სათაფლიაში მოძრავ დინოზავრებს დაამონტაჟებენ – სააგენტო ფასებს ადგენს

დაცული ტერიტორიების სააგენტო სათაფლიაში დინოზავრების მონტაჟს გეგმავს და ფასების დადგენის მიზნით, ბაზარს იკვლევს. ბაზრის შესწავლის შემდეგ კი, სააგენტო 6 დინოზავრის შეძენა-მონტაჟზე ტენდერს გამოაცხადებს. დინოზავრები მიახლოებისას უნდა რეაგირებდნენ ინფრაწითელი სენსორის მეშვეობით. სააგენტოს ინფორმაციით, დინოზავრების მიწოდების პარალელურად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი დამონტაჟება სათაფლიის აღკვეთილის ტერიტორიაზე [წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბანოჯა], შემსყიდველის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე. ტექნიკური დავალების მიხედვით: „თითოეული …

ჯიხვის მოკვლისთვის 2 ბრაკონიერი დააკავეს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რეინჯერებისა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი მუშაობით, დაკავებული იქნა ორი ბრაკონიერი, რომელთაც აღმოაჩნდათ მოკლული ჯიხვი. „ანტიბრაკონიერულ ღონისძიებაში ერთობლივად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები და სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის N5 სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართული. ამოღებულ იქნა არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და გლუვლულიანი სანადირო თოფი. დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება იკრძალება …

ქურციკების რაოდენობა 200-ზე მეტია, დაიბადა მეშვიდე თაობა – სააგენტო

კახეთში, სამუხის ველზე, ქურციკების რაოდენობამ 200 ინდივიდს გადააჭარბა – ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ქურციკის, იგივე ჯეირნის სახეობა, რომელიც 60-იან წლებამდე საკმაოდ მრავლად იყო გავრცელებული, ურბანიზაციისა და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა. 2013 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით, ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროექტი დაიწყო. პირველი თაობა, 10 ინდივიდი, აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან …

15 ივნისიდან საქართველოში იხსნება ეროვნული პარკები

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ორშაბათიდან, 15 ივნისიდან, საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის იხსნება. სააგენტოს ცნობით, ვიზიტორთა ყველა ცენტრი 15 ივნისიდან განაგრძობს მუშაობას. სააგენტო ავრცელებს COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული შეზღუდვების ჩამონათვალსაც, რისი გათვალისწინებაც მოუწევთ ვიზიტორებს. შენობებსა და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში), გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირსა და პირს; ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა; დაიცავით ფიზიკური …

ცნობისმოყვარე კვერნა მაჭახელას ეროვნული პარკიდან [ფოტო]

დაცული ტერიტორიების სააგენტო მაჭახელას ბინადარი კვერნის ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ ეს ფოტოხაფანგში კვერნას პირველი გამოჩენაა: “თვითიზოლაციაში ყოფნისას ჩვენი გამხიარულება გადაწყვიტა და სელფს გვიგზავნის. ეს მისი პირველი სოციალური აქტივობაა, გავამხნევოთ ბევრი მოწონებით და სტიმული მივცეთ შემდეგი ფოტოების გასაზიარებლად,” – წერს დაცული ტერიტორიების სააგენტო. საქართველოში კვერნა ფართოდ არის გავრცელებული, მათი უმეტესობა ტყეში ცხოვრობს. იკვებებიან პატარ-პატარა ცხოველებით, …

მონადირე ძაღლების მიერ გამოდევნილი შველი მაჭახელას ეროვნულ პარკში გაუშვეს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გონიოში, მონადირე ძაღლების მიერ გამოდევნილი შველი ადგილობრივმა მოსახლემ გადაარჩინა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შველი მაჭახელას ეროვნულ პარკში გაუშვეს.

ევრაზიული ფოცხვერი ახლო ხედით [ფოტო]

ევრაზიული ფოცხვერის ეს იშვიათი კადრი ფოტოხაფანგმა რამდენიმე დღის წინ ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე დააფიქსირა. ევრაზიული ფოცხვერი (Lynx lynx) საქართველოს მოქმედ “წითელ ნუსხაში” გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსით შედის. ფოტო დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა.

ჯიხვი ფოტოხაფანგში [ფოტო]

ეს აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გადაიღო ფოტოხაფანგმა. აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი, როგორც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობა.

ფოცხვერი კინტრიშიდან [ფოტო]

ეს ფოცხვერი კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. გარდა სისწრაფისა, ახასიათებს ხეებზე კარგად ცოცვის უნარი, იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ხშირად თავს ესხმის ირემს, ძროხას და ცხვარს. ფოცხვერი განსაკუთრებით აქტიურია ღამის საათებში. კინტრიშელი ფოცხვერის ფოტოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.  

