 საათამდე აქვთ ვადა ცვლილება შეიტანონ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში.  „აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის …

მათემატიკაში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნული ცენტრი მათემატიკაში ჩატარებული გამოცდების შედეგებს აქვეყნებს. აბიტურიენტი შედეგის გასაცნობად უნდა შევიდეს აღნიშნულ ვებგვერდზე და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობაც. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ. მათემატიკაში ტესტის …

უცხო ენებში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხო ენებში ჩატარებული გამოცდების შედეგებს აქვეყნებს. აბიტურიენტი შედეგის გასაცნობად უნდა შევიდეს აღნიშნულ ვებგვერდზე და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობაც. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ. …

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 2 აგვისტოს გამოქვენდა გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გამოცდის შედეგის ნახვა აბიტურიენტებს შეუძლიათ აქ. აქვე შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ნაშრომის სკანირებული ასლები და ყოველ კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა. შედეგების გაცნობა შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან [მაგთი, ჯეოსელი] საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი) უნდა გააგზავნოს …

კოვიდის გამო ეროვნულ გამოცდაზე კიდევ 30 აბიტურიენტი ვერ გამოცხადდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 7 ივლისს, აბიტურიენტები ინგლისური და რუსული ენების გამოცდას აბარებენ. დადასტურებული კოვიდ 19-ის დიაგნოზის გამო გამოცდაზე 30 აბიტურიენტი ვერ გამოცხადდა. ცენტრის ინფორმაციით, მათთვის გამოცდა მოგვიანებით დაინიშნება. მთლიანობაში, კოვიდი 150-ზე მეტ აბიტურიენტს აქვს დადასტურებული. დღევანდელ გამოცდაზე დააგვიანა 8 აბიტურიენტმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საგამოცდო პროცესს გამოეთიშნენ. ხვალ, 8 ივლისს, …

80 აბიტურიენტი კოვიდინფიცირების გამო ქართულის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კოვიდინფიცირების გამო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. მათთვის დამატებითი სესია დაინიშნება. დღეს, 6 ივლისს კი, აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდას აბარებენ, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება. საგამოცდო პროცესის პარალელურად დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესიც დაიწყება. გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში გამოქვეყნდება. 2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის …

კორონავირუსი 50 აბიტურიენტს დაუდასტურდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 50 აბიტურიენტი კორონავირუსით ინფიცირების გამო ეროვნულ გამოცდებზე ვერ გამოცხადდა.  1-ელ ივლისს, გამოცდაზე 20 აბიტურიენტი ვერ მოვიდა ინფიცირების მიზეზით, დღე 2 ივლისს კი – 30 აბიტურიენტი ვერ გამოცხადდა. ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტები, რომლებსაც კოვიდი აქვთ, ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშებიან და ცალკე ჩააბარებენ გამოცდებს. _____________________ ამავე თემაზე: გამოცდაზე არ დაიშვებიან კოვიდით ინფიცირებული მაგისტრანტობის კანდიდატები …

ხვალ, პირველ ივლისს, ეროვნული გამოცდები იწყება – საგამოცდო ცენტრების სია

ხვალ, პირველ ივლისს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. იმავე წყაროს ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი  12 800-ზე მეტი  კანდიდატი დარეგისტრირდა. პირველი გამოცდა ხვალ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება: პირველი და …

რა ხდება, თუ გამოცდაზე აბიტურიენტს 37 და მეტი ტემპერატურა აქვს – ახალი რეკომენდაციები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება. 22 ივნისს კი, ჯანდაცვის სამინისტრომ განაახლა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით განსაზღვრულია აბიტურიენტთა გამოცდაზე დაშვების პირობები, როცა მას 370С ან მეტი ტემპერატურა აღენიშნება. თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები: „რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის …

აპლიკანტს გამოცდაზე აუცილებლად სამედიცინო პირბადე უნდა ეკეთოს – naec

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის თქმით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე აუცილებელი მოთხოვნაა,  აპლიკანტს გამოცდის პროცესში მხოლოდ სამედიცინო პირბადე ეკეთოს. „მათ შეუძლიათ მოვიდნენ თავიანთი პირბადეებით, თუმცა ჩვენ ადგილზე გვექნება ასევე პირბადეები და გამოცვლის შემთხვევაში, როცა ამის სურვილი ექნებათ, გამოვუცვლით“, – ამბობს სოფო გორგოძე. ეს იმას ნიშნავს, რომ აპლიკანტი გამოცდაზე ნაჭრის ან სხვა ქსოვილის …

გამოცდებს კოვიდით ინფიცირებული აბიტურიენტებიც ჩააბარებენ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კორონავირუსი დაუდასტურდებათ, საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან. მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს ორი კვირის შემდეგ, გეოგრაფიული დაფარვის გათვალისწინებით. ცენტრის ინფორმაციით, გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით: მაქსიმალურად დაიცვან სოციალური …

ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება – გამოცდების განრიგი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაშია. პირველი და მეორე სესია 1 -ელ, 2 და 5 ივლისს ჩატარდება. უცხოურ ენაში გამოცდები 6 ივლისს დაიწყება, ხოლო ისტორიაში გამოცდა 12-13 ივლისს ჩატარდება. სხვა გამოცდების განრიგი: 9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – მათემატიკა; 14 ივლისი – ბიოლოგია; 15 …

წელს ეროვნულ გამოცდებზე 1000-ით ნაკლები აბიტურიენტი დარეგისტრირდა, ვიდრე შარშან

2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე 38 300 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 1000 აბიტურიენტით ნაკლებია. გასულ წელს 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. აბიტურიენტების რაოდენობის შემცირება უკავშირდება თუ არა პანდემიას,  ეს განათლების უწყებებს ჯერჯერობით არ შეუფასებიათ. თუმცა განათლების სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ონლაისწავლების პერიოდში გაიზარდა აკადემიური ჩამორჩენის მაჩვენებელიც. პანდემიის …

Exit mobile version