„ჩვენ შევქმენით ბიოხელოვნური პანკრეასი“ – ინტერვიუ ჟენევის უნივერსიტეტის ქართველ პროფესორთან

„20 წელია დიაბეტზე ვმუშაობ და მინდა, რომ ეს დაავადება საბოლოოდ დავამარცხოთ“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი ეკატერინე ბერიშვილი-ბერნეი, რომლის ხელმძღვანელობით შექმნილმა სამეცნიერო ჯგუფმა ბიოხელოვნური პანკრეასის შექმნაზე მუშაობა დაასრულა. პროექტს 8 მილიონი ევროთი ევროკავშირი აფინანსებს. როგორ მიაღწიეს მეცნიერებმა ამ შედეგს და რას შეცვლის მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში ბიოხელოვნური პანკრეასი, თუკი ახალი აღმოჩენა ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების …

ინსულინი, რომელსაც „ნოვო ნორდისკი“ აწარმოებს, ქვეყანაში აღარ შემოდის – მიხეილ სარჯველაძე

„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს, 6 ნოემბერს, კომენტარი გააკეთა ინსულინის დეფიციტთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მოქალაქეები აქტიურად წერდნენ ფეისბუქში. მაგალითად, ერთ-ერთი მშობელი გუშინ წერდა, რომ ინსულინი, რომელსაც მისი შვილი მოიხმარს, ქვეყანაში არ არის შემოტანილი და ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომაც გვაცნობა. „ოცნების“ მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აღიარებს, რომ ინსულინი, რომელსაც დანიური კომპანია „ნოვო ნორდისკი“ აწარმოებს, ქვეყანაში …

რა სინდრომზე მიუთითებს მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვება

მეტაბოლური სინდრომი არის მდგომარეობა, როცა ადამიანს აღენიშნება სამი ან მეტი ისეთი სიმპტომი, რომელიც ზრდის გულის დაავადების, ინსულტის და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკებს. ამ მდგომარეობებიდან თვალით აღქმადი მხოლოდ ერთი – მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვებაა. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ თითოეული ეს მდგომარეობა განკურნებადი და მართვადია ცხოვრების წესის ცვლილებებით და/ან მედიკამენტებით. 2022 წლის …

რა კავშირშია სიცხის აუტანლობა ენდოკრინულ პრობლემებთან

ზაფხულის სიცხე შეიძლება ზოგჯერ ძალიან შემაწუხებელი იყოს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთათვისაც სიცხე პირდაპირი მნიშვნელობით აუტანელია. მათთვის შეიძლება შემაწუხებელი იყოს ჰაერის ის ტემპერატურა, რომელიც სხვა ადამიანებისთვის კომფორტულია. სიცხის აუტანლობა არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი სათანადოდ ვერ არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ეს კი სითბური დაკვრის განვითარების რისკებს ზრდის, რაც შეიძლება ჯანმრთელობისთვის და ზოგჯერ სიცოცხლისთვისაც კი საშიში იყოს.  საქმე ის …

რა კავშირია ბარიატრიულ ქირურგიასა და დიაბეტის მკურნალობას შორის

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით პოპულარულია. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევით დასტურდება, რომ მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგია გარდა ზედმეტი წონის მნიშვნელოვანი კლებისა, დადებითად აისახება სიმსუქნესთან ასოცირებული ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობაზე, მათ შორის არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ქირურგი, ალექსანდრე ცირეკიძე ამბობს, რომ მის პრაქტიკაშიც არიან პაციენტები, რომლებსაც ოპერაციიდან რამდენიმე თვეში დაურეგულირდათ ტიპი …

რა უნდა ვიცოდეთ შაქრის შემცვლელების შესახებ – ექიმის რჩევები

შაქრის ჭარბად მოხმარება ზოგადად საზიანოა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით საზიანო კი შაქარი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვისაა.  სწორედ შაქრის ჩასანაცვლებლად შექმნეს ბუნებრივი წარმოშობისა და ხელოვნური დამატკბობლები, რომლებიც დღეს ბაზარზე სხვადასხვა დასახელებითა და ფორმითაა ხელმისაწვდომი. თუმცა ყველა დამატკბობელი ერთნაირად სასარგებლო არ არის. ასევე, ხელოვნური და ბუნებრივი წარმოშობის შაქრის შემცვლელები იყოფა ორ – კალორიულ და არაკალორიულ კატეგორიად. ამ თემაზე „ბათუმელები“ …

რა არის პრედიაბეტი და რა მიგვანიშნებს მასზე – ენდოკრინოლოგის რჩევები

პრედიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში შაქრის მაჩვენებელი ნორმაზე მაღალია, მაგრამ არა ისე, რომ დაისვას ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზი. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ დროული ჩარევის გარეშე გარეშე პრედიაბეტით დაავადებული ადამიანები არიან მაღალი რისკის ქვეშ, რომ რამდენიმე წელიწადში მათ ტიპი 2 დიაბეტი განუვითარდებათ, რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ენდოკრინული დაავადებაა როგორც მსოფლიოში, ისე …

დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის CGM-ის მისაღებად რეგისტრაცია იწყება

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1-ის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორების [CGM] მისაღებად რეგისტრაცია 23 ივნისს დაიწყება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებამ კომპლექტი უკვე შეიძინა და ის ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ჩამოვა. მსურველებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემისა და სენსორების მისაღებად რეგისტრაცია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში უნდა გაიარონ. ბათუმში ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ოფისი …

დიაბეტის მქონე ბავშვები დაავადების მართვის სერვისებს აჭარაშიც მიიღებენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიაბეტის მქონე ბავშვები დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას უკვე ბათუმშიც შეძლებენ. სამინისტროს ცნობით, დიაბეტის პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა ბათუმში შესაძლებელია ბათუმის მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში (აეროპორტის გზატკეცილი 64). ვაუჩერის კომპონენტი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას: • საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა: • გლუკომეტრი; • სისხლში გლუკოზის …

როგორ ამოვიცნოთ შაქრიანი დიაბეტი და რა მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას | ექიმის რჩევები

დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც პანკრეასი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს, ან როცა ორგანიზმი ეფექტურად ვერ იყენებს მის მიერ გამომუშავებულ ინსულინს. სტატისტიკის თანახმად, დიაბეტით დაავადებულთა 80% განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 85 000 ადამიანია დიაბეტით დაავადებული. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ დიაბეტის ადრეულ დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბატონო გიზო, …

უფასო კონსულტაციებისა და სკრინინგის აქცია ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრში

14 ნოემბერს, მსოფლიო დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრის ექიმები 9:00 საათიდან 16:00 საათამდე უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ. გარდა ამისა, შაქრიანი დიაბეტის რისკჯგუფის მქონე პაციენტებს (ჭარბი წონა, დამძიმებული მემკვიდრეობა) ჩაუტარდებათ სკრინინგი, გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში (საჭიროების შემთხვევაში, გლუკოზა-ტოლერანტული ტესტი). უფასო კონსულტაციებითა და სკრინინგით სარგებლობისთვის მსურველები წინასწარ უნდა ჩაეწერონ შემდეგ ნომერზე: +995 555 77 44 00. …

Exit mobile version