გურიის დაცულ ტერიტორიებში ბახმაროსა და გომის მთის მიმდებარე არეალიც მოხვდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორიების შექმნას გეგმავს, თუმცა ამისათვის ჯერ შესაბამისი კვლევებია საჭირო, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერით ჩატარდება. გურიაში რა ტერიტორიას შეიძლება მიანიჭონ დაცული ტერიტორიის სტატუსი? – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თომა დეკანოიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ განიხილება აჭარა-იმერეთის ქედის ჩრდილოეთი ნაწილი, მათ შორის კურორტების – …

გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, გურიაში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება. ეროვნული პარკი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაიხსნება. სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან და მხარის გუბერნატორთან, ჩოხატაურის მერიაში გაიმართა. სააგენტოს ცნობით, უახლოეს მომავალში დაიწყება წინა საპროექტო კვლევები და მოხდება იმ ტერიტორიების იდენტიფიცირება, სადაც შემდგომ ეროვნული პარკი შეიქმნება. წინასწარი ინფორმაციით, შესწავლის პროცესი 2021 წლამდე …

მტირალას ეროვნულ პარკში ხის კოტეჯს ჩადგამენ

დაცული ტერიტორიების სააგენტო მტირალას ეროვნულ პარკში ერთ ხის კოტეჯს ჩადგამს. სააგენტო სამუშაოებს ტენდერით შეისყიდის, რისთვისაც 56 ათასი ლარია გათვალისწინებული. კოტეჯი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგიდან დაახლოებით 12 კმ მანძილზე უნდა აშენდეს. მტირალას ეროვნულ პარკში მითითებულ ადგილზე ხის კოტეჯი [36,6 კვ/მ], ტენდერში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღეში უნდა ააშენოს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 31 ოქტომბერს დასრულდება. ტენდერის …

დათვი და ფოცხვერი მტირალას ეროვნულ პარკში [ფოტო]

დათვი და ფოცხვერი მტირალას ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა გადაიღო.

ჯავახეთში ჯგუფს ჩამორჩენილი ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს. ფრინველთა ეს სახეობა ამ ტერიტორიაზე არ ბინადრობს, სავარაუდოდ, ის გადაფრენისას ჯგუფს ჩამორჩა. ფლამინგო პარკის რეინჯერმა აღმოაჩინა და მას დახმარება გაუწია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლამინგოს გამოჩენის ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამ სახეობის წარმომადგენელი 2016 წელსაც შენიშნეს. ტბებით, უნიკალური ჭაობებით, სუბალპური …

ყველაზე მეტი მნახველი პრომეთეს მღვიმეში – ვიზიტორთა სტატისტიკა დაცულ ტერიტორიებზე

საქართველოში დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი მნახველი, 2019 წლის პირველ ნახევარში, პრომეთეს მღვიმეს ეწვია – 74 289 ვიზიტორი იანვრიდან-ივნისის ჩათვლით პერიოდში. დაცული ტერიტორიის სააგენტოს მონაცემებით, 20 დაცული ტერიტორიიდან, ამავე პერიოდში, ვიზიტორთა რაოდენობით მეშვიდე ადგილზეა მტირალას ეროვნული პარკი – 25 616 ვიზიტორით; მეთორმეტე ადგილზეა ქობულეთის დაცული ტერიტორიები – 5 229 ვიზიტორი; მეთხუთმეტე ადგილზე მაჭახელას ეროვნული პარკი – …

რეინჯერი ქალები საქართველოდან

დაცული ტერიტორიების სააგენტოში სულ 358 რეინჯერი მუშაობს, მათგან მხოლოდ ოთხია ქალი. სალომე იდოიძე თუშეთის ეროვნულ პარკში, თეკლა ხიბლაშვილი – ფშავ-ხევსურეთის, ეკა ბაჩილავა  – მარტვილის დაცულ ტერიტორიაზე, ხოლო ლუსინე დოსტიბეგიანი ალგეთის ეროვნულ პარკში ასრულებს მოვალეობას. როდის, როგორ და რატომ გახდით რეინჯერი? – ეს კითხვა ყველა მათგანს დავუსვით. „2012 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში ჩემი განაცხადი მიიღეს იმის …

დაცული ტერიტორიების სააგენტო დრონებს შეიძენს

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო დისტანციურად მართვად სამ საფრენ აპარატს, დრონს შეიძენს. სააგენტომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 500 ლარია. ტენდერის ტექნიკური დავალების თანახმად საფრენი მოწყობილობის წონა 907 გრამი უნდა იყოს, პიქსელების რაოდენობა – არანაკლებ 20 მილიონისა, მაქსიმალური სიჩქარე არანაკლებ 70 კმ საათში, მაქსიმალური მომსახურების ზღვარი – ზღვის დონიდან არანაკლებ 6000 მეტრი, მაქსიმალური ფრენის მანძილი (უქარო …

რომელი ქვეყნებიდან გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა დაცულ ტერიტორიებზე

დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14 პროცენტით მეტია. ვიზიტორთა 52 პროეცენტი ქართველია, ხოლო 48 პროცენტი უცხოელი. სააგენტოს ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 27 პროცენტით გაიზარდა. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: გერმანიიდან • პოლონეთიდან …

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის პროექტზე იმუშავებს, უკვე გამოვლენილია. სააგენტოს ცნობით, ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით, 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. სააგენტოს ცნობით, …

საჯარო შეტყობინება წაბლის ფიცრების უპატრონოდ ცნობაზე

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე #820210618002246091(2-07) 08.01.2018, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის განცხადების გამო ქონების უპატრონოდ გამოცხადების თაობაზე. უპატრონოდ საცნობი ქონებაა 295 ცალი წაბლის სახეობის ფიცარი, საერთო მოცულობით 14,36 კუბური მეტრი. იმ პირებმა, რომელთაც შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე, თავიანთი უფლებების შესახებ უნდა განაცხადონ პუბლიკაციის დღიდან სამი თვის განმავლობაში, ხელვაჩაურის …

Exit mobile version