გამთენიისას ივანიშვილის ბაობაბის ხე ავტომანქანით შეკვეთილში მიიტანეს 

აღმოსავლეთ აფრიკიდან, კერძოდ, კენიიდან დენდროლოგიური პარკისთვის ფოთის ნავსადგურში შემოტანილი ხეები სავარაუდოდ უკვე შეკვეთილშია. თვითმხილველების თქმით, ბაობაბის ერთი ხე ფოთიდან შეკვეთილში სპეციალური ავტომანქანით დღეს, 30 ოქტომბერს, გამთენიისას გადაიტანეს. დანარჩენი ხეები კი ზღვით, ბარჟით უნდა გადაეტანათ. ვიდრე ხეს მაგისტრალზე გამოატარებდნენ, გრიგოლეთი-ფოთის გზაზე ყველა ის კონსტრუქცია [სარეკლამო ბანერები, საგზაო მანიშნებლები] ჩამოხსნეს, რაც ხელს უშლიდა არაგაბარიტული ტვირთის გატარებას. პროცესს …

როგორ იქმნებოდა დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში

დღეს, 15 ივლისს, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. პარკი 60 ჰექტარზეა განთავსებული. აჭარა-გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან წაღებულ გიგანტურ ხეებთან ერთად, პარკში მისულ დამთვალიერებელს მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა დახვდება. პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათი უმრავლესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. პარკის დათვალიერება უფასოა და ღია იქნება დილის 9 საათიდან საღამოს …

დაზიანდა თუ არა ივანიშვილის ხის გადატანის გამო გზა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მილიონი დაიხარჯა

ქობულეთში, ალამბარი-ზენითის გზა, რომლის შეკეთებაში 2018 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ზოგიერთ ადგილზე უკვე დაზიანებულია. ამ გზით გადაიტანეს სოფელ ზენითში ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკისთვის განკუთვნილი მრავალწლოვანი ხე. მოსახლეობის თქმით, ახალგაკეთებული გზა და რკინის მოაჯირი სწორედ გიგანტური ხის ტრანსპორტირებისას დაზიანდა; რკინის მოაჯირი კი ერთ ადგილზე მოხსნეს და სხვა ადგილზე, დაზიანებულის ნაცვლად დაამონტაჟეს. აჭარის გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი გიგანტური …

ივანიშვილის პარკისთვის მოთხრილი გიგანტური ხე გზაში გაიჭედა

ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ერთ-ერთი გიგანტური ხე გზაში გაიჭედა. ამ დროისთვის გადაკეტილია ზენითი-აჭყვისთავის საავტომობილო გზა. მორიგი ხე პარკისთვის სოფელ ზენითიდან მიაქვთ. ადგილობრივების თქმით, ხის გადატანის სამუშაოები ღამით დაიწყო და სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. დაახლოებით დილის ხუთ საათზე ხე, რომელიც სოფლიდან მძიმე ტექნიკას გამოჰქონდა, სოფელ აჭყვისთავის მისასვლელ გზასთან გაჩერდა. ამ დრომდე ხის გადაადგილება ვერ ხერხდება. სოფელ ზენითიდან …

ივანიშვილის პარკში გადასატანად ხეებს ამჯერად ბათუმში თხრიან [ფოტო]

ბათუმში, თამარ მეფის გამზირთან ახლოს, მარკოზ აჭარელის მესამე შესახვევში ორ მრავალწლოვან ხეს თხრიან. ხეები შეკვეთილში უნდა გადაიტანონ, სადაც ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. როგორც ადგილზე ერთ-ერთმა მუშამ გვითხრა, თუ მოხერხდა, ხეების ერთად გადატანაა დაგეგმილი. ხეებს ჯერ რკინიგზაზე გადაიტანენ, შემდეგ თამარ მეფის გამზირიდან პლაჟზე და ზღვით წაიღებენ. კონკრეტულად როდისთვისაა დაგეგმილი ხეების გადატანა, ადგილზე ვერ გვითხრეს. ამ ტერიტორიაზე …

ივანიშვილის ხეების გადასატანად ქობულეთში ხეები ისევ მოჭრეს და სადენები ბოძებიდან ჩამოხსნეს [ფოტო]

