მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში, თუნდაც სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალის შერჩევისას, რამდენად გაითვალისწინეს სკოლის პედაგოგების მოსაზრებები? – ეს კითხვა დაუსვა „ბათუმელებმა“ ბათუმში მყოფ განათლების მინისტრის მოადგილეს, ეკა დგებუაძეს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოში არსებული ყველა სკოლა იყო ჩართული. არადა სოციალურ ქსელებში პედაგოგები საუბრობენ იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში …
Tag Archives: ეკა დგებუაძე
რა შემთხვევაში შეიძლება მოითხოვო ონლაინში სწავლის გაგრძელება
განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ სამინისტრო პირველ თებერვალს საკლასო ოთახებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით ბავშვებს დამატებით შესაძლებლობასაც სთავაზობს. კერძოდ, 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. „თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების …
Continue reading “რა შემთხვევაში შეიძლება მოითხოვო ონლაინში სწავლის გაგრძელება”
ყოველ ერთ თვეში მოხვალთ და ანგარიშს ჩაგვაბარებთ – წულუკიანი მინისტრის მოადგილეს
განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში ცვლილება მოითხოვა. მისი თქმით, ბაღების ავტორიზაციის პერიოდი 2020 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადავადდეს. გადავადების მოთხოვნის გამო ეკა დგებუაძეს შენიშვნა მისცა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა. მისი თქმით, სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს, რატომ ვერ …
Continue reading “ყოველ ერთ თვეში მოხვალთ და ანგარიშს ჩაგვაბარებთ – წულუკიანი მინისტრის მოადგილეს”
დისტანციურ სწავლებაზე უნდა გადავიდეს ყველა სასწავლებელი, სადაც სწავლა უკვე დაიწყო
ბათუმში, ქობულეთში, თბილისში, ქუთაისში, გორში, ფოთში, რუსთავსა და ზუგდიდში მოსწავლეები სწავლას დისტანციურად 15 სექტემბერს დაიწყებენ, ხოლო ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს და, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებს – ამის შესახებ დღეს, 11 სექტემბერს, განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა განათლების სამინისტროში გამართულ …
Continue reading “დისტანციურ სწავლებაზე უნდა გადავიდეს ყველა სასწავლებელი, სადაც სწავლა უკვე დაიწყო”
პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება – ცვლილებები სქემაში
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მას შემოდგომაზე ჩაატარებს. ცვლილება შეეხო სპეციალურ მასწავლებლებს. დღეიდან სპეციალური მასწავლებლები პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემაში ოფიციალურად ჩაერთნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. სქემაში შესული ცვლილების მიხედვით: იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც …
Continue reading “პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება – ცვლილებები სქემაში”
მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება – განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება. „სამინისტრო ყველაფერს აკეთებს დისტანციური სწავლების გასაძლიერებლად, ამაში იგულისხმება როგორც ონლაინსწავლება, ასევე პროექტი „ტელესკოლა“. ეს ყველაფერი, ამ ეტაპზე, საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ განათლების სამინისტრო მიყვება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. შესაბამისად, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ვმუშაობთ მოვლენათა განვითარების ყველა …
Continue reading “მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება – განათლების სამინისტრო”
განათლების სამინისტრო 50 სოციალურ მუშაკს დაასაქმებს
განათლების სამინისტრომ დაამტკიცა კანონი სოციალური მუშაკის შესახებ. განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან სისტემაში შევლენ სოციალური მუშაკები, რისი გამოცდილებაც განათლების სისტემას აქამდე არ ჰქონდა. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ამ ეტაპზე დაზუსტებით სამინისტროშიც არ იციან, რა ფუნქცია ექნება სისტემაში სოციალურ მუშაკს, თუმცა ამბობენ, რომ მისი სისტემაში შესვლა მნიშვნელოვანია. „პირველ …
Continue reading “განათლების სამინისტრო 50 სოციალურ მუშაკს დაასაქმებს”
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში რესურსცენტრებში 23 დამხმარე ჯგუფი შეიქმნება
2020 წლის სექტემბერში, „ახალი სკოლის მოდელში“ 300 საჯარო სკოლა ჩაერთვება. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ ბათუმში, სკოლის დირექტორებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მუნიციპალურ დონეზე შეიქმნება 23 ჯგუფი, თითოეულ ჯგუფში გაერთიანდება 14 სხვადასხვა საგნის სპეციალისტი, მათ შორის ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და ეს ჯგუფი მუნიციპალურ დონეზე დახმარებას გაუწევს ახალი …
Continue reading “„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში რესურსცენტრებში 23 დამხმარე ჯგუფი შეიქმნება”
რა კითხვები დაუსვეს მინისტრის მოადგილეს სკოლის დირექტორებმა ბათუმში შეხვერდაზე
დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ბათუმში საჯარო სკოლის დირექტორებს და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას 200-ზე მეტი სკოლის დირექტორი ესწრებოდა, როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებიდან. შეხვედრაზე იმყოფებოდა აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილიც. შეხვედრა ბათუმის 25-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. შეხვედრაზე ეკა დგებუაძემ „ახალი სკოლის მოდელზეც“ ისაუბრა. მისი თქმით, ახალ მოდელში ამ დროისთვის …
Continue reading “რა კითხვები დაუსვეს მინისტრის მოადგილეს სკოლის დირექტორებმა ბათუმში შეხვერდაზე”
რას უპირებს სამინისტრო მაძიებლებს და პრაქტიკოს მასწავლებლებს
საქართველოში ამ დროისთვის 285 საჯარო და 4 კერძო არაქართულენოვანი სკოლაა. არაქართულენოვან საჯარო სკოლებში 6 798 მასწავლებელი მუშაობს. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აქედან 4 162 მასწავლებელი პრაქტიკოსია, უფროსის სტატუსი კი მხოლოდ 1817 პირს აქვს. სამინისტროს 2019 წლის მაისის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 33 ათასი პრაქტიკოსი მასწავლებელია, ეს ციფრი უმნიშვნელოდ შემცირდა გასული წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე …
Continue reading “რას უპირებს სამინისტრო მაძიებლებს და პრაქტიკოს მასწავლებლებს”
სპეცმასწავლებლის ხელფასი 500 ლარი იქნება
საქართველოს განათლების მინისტრის ინფორმაციით, ინკლუზიური განათლების პედაგოგთა ხელფასი 400-500 ლარით განისაზღვრება. მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე პედაგოგებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი დღეს, 6 სექტემბერს, წარუდგინა. ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს დაიწყება. ამ დროისთვის შემუშავებული უნდა იყოს სკოლებში სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. თუმცა, …
ზრდასრულებს განათლების მიღების მეორე შანსი 2018 წლიდან ექნებათ
საქართველოს განათლების სამინისტროს ახალი პროგრამა – „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“, რომელიც განათლების მინისტრმა ცოტა ხნის წინ დააანონსა, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება. იმ პირებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს საბაზო განათლების მიღება, პროგრამა შესაძლებლობას აძლევს, როგორც არასრულწლოვნებს, ასევე ზრდასრულებსაც, რომ სპეციალური პროგრამების გავლის შემდეგ, საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღონ და სწავლა პროფესიულ სასწავლებლებში გააგრძელონ. რამდენია …
Continue reading “ზრდასრულებს განათლების მიღების მეორე შანსი 2018 წლიდან ექნებათ”