ბათუმის ბულვარის გასწვრივ მცირე ზომის მიწის ნაკვეთები პლაჟზე მაღალი კონკურენციის პირობებში გაასხვისეს, გონიო კვარიათში, მახინჯაურში და მწვანე კონცხზე კი აუქციონები უმეტესად ჩაიშალა. ბათუმის მერიამ გონიოში, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟებზე მცირე ზომის ადგილები კომერციული საქმიანობებისთვის საიჯარო წესით გასასხვისებლად 3 ივნისს გაიტანა ელექტრონულ აუქციონზე. გასხვისდა მხოლოდ რამდენიმე მათგანი, უმეტესწილად აუქციონები არ შედგა იმის გამო, რომ მონაწილეობა …
Tag Archives: გონიოს პლაჟი
როდის გაიტანს აუქციონზე გონიო-კვარიათის პლაჟებს მერია, რა იქნება ფასი
საკურორტო სეზონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მცირე მეწარმეები, რომლებიც გონიო-კვარიათის პლაჟებზე მუშაობენ, წუხან, რომ „გვიანდება“ და თუ აუქციონები დროულად არ გამოაცხადეს, შესაძლოა შესაბამისი ობიექტების გამართვა-მომზადება ვეღარ მოასწრონ. „ბათუმელები“ მათ ტელეფონით ესაუბრა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გონიო-კვარიათის პლაჟებზე სარგებლობის უფლებით განსაკარგ ქონებას ელექტრონულ აუქციონზე უახლოეს მომავალში გაიტანს. მას შემდეგ, რაც საკრებულო შესაბამის განკარგულებას ხვალ, 29 …
Continue reading “როდის გაიტანს აუქციონზე გონიო-კვარიათის პლაჟებს მერია, რა იქნება ფასი”
ვის დაუნგრიეს და ვის არა კაფეები გონიო-კვარიათში – ფულის ძალა
გონიო-კვარიათის პლაჟზე ჯერ კიდევ ნახავთ დანგრეული კაფეებისა და ბუნგალოების ნარჩენებს. ზოგან დაწყებული აქვთ ახლის მოწყობის პროცესიც. „ვითამაშეთ და მოვიგეთ“ – ამბობენ აქ და ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობას გულისხმობენ. მიუხედავად იმისა, რომ შენობები მუნიციპალიტეტის კუთვნილ ნაკვეთებზე უკანონოდ ჰქონდათ განთავსებული, მესაკუთრეები მაინც მიიჩნევენ, რომ მერია მათ უსამართლოდ მოექცა. ამის საილუსტრაციოდ მათ რამდენიმე არგუმენტი აქვთ: პირველი არგუმენტი: „თამაშის წესები“, …
Continue reading “ვის დაუნგრიეს და ვის არა კაფეები გონიო-კვარიათში – ფულის ძალა”
ბათუმის მერია გონიო-კვარიათის პლაჟებს საზაფხულოდ ასხვისებს – აუქციონები დაწყებულია
გონიო-კვარიათის პლაჟებზე საპლაჟე ინფრასტრუქტურის განსათავსებლად ბათუმის მერია ნაკვეთებს ოთხთვიანი იჯარით გასცემს, რისთვისაც აუქციონები გამოაცხადა. მერიას იჯარით გასაცემად ამჯერად 61 ნაკვეთი აქვს გამოტანილი ელექტრონულ აუქციონზე. ამ ნაკვეთების ფართობები განსხვავებულია და 240 კვადრატული მეტრიდან 754 კვადრატულ მეტრომდე მერყეობს. შესაბამისად, განსხვავებულია თითოეული ნაკვეთის 4 თვით სარგებლობის საიჯარო გადასახადიც. მაგალითად: 240 კვ.მ ფართობის ნაკვეთის სარგებლობის საწყისი საიჯარო საფასური 2 …
ტექნიკური წყალი პირდაპირ სასეირნო ზოლზე
გონიოს პრომენადზე, ორ ადგილზე დიდი რაოდენობით წყალი იღვრება და შემდეგ პლაჟზე გადადის. წყალი პირდაპირ პრომენადზე სპეციალური მილებით არის გაყვანილი სამშენებლო მოედნებიდან. სავარაუდოდ, ეს არის ტექნიკური წყალი, რომელსაც სამშენებლო კომპანიები საძირკვლის ამოთხრის დროს სპეციალური მოწყობილობით ქაჩავენ. საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში გადაგვამისამართა, აქ განგვიმარტეს, რომ თუ ე.წ. ტექნიკური წყალი სანიაღვრე მილში არ …
გონიო-კვარიათის პლაჟებზე 86 ნაკვეთის სარგებლობაზე ბათუმის მერიამ აუქციონები გამოაცხადა
3 ივლისის მონაცემებით, ბათუმის მერიას 86 მიმდინარე აუქციონი აქვს გამოცხადებული, რომლებიც გონიოსს და კვარიათის სანაპირო ზოლში მდებარე ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემას ითვალისწინებს. ნაკვეთები, საპლაჟე ინფრასტრუქტურის განთავსების პირობით, სარგებლობაში, ძირითადად, 3 თვით გაიცემა – 2022 წლის 15 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით. სხვადასხვა ნაკვეთის შემთხვევაში სარგებლობის საწყისი თანხა სხვადასხვაა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ის 3 600 ლარია [სამი თვის …
მწვანე კონცხი, კვარიათი, გონიო – ბათუმის მერიამ პლაჟების საფასური დაადგინა
როგორც კომპანიები, ასევე ფიზიკური პირები ბათუმის მერიისგან პლაჟების პირდაპირი განკარგვის წესით, არაკონკურენტულ გადაცემას ითხოვენ და ამის მიზეზად პანდემიას ასახელებენ. როგორც შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერია, გადაწყვეტილების მიმღები პირები მიიჩნევენ, რომ პანდემიის პირობებში პლაჟების პირდაპირი წესით გასხვისება მიზანშეწონილია: „მიზანშეწონილია გათვალისწინებული იქნას ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული პანდემიის ფონზე საქართველოში და მათ შორის აჭარის რეგიონში არსებული …
Continue reading “მწვანე კონცხი, კვარიათი, გონიო – ბათუმის მერიამ პლაჟების საფასური დაადგინა”
საპირფარეშო კანალიზაციის გარეშე და სხვა – გონიოს პლაჟი სეზონის შემდეგ
გონიოს პლაჟის რამდენიმე მონაკვეთი, სადაც საკურორტო სეზონზე ე.წ. ბუნგალოები და სხვა სახის მსუბუქ კონსტრუქციებში მოწყობილი კაფეები მუშაობს, ახლა მიტოვებულ ბარაკული ტიპის დასახლებას ჰგავს, საიდანაც მეპატრონეები ისე წასულან, ნარჩენებიც კი არ გაუტანიათ. ბათუმის მერიასთან დადებული შეთანხმების მიხედვით, საკურორტო სეზონის დამთავრების შემდეგ პლაჟზე განთავსებული კაფეს ინფრასტრუქტურა, მსუბუქი კონსტრუქციების ჩათვლით უნდა დაიშალოს და პლაჟს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდეს ზაფხულამდე, …
Continue reading “საპირფარეშო კანალიზაციის გარეშე და სხვა – გონიოს პლაჟი სეზონის შემდეგ”