დენდროლოგიური პარკისთვის, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში აშენებს, მრავალწლოვანი ხეები ამჯერად ქობულეთის სოფელ ზენითიდან მიაქვთ. გიგანტური ხეების გადატანის გამო ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზაზე ელექტროგადამცემი სადენები ბოძებიდან ჩახსნეს. ამოთხრილია ბოძებიც. სადენები კი სპეციალური შეფუთვით გზის მიმდებარედ ისე გაიყვანეს, რომ ის გიგანტური ხის გატარებას ხელს ვეღარ შეუშლის. ამ გზაზე არაერთ მოჭრილ ხესაც ნახავთ.   

ბობოყვათიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ხეები გადააქვთ

დღეს, 4 თებერვალს, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალი ჩაქვიდან ქობულეთამდე დაახლოებით ერთი საათით საპატრულო პოლიციას  გადაკეტილი ჰქონდა. გზა დღის 4 საათზე გაიხსნა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიზეზი მრავალწლოვანი ხეების ტრანსპორტირება იყო. ეს ხეები ბობოყვათიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში გადააქვთ, სადაც ბიძინა ივანიშვილი დენდროპარკს აშენებს. ამ თემაზე: აჭარიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ხეების გატანა განახლდა

აჭარიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ხეების გატანა განახლდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირიდან მრავალწლოვანი ხე გადააქვთ, რომელიც რამდენიმე დღეა რკინიგზასთან, ბობოყვათის რეზიდენციის მოპირდაპირედ დგას. ხე სოფელ შეკვეთილში, იმ ტერიტორიაზე გადააქვთ, სადაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. ამ პარკისთვის ათეულობით სხვადასხვა სახეობის მრავალწლოვანი ხე გაიტანეს აჭარიდან. ხეს, რომელიც ახლა რეზიდენციასთანაა, ბობოყვათის პლაჟიდან შეკვეთილში ზღვით გადაიტანენ. პლაჟამდე მისასვლელი გზა რკინაბეტონის ფილებით უკვე მოწყობილია. მოწყობილია რკინიგზაზე გადასასვლელიც. …

ახალი ფაქტი – ივანიშვილისთვის ხეებს სახელმწიფო მიწიდან თხრიან, მთავრობამ კი არაფერი იცის

აჭარიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ხეებს გადასატანად ამჯერად სახელმწიფო მნიშვნელობის გზის, ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთის გასწვრივ, ორ ადგილზე თხრიან. ერთ ადგილზე ხე, როგორც ქონების მართვის სააგენტოში გვითხრეს, კერძო კომპანიის საკუთრებაში დგას, მეორე ადგილზე – სახელმწიფო საკუთრებაში. ივანიშვილისთვის ამ ხეებს მესაკუთრის – სახელმწიფოს ნებართვის გარეშე, კანონდარღვევით იღებენ. აქ რამდენიმე ხე, მათ შორის მრავალწლოვანი, მოჭრეს კიდეც. …

პატარაძე ამოთხრილი ხეების ადგილის აღდგენაზე საუბრობს, მთავრობაში კი მონაცემები არ აქვთ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას არ აქვს მონაცემები ყველა იმ ადგილის შესახებ, საიდანაც 2015 წლიდან დღემდე გადაიტანეს ან გადააქვთ მრავალწლოვანი ხეები ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში. მთავრობაში აცხადებენ, რომ მათთან არ არის დაცული დოკუმენტაცია ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალის შესახებ, რომლებსაც გადააქვთ [ან უკვე გადაიტანეს] ხეები; აჭარის მთავრობაში არ აქვთ ასევე ხეების ამოთხრასთან დაკავშირებული ნებართვები და ხელშეკრულებები. …

ივანიშვილმა ხეების გატანა ბათუმიდანაც დაიწყო – ამჯერად მაგნოლია

ბათუმში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, მრავალწლოვან ხეებს თხრიან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად. ხეების გადატანაზე, როგორც ადგილზე გვითხრეს, თბილისური კომპანია მუშაობს: „ეს ერთი მაგნოლიის ხე გადაგვაქვს კერძო საკუთრებიდან. ჩვენ მხოლოდ გადატანაზე ვმუშაობთ და სამუშაოები როცა დავიწყეთ, ხე უკვე შესყიდული იყო. დენდროლოგიურ პარკში გადაგვაქვს“. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით კი, ამ ადგილიდან სამი ძირი ხე გააქვთ: „სამი …

ტიტას ხე ივანიშვილის პარკში იქ აღარ დგას, სადაც დარგეს

ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, იმ პარკში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მრავალწლოვანი ტიტას ხე გახმა და მოჭრეს. ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს, თუმცა შეკვეთილში „ბათუმელებს“ ტიტას ხე იმ ადგილზე აღარ დახვდა, სადაც ის 2016 წელს დარგეს. ეს ხე პირველი მრავალწლოვანი ხე იყო, რომელიც აჭარიდან გურიაში ზღვით გადაიტანეს. ე.წ. დენდროლოგიური პარკის ტერიტორიას დაცვის სამსახური იცავს. უცხო …

ქობულეთში მრავალწლოვანი ხის გადატანის გამო მოშლილი წრიული ისევ აღადგინეს

ქობულეთის ცენტრში არსებული წრიული და ქუჩის გამყოფი ზოლები, რომლებიც ბეტონით შემოსაზღვრულ გაზონებს წარმოადგენს, ჯერ კიდევ დილით ამ ადგილზე მოშლილი იყო. გუშინ ღამით, ქობულეთის დასახლება გელაურიდან მრავალწლოვანი ევკალიპტის ხე გადაიტანეს.  დიდი გაბარიტების მქონე ტვირთის გადატანისთვის, ქობულეთის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაკეთებული წრიულის დემონტაჟი გახდა საჭირო. „ჩვენგან თანხა არ იხარჯება, ეს ყველა ვალდებულება შპს „ანაგს“ აქვს აღებული, რომელმაც უკვე უზრუნველყო ყველა …

დენდროლოგიურ პარკში გადასატანი ხე ბარჟიდან ნაწილობრივ ზღვაში ჩაუვარდათ

შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში მორიგი მრავალწლოვანი ხე გადატანისას მახინჯაურის სანაპიროსთან ნაწილობრივ ზღვაში ჩაუვარდათ. ხე, რომელიც ყოფილი სანატორიუმ „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ამოიღეს, შპს „გზას“ გადააქვს. ამ დროისთვის მიმდინარეობს დროებითი გზის მიყვანა ბარჟამდე, რათა ხესთან შესაბამისი ტექნიკა მივიდეს და ტვირთი ბარჟაზე ისე განთავსდეს, რომ მისი ზღვით ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდეს. დენდროლოგიურ პარკს შეკვეთილში ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი აშენებს. ამავე თემაზე: აჭარის ფინანსთა …

ხეებს ციხისძირში სახელმწიფო აუქციონზე ყიდის

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მრავალწლოვან ხეებს „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“  აუქციონზე 13 ათას ლარად ყიდის. აუქციონზე ბიჯი 500 ლარია. სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონზე გატანილი სამი ხიდან: ამბრის ხის გარშემოწერილობა 2,4 მ. სიმაღლე 30 მ-ია;   ევკალიპტის ხის – გარშემოწერილობა 5,55 მ. სიმაღლე 35-40 მ; სექვოიას ხისა კი – გარშემოწერილობა 4,2 მ. სიმაღლე 25 მ. …

ივანიშვილმა აჭარიდან ხეების გატანა განაახლა [ფოტო]

აჭარიდან ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული და შესყიდული მრავალწლოვანი ხეების გურიაში, კერძოდ შეკვეთილში გადატანის პროცესი მალე განახლდება. ჩაქვიდან, ბუკნარიდან, ციხისძირიდან რამდენიმე ძირ ხეს ამზადებენ გადასატანად – მაგნოლიები, ტიტას ხეები, ჭადარი და სხვ. ხეების გატანის მიზნით, რამდენიმე მიმართულებით გზები გაჰყავთ. სპეციალისტების შეფასებით, ეს პროცესი შეიცავს ციხისძირში ლანდშაფტის დაზიანების რისკებს. ხეების გადატანაზე კვლავ კომპანია „ზიმო“ მუშაობს. კომპანიაში არ …

Exit mobile version